ქართველმა ცენტრმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა
"ატლანტა ჰოუქსმა" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად შეხვდა დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელს და ძალიან გაუჭირდა.

"ატლანტას" "მინესოტა ტიმბერვულვზი" ესტუმრა და მესამე მეოთხედში 18 ქულითაც იგებდა, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს გამოსავლის მოძებნა და დარჩენილ დროში ჯო ჯონსონისა და ჯეფ ტიგის ჩინებული თამაშის წყალობთ 93:91 გაიმარჯვეს.

გამარჯვების მომტანი ქულები კი სრულიად უცნობმა კალათბურთელმა - ივან ჯონსონმა ჩააგდო. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, მინესოტელები ივანზე დაჯარიმდნენ. ჯონსონმა კი ორივე სროლა ჩააგდო და "ატლანტას" გამარჯვება მოუტანა.

მძიმე ფორვარდი ივან ჯონსონი ატლანტელებმა NBA-ს განვითარების ლიგიდან დაიმატეს და მას იშვიათად უწევს მოედანზე გამოჩენა. ალ ჰორფორდის ტრავმამ ჯონსონს შანსი მისცა, რომელიც ივანმა კარგად გამოიყენა და "მინესოტასთან" ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა და 11 მოხსნა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, იგი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა წინა მატჩისგან განსხვავებით ამჯერად შედარებით მცირე ხანს ითამაშა.

ზაზამ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ სამიდან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

"ატლანტას" 13 მატჩიდან 9 გამარჯვება აქვს და საკუთარ, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში "მაიამის" გადაასწრო, ხოლო სრულიად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ატლანტელები კვლავ შინ, 17 იანვარს, "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავენ.

gbf.ge

tegernako
რა სისულელეებს წერთ თუ არ აკვირდებით nba-ს მაგიც დაწერეთ, პირველი თამაში დასავლეთის კონფერენციიდან ჰიუსტონს შეხვდა და 11 ქულით წააგო
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად