დინამოელებმა ესპანეთში პირველი ამხანაგური მატჩი ალჟირის "კაბილიასთან" გამართეს და მეტოქე 1:0 დაამარცხეს
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის "დინამომ" დღეს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დინამოელები თბილისის დროით 15:00 საათზე ალჟირის "კაბილიას დაუპირისპიდნენ და 1:0 დაამარცხეს.

ცნობისთვის, "კაბილია" ალჟირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, სამშობლოში მიღწეული წარმატების გარდა, გუნდს აფრიკის ჩემპიონთა ლიგა, აფრიკის კონფედერაციის თასი და აფრიკის თასების თასი აქვს მოგებული.

"დინამომ" შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:

ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა, თომაშვილი, ლომიძე, კოშკაძე, ანდრეუ, ძარია, კოტო, ჩისკო, მერებაშვილი.

სასტარტო შემადგენლობამ ტაიმი უცვლელად ჩაამთავრა. მეტოქე გუნდებმა თითო-თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს. ლორიას კარის მიმართულებით, "კაბელიას" ფეხბურთელის სახიფათოდ დარტყმული ძელმა აისხლიტა, ხოლო 25-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჩისკოს ჰქონდა, თუმცა მან თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

პირველმა ნახევარმა გოლების გარეშე ჩაიარა. დინამოელთა გუნდში ცვლილება არ მომხდარა.

მეორე ტაიმში "დინამოს" რიგებში თამაშის საშუალება სანდრო გურულს მიეცა. როგორც გაირკვა, სანდრო დინამოელებს გუშინ გვიან ღამით შეუერთდა.

მეორე ნახევარი კი ქართულმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:

ზარქუა, ოდიკაძე, თომაშვილი, კვეკვესკირი, ხმალაძე, ალვარო, ძარია, რობერტინიო, პაპავა, იაგუე, გურული,

თბილისის "დინამოს" ესპანელმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ თამაშის 65-ე წუთზე მოედანზე თომაშვილისა და ოდიკაძის ნაცვლად ჯიღაური და კახელიშვილი გამოიყვანა. ძარია კი რამდენიმე წუთში გიორგი ჩივაძემ შეცვალა.

მატჩის 79-ე წუთზე დინამოელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს. სტანდარტული მდგომარეობიდან გოლი ალვარომ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ მატჩი "დინამოს" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მომდევნო მეტქეები "ესპანიოლი" და "ტერასა" იქნებიან. პრიმერადივიზიონის გუნდთან დინამოელები მატჩს 17 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე გამართავენ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გუნდს რამდენიმე დღეში გოგიტა გოგუაც შეუერთდება.

gaga
რომელ არხზე იქნება დინამო ესპანიოლი? თუ შეიძლება გაგვაგებინოთ გმადლობთ
sisaurii
კარგად ჟღერს!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...