ბუკმეიკერების ფსონების მიხედვით რუსეთიდან "დიდი სლემის" ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტები მარია შარაპოვა, ვერა ზვონარევა და სვეტლანა კუზნეცოვა არიან
როგორც წესი, "დიდი სლემის" ტურნირებზე დიდია რუსი ჩოგბურთელების წარმომადგენლობა. ბუკმეიკერების ფსონების მიხედვით ამ ქვეყნიდან ტურნირის მოგების ფავორიტები - მარია შარაპოვა, ვერა ზვონარევა და სვეტლანა კუზნეცოვა ბადის მესამე მეოთხედში მოხვდნენ.

აქვე არიან მელბურნში ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენი (ხუთი) სერენა უილიამსი, ძლიერი გერმანელი საბინ ლისიცკი, სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა და ესტონელი კაია კანეპი, რომელიც გასულ კვირას ძალიან დამაჯერებლად მოიგო ბრისბენის დიდი ტურნირი.

ბადის მეოთხე მეოთხედში მოხვედრილებს არ გაუმართლათ, რადგან აქ ფავორიტია ჩეხი პეტრა კვიტოვა, რომელმაც მაჟორულ ნოტაზე დაასრულა შარშანდელი სეზონი. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა წელსაც გააგრძელა მეტოქეების განადგურება - ყველა მატჩი მოიგო ჰოფმანის თასზე და სიდნეიში ნახევარფინალამდე მიაღწია. და როცა კლასიფიკაციის პირველ საფეხურამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა, პეტრამ ჩინელ ნა ლისთან წააგო.

ახლა კვიტოვა ამ მიზნის მიღწევას მელბურნში ეცდება. სხვათა შორის ბუკმეიკერები სწორედ კვიტოვას ასახელებენ ავსტრალიის ღიას მთავარ ფავორიტად. ამ მეოთხედიდან ნახევარფინალში გასასვლელად ჩეხის მთავარი კონკურენტები იქნებიან ავსტრალიელი სამანტა სტოსური, ფრანგი მარიონ ბარტოლი, სერბი ანა ივანოვიჩი და ოკლენდის ტურნირის ჩემპიონი, ჩინელი ჟიე ჟენგი.

მეორე მეოთხედში ორი გამოკვეთილი ფავორიტია - ვიქტორია აზარენკა და აგნიეშკა რადვანსკა, რომლებმაც შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი სიდნეის ტურნირზე. ბელარუსმა იქ მთავარი პრიზი მოიპოვა, რადვანსკამ კი სწორედ აზარენკასთან წააგო ნახევარფინალი, გზად კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა. აზარენკასა და რადვანსკას დავაში შეიძლება ჩაერიონ იტალიელები ფრანჩესკა სკიავონე და ფლავია პენეტა და ჩეხი პეტრა ჩეტკოვსკა.

საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი განთესილთა შორის ბოლო მომენტში მოხვდა. საქმე ისაა, რომ გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა ზურგის ტრავმის გამო უარი თქვა მელბურნში თამაშზე და გამონთავისუფლებული ადგილი ჩეტკოვსკამ დაიკავა. პეტკოვიჩის გარდა, მელბურნში ქალთა ბადის მთავარი დანაკარგი გახდა ამერიკელი ვენუს უილიამსი. ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ავსტრალიის ღიას დააკლდებიან შვეიცარიელი ტიმეა ბაშჩინსკი, ესპანელი მარია-ხოსე მარტინეს-სანჩესი, ლატვიელი ანასტასია სევასტოვა და რუსი ალისა კლეიბანოვა.

ძალიან ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი პირველ მეოთხედში: მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი, როლან გაროსის ჩემპიონი ნა ლი, ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი კიმ კლაისტერსი, სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა, ჩეხი ლუსი საფაროვა და სერბი ელენა იანკოვიჩი.

ხუთი სავარაუდო პირველი

ავსტრალიის ღია პირველობის შედეგების მიხედვით, ხუთ ჩოგბურთელს აქვს WTA-ის რეიტინგის პირველი საფეხურიდან დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის ჩამოგდების შანსი.

ამის ყველაზე რეალური შესაძლებლობა მსოფლიოს მეორე და მესამე ჩოგნებს - ჩეხ პეტრა კვიტოვასა და ბელარუს ვიქტორია აზარენკას აქვთ. ასევე შეუძლიათ პირველ ადგილზე გასვლა რუს მარია შარაპოვას, ავსტრალიელ სამანტა სტოსურსა და პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას.

ასევე შეგახსენებთ, რომ ვოზნიაცკისა და შარაპოვას გარდა, ავსტრალიის ღია პირველობის ბადეში კიდევ ოთხ ჩოგბურთელს ვხედავთ, რომლებიც სხვადასხვა დროს სათავეში ედგნენ მსოფლიოს რეიტინგს: ბელგიელ კიმ კლაისტერსს, ამერიკელ სერენა უილიამსს და სერბებს - ელენა იანკოვიჩსა და ანა ივანოვიჩს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო