რატომ გაიფურჩქნა უძველესი ცივილიზაციები მაინცდამაინც შუამდინარეთში, ნილოსის პირას, ინდის ხეობაში? იმიტომ, რომ...

რატომ გაიფურჩქნა უძველესი ცივილიზაციები მაინცდამაინც შუამდინარეთში, ნილოსის პირას, ინდის ხეობაში? იმიტომ, რომ იქ საარსებო წყარო იყო - მდინარე. სწორედ მდინარიდან გაყვანილი არხები ასაზრდოებდა სახნავ-სათეს მინდვრებს, მოყვანილი მოსავალი კი - ხალხს.

ქართულ ლექსიკაშიც არსებობისთვის საჭირო შემოსავალს "საარსებო წყარო" ჰქვია. მაგრამ დღეს მხოლოდ წყარო ან მდინარე საკმარისი არ არის - არსებობის წყარო ფულია. ჰოდა, თანამედროვეობაში ცივილიზაციები პლანეტის იმ წერტილებში ყალიბდება, სადაც მეტი ფულია. საკალათბურთო ცივილიზაციას ორი კერა აქვს - აშშ და ესპანეთი. კალათბურთში სწორედ ამ ქვეყნებში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას და შედეგიც შესატყვისია: აშშ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ესპანეთი - ევროპისა და მსოფლიოსი.

საქართველოში კი კალათბურთისთვის საარსებო წყარო თითქმის დამშრალია. გასულ სეზონში, შიდა ჩემპიონატში კლუბების ნახევარში სპორტსმენები უხელფასოდ თამაშობდნენ. თუ მანამდე რუსთავის "ენერჯის" კალათბურთელებს მინიმალური საარსებო საშუალება ჰქონდათ, შარშან ესეც საგრძნობლად შემცირდა. წლეულს შსს-ს ხელმძღვანელობამ საკალათბურთო გუნდს სერიოზულად მოჰკიდა ხელი და, იმედია, საარსებო წყაროც მოიმატებს. მაგრამ რა იქნება მომავალში, ამას ხვალ-ზეგ დავინახავთ. დღეს კი ფაქტის წინაშე ვდგავართ:

2009-10 წლების ევროპული ჩემპიონატების რეიტინგში საქართველოს პირველობა საერთოდ არ არის შეტანილი. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, მეოთხეზე - ისრაელი (რომელმაც მხოლოდ ბურთების სხვაობით შეგვასწრო ევრობასკეტზე), შემდეგ იტალია, პოლონეთი, ბელგია... ავსტრია... ეს უკანასკნელი ჩამონათვალში იმიტომ შევიყვანეთ, რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს, რა ადგილი უჭირავს B დივიზიონის საშუალო ქვეყანას ევროპულ საკალათბურთო საზოგადოებაში.

ჩემპიონატების რეიტინგი

1. ესპანეთი - 43.5

4. ისრაელი - 29.5

6. იტალია - 24.8

13. პოლონეთი - 14.8

15. ბელგია - 12.7

17. ბულგარეთი - 9.0

20. ავსტრია - 5.0

რეიტინგი შედგენილია კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლის შედეგების მიხედვით. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს ამა თუ იმ პირველობის დონეს. შარშან არც ერთ ქართულ გუნდს ევროპაზე არ უთამაშია, ერთი ლეგიონერი (ტუჯანი და როდუმტა უკვე საქართველოს მოქალაქეები არიან) ტურნირის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა "ენერჯიმ" მის გარეშე მოიგო ჩემპიონობა. გავიმეორებთ: ჩვენს პირველობაზე კალათბურთელთა ნახევარი უხელფასოდ თამაშობდა... მოკლედ, გასაკვირი სულაც არ არის, რეიტინგში რომ ვერ მოვხვდით.

ITG-მ კლუბების რეიტინგიც ჩამოწერა. ცხადია, არც აქ მოხვდა ქართული გუნდი. 2007, 2008 წლებში "ენერჯიმ" ევროჩელენჯზე ოთხი მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო. შესაბამისად, რეიტინგში წინა წლების შედეგებიც რომ შესულიყო, ერთადერთი ქართული გუნდი რომელ ადგილზე მოხვდებოდა, თავად განსაზღვრეთ...

საკლუბო რეიტინგი

1. ცსკა (რუსეთი) - 82.9

7. მონტეპასკი (იტალია) - 61.3

8. მაკაბი (ისრაელი) - 59.8

26. პროკომი (პოლონეთი) - 30.8

46. შარლერუა (ბელგია) - 16.2

59. აკადემიკი (ბულგარეთი) - 12.0

77. სვანსი (ავსტრია) - 6.7

იცით, რამხელა ბიუჯეტი აქვს პოლონურ "პროკომს"? 7 მილიონი დოლარი. ბელგიურ "შარლერუას" - 7.5 მილიონი ევრო. "მონტეპასკიზე", ცსკა-სა და "მაკაბიზე" (თბილისისა არა) ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ამ დროს რა ხდება ქართულ კლუბებში, უკვე მოგახსენეთ.

ახლა რეიტინგებში ჩამოთვლილი ქვეყნების ნაკრებებს საქართველოს ეროვნული გუნდი შევადაროთ. ისევ ბოლო წლის შედეგები გავითვალისწინოთ:

სანაკრებო რეიტინგი

1. ესპანეთი

11. ბელგია

15. ისრაელი

16. საქართველო

17. იტალია

18. ბულგარეთი

19. პოლონეთი

31. ავსტრია

აი, აქ კი გვხვდება საქართველო. თან, არც მეტი, არც ნაკლები - მე-16 ადგილზე, იტალიაზე, ბულგარეთზე, პოლონეთზე წინ... კი მაგრამ, თუ ქართულ კალათბურთში ფულის წყარო შრება, თუ ევროტურნირებზე არავინ თამაშობს, რამდენად ლოგიკურია ნაკრების ასეთი წამატება? გიპასუხებთ: ლოგიკურია.

აი, სადაა ლოგიკა: საკალათბურთო ცივილიზაციათა შორის საქართველო დაახლოებით ისეთ სიტუაციაშია, როგორშიც ადრეული შუა საუკუნეების ვიკინგები - შინ ბევრი რომ არაფერი მოეპოვებოდათ, ბრიტანეთში, საფრანგეთსა და თვით იტალიაში მიდიოდნენ საშოვარზე. შინ დიდძალი ნადავლით ბრუნდებოდნენ. ვიკინგთა გემები ძალიან სწრაფად ცურავდნენ და სანაპიროებთან მათი გამოჩენის შემდეგ ადგილობრივები იარაღის აღებასაც ვერ ასწრებდნენ. თუ მოასწრებდნენ, მამაც ვიკინგებს მაინც ვერ სჯობნიდნენ...

გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების გასვლითი გამარჯვებები - ბულგარეთი და პორტუგალია სწორედ სწრაფი თამაშით დავჯაბნეთ. ქართველთა მებრძოლ ხასიათზე წერა საჭირო ნამდვილად არ არის...

ურეიტინგო ჩემპიონატიდან, უფულო კლუბებიდან გამოჩნდა 12 კალათბურთელი, რომლებიც უცხოეთში კარგ პირობებში მოხვდნენ, გაიაზრეს, რომ წარმატება მხოლოდ დაუღალავი შრომით მიიღწევა და საკუთარ თავზე იმდენი იმუშავეს, რომ თვით იტალიის ნაკრების წევრებს გაუთანაბრდნენ. იმ იტალიისა, რომელმაც 1999 წელს თბილისში 105:64 მოგვიგო, მალე კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ყოველთვის თავშეკავებული იგორ კოკოშკოვისგან ცოტა მოულოდნელად ჟღერდა ფრაზა: ჩემი კალათბურთელები გმირები არიან. მაშინ, როცა სხვები საკლუბო არდადეგებს დასვენებას ახმარენ, ქართველები ორი თვის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენო...

სწორედ ამ შრომის წყალობით ნაკრებმა ქართველ ხალხს სიამაყე გაუღვივა. მომავლის იმედი გაუჩინა, დაარწმუნა, რომ ეს თაობა ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს, გუნდურ სახეობებში ხომ ევროპაზე არც ერთ ქართულ ნაკრებს უასპარეზია! პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ეს იქნება ევროინტეგრაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. ისე, ევროკავშირს კალათბურთთან საერთო აქვს: დროშაზე სწორედ იმდენი ვარსკვლავია გამოსახული, გუნდში რამდენი მოთამაშეცაა - 12.

...ევროპისკენ მიმავალ 12 კაცს დახმარება სჭირდება. რა სახის დახმარება? ამას ბოლო თავში წაიკითხავთ.

... ვიკინგებს ცივილიზაცია არ შეუქმნიათ. ქართველები კი ნიჭიერი, ცივილიზებული სამყაროსკენ მიდრეკილი ხალხი ვართ და გაცილებით მეტს მივაღწევთ, თუ ქართულ კალათბურთში საარსებო წყაროს არათუ გავაფართოვებთ, არამედ არხებით დავღარავთ.

სწორედ საქართველოს ჩემპიონატში... ძლიერ ჩემპიონატში უნდა აღიზარდოს ნიჭიერი თაობა, რომელიც მომავალში ნაკრების უკვე სტაჟიან წევრებს შეეხიდება. მეტი გამოცდილებისთვის კი ევროტურნირებზე ითამაშებს. ბელგია ევროპის ჩემპიონატზე არა მადრიდის რეალელმა ვან დენ შპიგელმა, არამედ ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენელმა ("ანტვერპენი") კრისტოფ ბეგინმა გაიყვანა:

საქართველოსთან მატჩებში კრისტოფის მონაგარს თავი დავანებოთ... გაგახსენებთ, რომ პოლონეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში ოქროს სამქულიანი სწორედ ბეგინმა ჩააგდო - 70:67.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...