საქართველოს ნაკრების ლიდერმა შალვა გაჩეჩილაძემ პრესტიჟულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა
საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით 2012 წლის ახალი სპორტული სეზონის ერთ-ერთი პირველი ასპარეზობა - მსოფლიოს თასის გათამაშების ეტაპი "კავკასიის ლიგა" დაბრკოლებათა გადალახვაში ბაქოში მიმდინაროებს, რომლის საპრიზო ფონდი 150 ათასი ევროა.

გუშინ ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების ლიდერმა შალვა გაჩეჩილაძემ. თბილისელი მხედარი (ცხენი ჩუვიგამი) პირველი იყო (არაკავკასიის ქვეყნების ცხენოსნები უკონკურსოდ მონაწილეობდნენ) კონკურენტთა შორის მთავარი პრიზის გათამაშებაში.

ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წარმატებაა მის სპორტულ კარიერაში. უნდა ითქვას, რომ შარშან საქართველოს ცხენოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი დავით კეზერაშვილი) შალვა გაჩეჩილაძე გერმანიაში მიავლინა ოსტატობის ასამაღლებლად, რაც უკვე აისახა კიდეც წლის დასაწყისშივე მის მიერ ნაჩვენებ შედეგში. სოლიდური ფულადი ჯილდოს გარდა, ჩვენმა მხედარმა ასევე სოლიდური ქულები ჩაიწერა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს