"ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა "იუვე სტაბიასთან" გასვლით მატჩში შეუცვლელად ითამაშა

ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა და აქედან გამომდინარე, ქართულ ლეგიონზეც ბევრი არაფერია მოსაყოლი.

"ჯენოა" ტრავმირებული კახა კალაძის გარეშე ეთამაშა "უდინეზეს" და 3:2 გაიმარჯვა. შედეგად გენუელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.

სერია B-ში კი ირაკლი შეყილაძის დებიუტი შედგა. "ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა "იუვე სტაბიასთან" გასვლით მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 წააგო. ლევან მჭედლიძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. "ემპოლი" 22-გუნდიან ლიგაში მე-18 ადგილზეა.

საბერძნეთში დარჩენილმა ერთადერთმა ქართველმა გიორგი შაშიაშვილმა "ერგოტელისის" რიგებში 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი სტუმრად პაოკ-თან 1:2 დამარცხდა. "ერგოტელისი" საბერძნეთის 16-გუნდიან სუპერლიგაში მე-8 პოზიციაზეა.

გუშინვე არნემის "ვიტესი" ამხანაგურად შეხვდა გელზენკირხენის "შალკეს" და 1:2 დამარცხდა. როგორც იცით, ჰოლანდიელთა კაპიტანი გურამ კაშია ტრავმირებულია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი კი მოედანზე მაშინ შევიდნენ, როცა ანგარიში უკვე 1:2 იყო - პირველი 62-ე წუთზე, მეორე - 74-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...