გუშინ საქართველოს ნარდის ასოციაციისა და კომპანია ევროპაბეთის ერთობლივი ინიციატივით მონარდეთა საახალწლო ტურნირი მოეწყო
გუშინ კულტურის ცენტრ "მუზაში" ორი საინტერესო ღონისძიება გაიმართა - საქართველოს ნარდის ასოციაციისა (პრეზიდენტი თეიმურაზ ქურციკიძე) და კომპანია ევროპაბეთის ერთობლივი ინიციატივით მონარდეთა საახალწლო ტურნირი მოეწყო და სპორტულ რადიო "ჯა-კოს" 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით არაოლიმპიურ სახეობებში 2011 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი დასახელდა.

უპირველესად სარბიელი მონარდეებს დაეთმოთ. შეჯიბრებაში 130 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები - გიორგი ასანიძე და რაფაელ ჩიმიშკიანი, ცნობილი ფეხბურთელები - მურთაზ ხურცილა და ვაჟა ჟვანია, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები - ნუგზარ კვაშალი, ეთერ კაკულია, მერაბ გეგეჭკორი, ასევე, თბილისის მერიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ფატი დავითულიანი, საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და სხვები.

ქალთა ფინალში პარლამენტარმა გურანდა ჯაბუამ ბიზნესმენ ცისანა მჭედლიძეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილებზე ნაზი ალასანია და გულიკო ჭუმბაძე გავიდნენ. ვაჟებში ყველას საქართველოს პროფკავშირების კულტურის ცენტრის დირექტორმა ნოდარ ტაბიძემ აჯობა. გადამწყვეტ პაექრობაში მან მიხეილ სოსელია დაამარცხა 5:4. მესამე ადგილები ალეკო თეთრაშვილსა და გოგი ყუფარაძეს ერგოთ.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები ევროპაბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზიმ ისმაილოვმა გადასცა.

- ჩვენი მიზანია, ამ აღმოსავლურ ორთაბრძოლას, რომელიც ძალიან უყვართ საქართველოში, მეტი ყურადღება მივაქციოთ. მის აღორძინებას ხელს შევუწყობთ როგორც რეგიონებში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგულარულად გავმართავთ საინტერესო ღონისძიებებს. წლეულს მაისში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი, რომელსაც მონტე კარლოში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დავაფინანსებთ, - გვითხრა ნაზიმ ისმაილოვმა.

მონარდეთა ასპარეზობის დამთავრების შემდეგ სცენა სპორტულ რადიო "ჯა-კოს" დაეთმო, რომელმაც დაარსებიდან 6 წელი იზეიმა.

ტრადიციულად ამ დღესასწაულს დაუკავშირდა არაოლიმპიურ სახეობებში 10 საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა და დაჯილდოება.

ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად ათეულში ადგილები ასე განაწილდა: 1. ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი), 2.ავთანდილ ცინცაძე (სამბო), 3. გენადი კვიკვინია (მკლავჭიდი), 4. ადამ ოქრუაშვილი (ქართული ჭიდაობა), 5. გიორგი მიქელაშვილი (ძალისმიერი მკლავჭიდი), 6. ავთანდილ ცერცვაძე (სუმო), 7. ავთანდილ ხურციძე (პროფესიული კრივი), 8. უშანგი კუზანაშვილი (სამბო), 9. ირაკლი ტყებუჩავა (კარატე), 10. თეონა ლავრელაშვილი (კიკბოქსინგი). წლის გუნდად მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, წლის რესპოდენტად - ნიაზ მამრიკიშვილი (რაგბი). "ჯა-კომ" სპორტულ რადიოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის ხუთი ეროვნული ფედერაცია გამოარჩია.

საუკეთესოები ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ნინო სალუქვაძემ, რობერტ შავლაყაძემ, გიორგი ასანიძემ, რაფაელ ჩიმიშკიანმა, ვაჟა კაჭარავამ, ცნობილმა ტელე-რადიოკომენტატორმა და კალათბურთში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, "ჯა-კოს" მთავარმა პროდიუსერმა ნინო გურულმა, კარატეში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლევან გორელაშვილმა, საერთაშორისო არბიტრმა თამაზ გორელაშვილმა დააჯილდოვეს. ღონისძიება სპორტკლუბ "თელას" (ხელმძღვანელები თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეები) მოცეკავეებმა დაამშვენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა