ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შალკე გაგიჟდა: ჰუნტელაარიც, ხურადოც და პლესტანიც

შალკე გაგიჟდა: ჰუნტელაარიც, ხურადოც და პლესტანიც

როგორც მოსალოდნელი იყო, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს, გელზენკირხენის "შალკემ" კიდევ სამი ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო...

როგორც მოსალოდნელი იყო, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს, გელზენკირხენის "შალკემ" კიდევ სამი ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო: ლევან ყენიას გუნდმა, რომელმაც ბუნდესლიგის ორივე თამაში წააგო, "მილანიდან" ჰოლანდიელი თავდამსხმელი კლაას იან ჰუნტელაარი გადაიბირა, მადრიდის "ატლეტიკოდან" ნახევარმცველი ხოსე მანუელ ხურადო, ხოლო "ლილიდან" მცველი ნიკოლა პლესტანი.

27 წლის ჰუნტელაარში "შალკემ" "მილანს" 14 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა იმ ფორვარდისთვის, რომელსაც ბოლო დროს ისეთი პატივსაცემი აღარ არის, როგორც ერთ დროს, კერძოდ, ამსტერდამის "აიაქსში" თამაშის დროს იყო. ჰუნტელაარს "მილანთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ "როსონერიში" აითვალწუნეს და მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მილანურმა გრანდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყიდა (გუშინ "როსონერიმ" რობინიოც გადაიბირა), ჰუნტელაარი "სან სიროზე" აღარ სჭირდებოდათ. ჰოლანდიელი გასულ სეზონში "მილანში" უმეტესად სათადარიგო თავდამსხმელი გახლდათ. მართალია, 25 მატჩი ჩაატარა, მაგრამ აქედან 14-ჯერ მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა. საერთო ჯამში, ჰოლანდიელმა "მილანისთვის" 7 გოლის გატანა შეძლო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰუნტელაარმა მსოფლიოს ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჰუნტელაარს "შალკეში" "ძველი ნაცნობი", რაული დახვდება. ჰოლანდიელი და ესპანელი "რეალში" ერთად თამაშობდნენ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მოედანზე ერთად ყოფნა ძალიან იშვიათად უწევდათ.

რაც შეეხება ხურადოს ტრანსფერს: "შალკე" და "ატლეტიკო" გუშინ შეთანხმდნენ. "ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა უარს უბრალოდ ვერ ამბობ. ახლა სწორედ ასეთი შემთხვევაა და მიხარია, რომ "შალკეში" ვითამაშებ. ამ გუნდს უდიდესი მიზნები აქვს და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ "შალკესთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო," - განაცხადა 24 წლის ხურადომ, რომელმაც პრიმერადივიზიონის პირველ ტურში "ხიხონთან" (4:0 "ატლეტიკოს" სასარგებლოდ) გოლი გაიტანა და რომელიც მატჩის 78-ე წუთზე შეცვალეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, "შალკეს" ხურადოს ტრანსფერი 13 მილიონი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონში ხურადომ "ატლეტიკოს" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის გატანა შეძლო. ამრიგად, ხურადო რუმინელი ჩიპრიან დეაცის შემდეგ, "შალკესთვის" რიგით მეორე ახალი შემტევი ნახევარმცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ტრავმირებულ ლევან ყენიას კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.

ბუნდესლიგაში განცდილმა ორმა მარცხმა ფელიქს მაგათი მიახვედრა, რომ მის გუნდს დაცვაშიც სჭირდებოდა გაძლიერება. სწორედ ამიტომ, "დესპოტმა ფელიქსმა" გუშინ მესამე ტრანსფერიც (!) გაჩარხა და ფრანგული "ლილიდან" ცენტრალური მცველი ნიკოლა პლესტანიც გადაიბირა. "გერმანიის თასზე, "აალენთან" და ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ჰამბურგთან" მატჩიც შევამჩნიე, რომ დაცვაში გვიჭირდა და მივხვდი, რომ ამ პოზიციაზე კიდევ უნდა გავძლიერებულიყავით," - უთხრა მაგათმა "კიკერს".

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში პლესტანმა "ლილში" მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მაგათის აზრით, ეს ფეხბურთელი არ არის დაბალი კლასის. საინტერესოა ისიც, რომ მაგათს ამ მცველის ყიდვა 2009 წელსაც სურდა, როცა ის ჯერ კიდევ "ვოლფსბურგის" თავკაცი გახლდათ. პლესტანის შეძენა ფელიქსისთვის პირველ რიგში იმის გამო გახდა პრიორიტეტული, რომ "რეალიდან" გადმოყვანილი კრისტოფ მეტცელდერი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩებში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე