ესპანეთში წასვლამდე საქართველოს ჩემპიონები საზოგადოებას შვიდ ახალწვეულს საზეიმო ვითარებაში წარუდგნენ
გაიმართა "მარბელას თასის" წილისყრა და გაირკვა მასში მონაწილე "ზესტაფონის" პირველი მეტოქე. საქართველოს ჩემპიონები მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდებიან.

ამ კლუბს ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ცსკა, რომელსაც ლეონიდ სლუცკი წვრთნის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

რუსულ პრემიერლიგაში არმიელები დღეისთვის მეორე ადგილზე არიან და ლიდერ "ზენიტს" 6 ქულით ჩამორჩებიან. გუნდის ღირსებას რუსეთის ნაკრების არაერთი წევრი იცავს - იგორ აკინფეევი, სერგეი იგნაშევიჩი, ტყუპები ალექსეი და ვასილი ბერეზუცკები და ალან ძაგოევი. ცსკა-ს ლეგიონერებიც გამორჩეული ჰყავს - ლიტველი დეივიდას შემბერასი, იაპონელი კეისუკე ჰონდა, ჩილელი მარკ გონსალესი, ლატვიელი ალექსანდრს ცაუნია, ბრაზილიელი ვაგნერ ლავი და სხვები.

ცსკა-ს ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა 2005 წელს მოპოვებული უეფას თასია. მოკლედ, "ზესტაფონს" ერთობ სერიოზული გამოცდა ელის, რომელსაც, იმედია, წარმატებით ჩააბარებს.

თუ რუსული ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პოლონურ "ლეხსა" და რუსულ "კრილია სოვეტოვს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, მარცხის შემთხვევაში კი მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას მოუწევს და 6 თებერვალს ამავე წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

მეოთხედფინალის ყველაზე ძლიერი წყვილი კიევის "დინამო"- ყაზანის"რუბინია". ბადის ქვედა მხარესაა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული "დნიპროც".

შეგახსენებთ, "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" მეორედ მონაწილეობს. შარშან გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა მარგველებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს. მეოთხედფინალში "ზესტაფონი" პრაღის "სპარტასთან" 0:5 განადგურდა, ნახევარფინალში კიევის "დინამოსთან" 2:2 ითამაშა და თერთმეტმეტრიანების სერიით დამარცხდა, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში კი პლოვდივის "ლოკომოტივს" 3:0 მოუგო.

"ზესტაფონი" ესპანურ შეკრებაზე ერთ საკონტროლო მატჩს "მარბელას თასის" დაწყებამდეც გამართავს. დღეს კი ფეროელები წლის პირველ შეხვედრაში "გაგრას" უმასპინძლებენ. მატჩი "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზეა დაგეგმილი, თუმცა გამორიცხული არც ის არის, შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდეს.

ესპანეთში წასვლამდე საინტერესო კიდევ ის იქნება, რომ "ზესტაფონი" საზოგადოებას შვიდ ახალწვეულს საზეიმო ვითარებაში წარუდგენს.

ქვემოთ კი "მარბელას თასის" სრულ გრაფიკსაც გაეცნობით.

3 თებერვალი

მეოთხედფინალი

1. ცსკა (რუსეთი)-ზესტაფონი (საქართველო)

2. ლეხი (პოლონეთი)-კრილია სოვეტოვი (რუსეთი)

3. დინამო (უკრაინა)-რუბინი (რუსეთი)

4. გუანჯოუ (ჩინეთი)-დნიპრო (უკრაინა)

6 თებერვალი

ნახევარფინალი

1-ის გამარჯვებული - 2-ის გამარჯვებული

3-ის გამარჯვებული - 4-ის გამარჯვებული

სანუგეშო ეტაპი

1-ის დამარცხებული - 2-ის დამარცხებული

3-ის დამარცხებული - 4-ის დამარცხებული

9 თებერვალი

მატჩი მე-7 ადგილისთვის

მატჩი მე-5 ადგილისთვის

მატჩი მე-3 ადგილისთვის

ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
ერთი ეს ოკუპანტების არმიის კლუბი დაამარცხეთ ზესტაფონლებო და მერე თუ გინდათ 10:0 წააგეთ!
დევიდ აირონს
რა თქმა უნდა ეს საცდელი მატჩია და ძირითადად ამ ტურნირში მწვრთნელები ახალბედა ფეხბურთელებს სცდიან ხოლმე, მე როგორც ყველა ქართველს, ზესტას მოგება მინდა, თან გამანადგურებელი ანგარიშით, მაგრამ ცსკა ძლიერი გუნდია, ზესტაზე გაცილებით ძლიერი....
gaga
ზესტაფონს შეუძლია რო მოუგოს ამ გუნდს ესეც არ იყოს ეხა რეალი რა რო ვერ მოუგოს ძალიან კაი გუნდია ზესტაფონი
david
განადგურება გარდაუვალია
ლეგენდა
არც ისე კარგი გუნდია ჩემი აზრით შანსები 50 50 % ზეა ... წარმატებები ყველა ქართულ გუნდს და ფეხბურთელს .. უშენოდ მოსაწყენია ლევან !!!
TaroSochi
თუ არ წავაგეთ ცსკს-თან მაგრად გაასწორებს! არა და ძლიერი გუნდია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!