ექვსი ერის გათამაშება თებერვალში იწყება, თუმცა იტალიის ნაკრების პირველ მატჩზე, რომელიც რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, უკვე 50 ათასი ბილეთია გაყიდული
ექვსი ერის გათამაშება თებერვალში იწყება, თუმცა იტალიის ნაკრების პირველ მატჩზე, რომელიც რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, უკვე 50 ათასი ბილეთია გაყიდული.

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურა" შინ ორ მატჩს გამართავს ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებთან.

"სტადიო ოლიმპიკო", რომელზეც საფეხბურთო კლუბები "რომა" და "ლაციო" თამაშობენ 72 ათას მაყურებელს იტევს. იტალიის რაგბის ფედერაციის პრზიდენტ ჯან კარლო დონდის იმედი აქვს, რომ 11 თებერვლამდე, როცა იტალიის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება სტადიონზე ანშლაგი იქნება.

აღსანიშნავია, რომ უკვე გაყიდული ბილეთებიდან უცხოელებმა მხოლოდ 6 ათას ხუთასი შეიძინეს.

"ენითაუწერელი ემოცია დამეუფლა როცა ამ უზარმაზარ სტადინზე ფეხი შევდგი. წარმოვიდგინე პირამდე გადაჭედილი "ოლიმპიკო" რაგბის მატჩის მიმდინარეობისას. ეს თვალნათლივ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ რაგბი იტალიაში ვითარდება, პოპულარული ხდება.

ჩვენ გვინდოდა წლეულსაც "ფლამინიოზე" გვეთამაშა, მაგრამ იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, გადავწყვიტეთ სტადიონის ტევადობა ათი ათასით გაგვეზარდა და 42 ათასამდე აგვეყვანა. მაგრამ, თუკი 70-ათასიან "ოლიმპიკოს" გავავსებთ, რატომ უნდა ვთქვათ ამ სტადიონზე უარი? იმედი მაქვს, რომ კონტრაქტი რომის მუნიციპალიტეტთან გახანგრძლივდება და "სკუადრა აძურა" ბინას "სტადიო ოლიმპიკოზე" დაიდებს" - თქვა ჯან კარლო დონდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად