გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ მაურო კამორანეზის "შტუტგარტში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო. გუშინ, "იუვენტუსმა" და შვაბურმა კლუბმა...

გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ მაურო კამორანეზის "შტუტგარტში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო. გუშინ, "იუვენტუსმა" და შვაბურმა კლუბმა საბოლოო დეტალები შეათანხმეს და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მარჯვენა ნახევარმცველი "შტუტგარტის" ფეხბურთელი გახდა. კამორანეზიმ გერმანულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თანხის ოდენობა, რაც "შტუტგარტმა" "იუვეს" გადაუხადა, ოფიციალურად არ გახმაურებულა. "კიკერი" წერს, რომ შვაბებს მაუროს შეძენა დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაუჯდათ.

"მაურო კამორანეზი უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მე თუ მკითხავთ, მასზე უკეთესი მარჯვენა გარემარბი მსოფლიოში ბევრი არ მოიძებნება. მისი გამოცდილება და კლასი ჩემს გუნდს ძალიან წაადგება," - განაცხადა "შტუტგარტის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან გროსმა.

"მიხარია, რომ აქ ვარ, - ასე დაიწყო საუბარი კამორანეზიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც მის წარდგენას მიეძღვნა, - ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვარ, რადგან 18 ივლისიდან ვვარჯიშობდი. შესაბამისად, ყველანაირად მზად ვარ იმისათვის, რომ "შტუტგარტს" უკვე მომდევნო ტურში დავეხმარო. ვფიქრობ, ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი, ამ კლუბში რომ გადმოვედი. მიხარია, რომ 33 წლის ასაკში კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, უმაღლეს დონეზე ვითამაშო. ბოლო წლებში ბუნდესლიგამ უდიდესი პროგრესი განიცადა და იმედი მაქვს, რომ "შტუტგარტთან" დიდ წარმატებებს მივაღწევ. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ არჩევანი "შტუტგარტზე" შევაჩერე."

კამორანეზის, რომელსაც "შტუტგარტში" ყოფილი თანაგუნდელი, კრისტიან მოლინარო დახვდა, "იუვენტუსში" აღარ დაედგომებოდა, რადგან ტურინელთა ახალი დამრიგებელი ლუიჯი დელ ნერი სეზონს მის გარეშე გეგმავდა. კვირას "იუვემ" პირველ ტურში, "ბარისთან" 0:1 წააგო და კამორანეზი "ბებერი ქალბატონის" განაცხადშიც კი არ იყო შეყვანილი. წარმოშობით არგენტინელი, დღეისათვის 33 წლის მაურო ხერმან კამორანეზი "იუვენტუსს" 8 წლის მანძილზე ემსახურა. მაურო, რომელსაც იტალიის ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ის "სკუადრა აძურას" ძირითადი შემადგენლობის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს