გორის "დილასთან" საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბოლნისის "სიონს" ისევ ხვიჩა ქასრაშვილი ჩაიბარებს
გორის "დილასთან" საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბოლნისის "სიონს" ისევ ხვიჩა ქასრაშვილი ჩაიბარებს.

ქასრაშვილი "სიონში" ადრეც მუშაობდა, შემოდგომაზეც მიიწვიეს, მაგრამ გუნდი ისე დატოვა, შეხვედრაც არ ჩაუტარებია, რადგან საქმიანობის მეტ-ნაკლებად ასატანი პირობებიც არ ჰქონდა.

ახლა კი ქვემო ქართლის გუბერნიამ "სიონის" მიხედვა გადაწყვიტა, გუნდს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ფინანსები გამოუყო და ბოლნისელებსაც შემადგენლობის გაძლიერების იმედი აქვთ.

მოსამზადებელ ეტაპზე "სიონში" გამოჩნდნენ ქუთაისის "ტორპედოდან" წასული რევაზ ქემოკლიძე, ფინეთიდან დაბრუნებული გიორგი ხიდეშელი და ფოთის "კოლხეთის" ყოფილი მეკარე მინდია ბობღიაშვილი, რომელიც ადრე საკმაო ხანს თამაშობდა ბოლნისში ასე რომ, მისთვის "სიონი" უცხო კლუბი არ არის.

"სიონმა" ნახევარწლიანი იჯარით დაიმატა "ზესტაფონის" თავდამსხმელი საბა ლომიაც - ეს "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ლომთაძემ გვითხრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...