"ნაკრებს ბოლო ორი წელია კატასტროფული ვარდნა აქვს, როგორ ვერ იყენებს ასოციაცია ამხელა მხარდაჭერას?"
უკრაინულ სპორტულ საიტ სპორტ.უა-ზე "იბერია სტარის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის ოლეგ სოლოდოვნიკის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მან საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა და საგულისხმო განცხადებებიც გააკეთა.

- არ ნანობთ, რომ ისეთ არარეიტინგულ საფეხბურთო ქვეყანაში წახვედით სამუშაოდ, როგორიც საქართველოა?

- მეც გამიგია, სოლოდოვნიკი ჭაობში წავიდა სამუშაოდო, მაგრამ არც მაშინ მიმაჩნდა ასე და არც ახლა ვფიქრობ ამგვარად.

"იბერიაში" ყველაფერი კარგად იყო აწყობილი. პრეზიდენტი თავის დაპირებებს ასრულებდა, საკლუბო ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა. გუნდი არაფერზე ამბობდა უარს და ღირსეულად იბრძოდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში მოსახვედრად. სამწუხაროდ, ორ გადამწყვეტ მატჩში ფრედ ვითამაშეთ, 2:2 "კაირატთან" და 5:5 "სპორტინგთან".

ქართულმა კლუბმა ბრაზილიაშიც მიმავლინა სტაჟირებაზე, სადაც ახალი ცოდნა და ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე. "იბერია" ბევრს თამაშობდა ევროპაში, საკუთარი თვალით ვნახე ევროპის საუკეთესო გუნდების თამაში. ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ ეროვნული ჩემპიონატი ძალიან სუსტია. მთლიანობაში ჩემი კარიერის ქართულ ეტაპს დაკარგულად არ ვთვლი.

- რა არის საქართველოს ჩემპიონატის მთავარი თავისებურება?

- რა თქმა უნდა, საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატების შედარებაც არ შეიძლება. თამაშიც განსხვავებულია. ჩვენთან აქცენტს ფუნქციურ მზაობასა და ძალისმიერ ბრძოლაზე აკეთებენ, საქართველოში კი ყველაფერი ტექნიკასა და ბურთთან ინსტინქტურად მუშაობაზეა აწყობილი. ჩემპიონატი მთლიანობაში არასტაბილურია. წინა სეზონში ექვსი გუნდი იყო. ახლა, როგორც ამბობენ, მხოლოდ სამი გუნდია დარჩენილი. საქართველოს ჩემპიონატი მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაშია.

სოლოდოვნიკი "იბერიადან" ნოემბრის ბოლოს, ლისაბონის "სპორტინგთან" ფრის მერე წავიდა, რაც უცნაური იყო: ევროპის საუკეთესო გუნდთან მისსავე მოედანზე ფრე ნებისმიერი მწვრთნელისთვის დადებით შედეგად ჩაითვლებოდა.

მაშ, რატომ დატოვა უკრაინელმა სპეციალისტმა საქართველოს ჩემპიონი? ამ და სხვა კითხვებით "იბერია სტარის" პრეზიდენტ ვახტანგ წერეთელს მივმართეთ, რომელმაც მწვავე განცხადებები გააკეთა:

- გეთანხმებით, უეფას რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ "სპორტინგთან" ფრე მისსავე მოედანზე დადებითი შედეგია. ამის მიუხედავად, "იბერია" ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში ვერ გავიდა, ჩვენი მიზანი კი სწორედ ეს იყო. თუმცა ამაში სოლოდოვნიკს ვერ დავადანაშაულებთ.

სამწუხაროდ, საქართველოში გუნდის განვითარებისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. წარმოიდგინეთ, 2011 წელს ეროვნული ჩემპიონატი გაუქმდა! რვა თვეა, საქართველოს ჩემპიონატში არ გვითამაშია და ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად უცხოურ ტურნირებზე დავდივართ, რამენაირად სათამაშო ფორმა რომ შევინარჩუნოთ. არადა, ყველას თავისი ჩემპიონატი და წინასწარ გაწერილი კალენდარი აქვს. ამის გამო სპარინგ-პარტნიორების შერჩევისას ხშირად ვაწყდებით პრობლემებს.

მითხარით, რა აზრი აქვს მუდმივად გყავდეს უმაღლესი კლასის მწვრთნელი და მოთამაშეები, როცა ჩემპიონატი არ არსებობს? ამიტომ, სანამ საქართველოს ჩემპიონატში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება, კლუბის ბიუჯეტის ოთხჯერ შემცირება გადავწყვიტეთ.

- რა არის ჩემპიონატის ჩაშლის მიზეზი?

- გვეუბნებიან, ჩემპიონატი "იბერიას" გამო გადავდეთო. გაუგებარია - ჩემპიონთა ლიგაში ეტაპი სულ ოთხ დღეს გრძელდება და ოთხი დღის გამო ჩემპიონატის ნახევარი წლით გადადების საჭიროებას მე ვერ ვხვდები. წარმოიდგინეთ, "დინამოს" ან "ზესტაფონის" ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამო საქართველოს ჩემპიონატი რომ გააუქმონ.

- ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ინტერვიუში გვითხრა, რომ "იბერიას" რამდენიმე ბრაზილიელის ნატურალიზებაზე მუშაობენ.

- წლებია, ამ თემაზე ლაპარაკი მესმის, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გაკეთებულა. ზოგადად კი, ნატურალიზაციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, კალათბურთის ნაკრებმა დაიმატა უცხოელები და ამით გაძლიერდა.

- ნაკრები ვახსენეთ და, რას ფიქრობთ მასზე? მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ეროვნულ გუნდს დიდი უცნაურობა შეემთხვა - მოლდოვასთან მატჩის შემდეგ მომხდარს ვგულისხმობ.

- საერთოდ, ნაკრების თემაზე კომენტარისგან თავს ვიკავებ ხოლმე, თუმცა ახლა ვიტყვი, რომ ბოლო ორი წელია, ნაკრებს კატასტროფული ვარდნა აქვს. უეფას დელეგატი მართლაც უხეშად შეცდა, მაგრამ როცა საკუთარ მოედანზე თამაშობ, მოლდოვას და სომხეთს უნდა უგებდე და დელეგატის შეცდომაც ვერაფერს დაგაკლებს.

მახსოვს, სომხეთთან ადრე 23:2 მოგვიგია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მომკითხავი არავინ არის. ერთი რამ მიკვირს: წლების განმავლობაში ფუტსალს ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა კი სპორტის მინისტრისგან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან უზარმაზარი მხარდაჭერაა, რისთვისაც პირადად მე დიდ მადლობას ვუხდი ლადო ვარძელაშვილს და ზვიად სიჭინავას. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემპიონთა ლიგისა და სანაკრებო ტურნირის თბილისში ჩატარების საქმეში. ამიტომაც მიკვირს, ფუტსალის ასოციაცია ამხელა მხარდაჭერას როგორ ვერ იყენებს.

დაგვეთანხმებით, ეს მნიშვნელოვანი თემაა და, ბუნებრივია, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილს დავუკავშირდით. მან ამჯერად კომენტარი არ ისურვა, თუმცა უახლოესი დღეებისთვის შეგვპირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს