"ფიორენტინა" უმძიმეს კრიზისშია და ეს გასულმა ტურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა
"ფიორენტინა" უმძიმეს კრიზისშია და ეს გასულმა ტურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ფლორენციული გუნდი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის აუტსაიდერ "ლეჩეს" დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

განრისხებულმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს მოედნიდან, დაახლოებით 500-მა ულტრასმა კი მატჩის შემდეგ გასახდელში შევარდნაც კი განიზრახა და რომ არა კარაბინერთა თავდადება, ეს ყველაფერი შეიძლება დიდი უბედურებით დასრულებულიყო. ერთი სიტყვით, ფლორენციაში დიდი აურზაურია და ამ ყველაფერზე ჟურნალისტები გუნდის მთავარ მწვრთნელ დელიო როსის დაეკითხნენ:

"მთელი შეხვედრა შეტევებში გავლიეთ, მაგრამ გოლი ჩვენ კარში გავიდა. არადა, შეგვეძლო მიჯრით მეორე შეხვედრა მოგვეგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა. პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ და ვპირდები ტიფოზებს, რომ მდგომარეობას მალე გამოვასწორებთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ კრიზისი მალე დავძლიოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ".

ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ანჯელო პალომბო "სამპდორიას" დატოვებს და სწორედ "ფიორენტინაში" გადაბარგდება. მართალია, პალომბოს მიმართ ინტერესს "იუვენტუსის" მესვეურებიც იჩენენ, მაგრამ უფრო ფლორენციელები აქტიურობენ და გენუელებს მაცდურ წინადადებას უმზადებენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე გენუელ კოლეგას 4 მილიონ ევროს შესთავაზებს და "სამპდორიაში" ერთ ფეხბურთელს გაუშვებს, რომლის გვარიც ჯერჯერობით უცნობია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად