კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე საინტერესო "დენვერისა" და "იუტას" დაპირისპირება იყო
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე საინტერესო დასავლეთის ცხრილში მეზობლად მყოფი "დენვერისა" და "იუტას" დაპირისპირება იყო. ამ მატჩში ყველაზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა ბევრს, შესაძლოა, არ გაკვირვებია "ჯაზმენთა" წარმატება, რადგან ისინი აშკარა პროგრესს განიცდიან.

პირველი ტაიმი აბსოლუტურად თანაბარი იყო და დიდი შესვენებისთვის საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 48:48. მეორე ტაიმში გამოიკვეთა "იუტას" მცირედი უპირატესობა, თუმცა "დენვერი" შორს არ უშვებდა მეტოქეს. გარდამტეხი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედში 426-წამიანი მონაკვეთი, როცა თამაშის ბედი "იუტას" ფორვარდმა პოლ მილსეპმა გადაწყვიტა.

დენვერელმა დანილო გალინარიმ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა - 79:81. და აქედან მოყოლებული, მილსეპმა "იუტას" მომდევნო 14 ქულა ჩაიწერა აქტივში და პირადად მოაწყო 14:4 გაქცევა. ამით მან ორნიშნა გახადა თავისი გუნდის უპირატესობა. "დენვერმა" სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ჰარისის სამქულიანის შემდეგ გაირკვა. ორივე გუნდს რვა-რვა გამარჯვება აქვს, მაგრამ "იუტამ" ერთით ნაკლები მატჩი წააგო და ამის წყალობით მეოთხე ადგილზეა დასავლეთში.

"შარლოტთან" დამარცხების შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჯექსონმა თავისი გუნდის დაცვას "უნიათო" უწოდა. როგორც ჩანს, "მეომრებმა" სწორი დასკვნები გამოიტანეს დამრიგებლის სიტყვებიდან და გასვლაზე "დეტროიტს" გაუსწორდნენ. ეს "უორიორზის" პირველი გასვლითი მოგება იყო სეზონში. "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება იმითაც იყო გასაკვირი, რომ ოკლენდელებმა 1995 წლიდან მხოლოდ მეორედ მოუგეს სტუმრად "პისტონზს".

ბრძოლა დაძაბული იყო და ყველაფერი მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გაირკვა, როცა "პლუს ხუთზე" სტუმრებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს. ამ ათი ქულიდან ექვსი ნეიტ რობინსონის ანგარიშზეა. ამ მონაკვეთში "პისტონზმა" სამჯერ ააცილა და ორჯერ დაკარგა ბურთი და ამან საბედისწერო გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. მასპინძლები ბოლოს სამქულიანებზე გადავიდნენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

მოულოდნელად დაძაბული გამოვიდა მატჩი სან ანტონიოში, სადაც "ფინიქსი" ჩავიდა სათამაშოდ. მაგრამ 31 წუთის განმავლობაში ტიმ დანკანის ბრწყინვალე თამაში (24 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება, ერთი ჩაჭრა) საკმარისი აღმოჩნდა "სპურსის" ზედიზედ მეცხრე საშინაო გამარჯვებისთვის.

"სან ანტონიოს" ცენტრმა კარიერაში 454-ე მატჩი ჩაატარა, როცა მინიმუმ 20 ქულითა და 10 მოხსნით დატოვა მოედანი. გარდა ამისა, დიდ შესვენებამდე წუთნახევრით ადრე საშუალო მანძილიდან ზუსტი ტყორცნის შემდეგ ტიმის კარიერული მონაგარი 21 829 ქულა გახდა. ამ მაჩვენებლით მან NBA-ის სნაიპერთა სიაში გაუსწრო 26-ე ადგილზე მყოფ გერი პეიტონს. ერთი საფეხურით მაღლა მყოფ კლაიდ დრექსლერამდე დანკანს 366 ქულა აკლია.

შეხვედრამ ინტრიგა მეოთხე მეოთხედის შუამდე შეინარჩუნა. ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ნეშისა და გორტატის მონდომებით სტუმრებმა 19-ქულიანი ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს. "ფინიქსს" მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ მომდენვო 280 წამში სტუმრებმა ცხრიდან რვა შეტევა გააფუჭეს და დამარცხებულებმა დატოვეს მოედანი.

დეტროიტი-გ. სტეიტი 91:99

19:24, 29:20, 21:30, 22:25

დ: მონრო (25+8 მოხსნა), პრინსი (20+7 მოხსნა), გორდონი (15+6 პასი), სტაკი (14+6 პასი).

გ-ს: ლი (24+6 მოხსნა), ელისი (22+7 პასი), რაში (12), რაიტი (11+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), უდო (10+6 მოხსნა+4 დაფარება+3 ჩაჭრა), რობინსონი (10).

სან ანტონიო-ფინიქსი 102:91

30:26, 26:16, 22:26, 24:23

ს-ა: დანკანი (24+11 მოხსნა), პარკერი (17+9 პასი), ბლეირი (14+6 მოხსნა), ლეონარდი (12+8 მოხსნა).

ფ: გორტატი (24+15 მოხსნა), ნეში (20+10 პასი), მორისი (14), დადლი (12+8 მოხსნა), ბრაუნი (10).

დენვერი-იუტა 96:106

26:25, 22:23, 25:29, 23:29

დ: გალინარი (18), ნენე (18+6 მოხსნა), აფლალო (16+8 მოხსნა), ლოუსონი (13+8 პასი+5 მოხსნა), ჰარინგტონი (10+7 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ი: მილსეპი (26+12 მოხსნა), ჰეივორდი (19), ჯეფერსონი (18+12 მოხსნა), ჰარისი (10+7 პასი), ბერქსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა