რიგით მეასე ავსტრალიის ღია პირველობა ვიქტორია აზარენკამ და ბრიტანელმა ჰიზერ უოტსონმა გახსნეს

რიგით მეასე ავსტრალიის ღია პირველობა ვიქტორია აზარენკამ და ბრიტანელმა ჰიზერ უოტსონმა გახსნეს. თამაშში ანგარიში უოტსონმა გახსნა, მაგრამ იქედან მოყოლებული ზედიზედ 12 გეიმი წააგო და 1:6, 0:6 დამარცხდა. ბელარუს ჩოგბურთელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

სხვათა შორის აზარენკას თამაში მთლად უნაკლო არ ყოფილა, განსაკუთრებით მოწოდებაზე, უბრალოდ, უოტსონი საკუთარ გეიმებში კიდევ უფრო საშინლად მოქმედებდა და მეორე სეტში თავის მოწოდებაზე ჯამში მხოლოდ 8 (!) ქულა აიღო.

დღე ქალთა ბადეში გაცილებით საინტერესოდ გაგრძელდა, რადგან სამსაათიანი თრილერი აჩუქეს მაყურებელს პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ და ამერიკელმა ბეტანი მატეკმა.

ამერიკელმა აგრესიული ჩოგბურთი აჩვენა - სამი საათის განმავლობაში 81 (!) "ვინერსი" მოიპოვა, აქედან ოცი მიღებისას სუფთად მოგებულ ქულაზე მოდის. აგნიეშკას ანგარიშზე მხოლოდ 29 "ვინერსი" იყო, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ პოლონელი მხოლოდ თავდაცვით იყო დაკავებული. უნდა აღინიშნოს, რომ ბეტანი შესანიშნავად ასრულებდა მოკლე დარტყმებს და საერთოდ, შედეგიანად მოქმედებდა ბადესთან.

პირველი პარტია ამერიკელმა ტაი-ბრეიკზე მოიგო - რიგით მეშვიდე სეტბოლი გამოიყენა, თავად სეტი კი 75 წუთი გაგრძელდა. შემდეგი სეტის დასაწყისში მატეკმა სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, რადგან მარცხენა ფეხი მთელი მატჩის განმავლობაში აწუხებდა. მიუხედავად ამისა, ბეტანი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ კორტზე გადაადგილება ძალიან უჭირდა - 7:6(10), 4:6, 2:6.

იოლ გამარჯვებებს მიაღწიეს შარშანდელმა ფინალისტებმა - ნა ლიმ და კიმ კლაისტერსმა. თუმცა ბელგიელმა ოდნავ აანერვიულა თავისი გულშემატკივარი, როცა ძალიან გაწელა პირველი სეტი "დიდი სლემის" ტურნირების დებიუტანტის, პორტუგალიელი მარია ჟოაო კოლერის წინააღმდეგ. ბელგიელმა მხოლოდ მეათე გეიმში გააკეთა პირველი ბრეიკი, რომელმაც პარტიაში გამარჯვება მოუტანა. მეორე სეტში კი ყველაფერი უფრო მარტივად იყო - 7:5, 6:1.

ნა ლიმ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, თუმცა ყაზახ ქსენია პერვაკთან პირველ სეტში ერთი საკუთარი გეიმი მაინც წააგო, თავად კი ორი ბრეიკი გააკეთა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში პერვაკის თამაში საბოლოოდ მოიშალა. როგორც ჩანს, ამ ჩოგბურთელს არ მოუხდა მოქალაქეობის შეცვლა, რადგან წელს მას არც ერთი თამაში არ აქვს მოგებული.

დღის მთავარ სენსაციად კი, რა თქმა უნდა, ფლავია პენეტას წაგება გახდა ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილ ნინა ბრატჩიკოვასთან.

იტალიელმა ეს სეზონი კარგად დაიწყო - ოკლენდის ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ტრავმის გამო ბრძოლის შეწყვეტა მოუწია. გუშინდელ შეხვედრაში აპენინელს თავიდანვე შეექმნა პრობლემები, რისი მიზეზიც ახალგაზრდა რუსის აგრესიული თამაში გახდა. პენეტა მზად არ აღმოჩნდა, ორ ბრეიკი დაუთმო მეტოქეს, რამაც გადაწყვიტა პირველი სეტის ბედი.

მეორე პარტიაში იტალიელი, როგორც იქნა, გამოფხიზლდა და აჩვენა ის თამაში, რომელსაც მაყურებელი მისგან ელოდა. მან კარგად ისარგებლა ბრატჩიკოვას სუსტი მოქმედებით მოწოდებაზე და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო, ისიც საკუთარ მოწოდებაზე. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იტალიელის დროებითი წარმატება იყო. გადამწყვეტ პარტიაში მან ისევ დათმო ინიციატივა, ვერ გამოიყენა სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი და იოლად წააგო ეს სეტი.

გუშინ, პენეტას გარდა კიდევ ორი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას - ბელგიელი იანინა ვიკმაიერი და ჩეხი ლუსი საფაროვა.

ქალები

I წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:2, 6:1; ანა ტატიშვილი (საქ)-ეშლი ბარტი (ავსტრა) 6:2, 7:6(4); პოლინ პარმენტიე (საფ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:3, 5:7, 6:3; მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 31)-ალიზ კორნე (საფ) 5:7, 6:0, 6:3; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 24) 6:2, 6:4; მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ)-ირენა პავლოვიჩი (საფ) 7:5, 7:6(4); კაი-ჩენ ჩანგი (ტაივ)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:4, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 6:2, 6:0; კიმ კლაისტერსი (ბელ, 11)-მარია ჟოაო კოლერი (პორ) 7:5, 6:1; სტეფანი ფორტეცი (საფ)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:2, 6:4; ლესია ცურენკო (უკრ)-არანჩა რუსი (ჰოლ) 7:6(4), 6:1; დანიელ ჰანტუხოვა (სლოვაკ, 20)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 4:6, 6:3, 6:2; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 26)-ევა ბირნეროვა (ჩეხ) 6:3, 6:3; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-პატრისია მეირ-ახლაიტნერი (ავსტრა) 6:2, 6:4; ოლივია როგოვსკა (ავსტრა)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:3, 6:1; ნა ლი (ჩინ, 5)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 6:3, 6:1; ვიქტორა აზარენკა (ბლრ, 3)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:1, 6:0; კეისი დელაკუა (ავსტრა)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:3, 6:2; მონა ბარტელი (გერ)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 6:0 უარი; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ, 32)-აიუმი მორიტა (იაპ) 3:6, 6:1, 7:5; ნინა ბრატჩიკოვა (რუს)-ფლავია პენეტა (იტა, 19) 6:3, 1:6, 6:2; ალბერტა ბრიანტი (იტა)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:2, 7:5; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:3, 2:6, 6:4; შუაი პენგი (ჩინ, 16)-არავან რეზაი (საფ) 6:3, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 10)-ლაურა პოუს-ტიო (ესპ) 6:1, 6:3; რომინა ოპრანდი (იტა)-ანასტასია იაკომოვა (ბლრ) 6:4, 6:1; ელენი დანილიდუ (საბ)-კიმიკო დატე (იაპ) 6:3, 6:2; ჯულია გორგესი (გერ, 22)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 7:6(3); გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 28) 7:5, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-სანია მირზა (ინდ) 6:4, 6:2; პაულა ორმაეჩეა (არგ)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:1, 3:6, 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 8)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:7(10), 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა