გიორგი ჭანტურიამ ჯანო ანანიძეს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის სტატუსი ჩამოართვა
ჰოლანდიის ერედივიზიონის "ვიტესში" დებიუტისა და პირველი გოლის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა - გერმანული ინტერნეტპორტალი "ტრანსფერმარკტი" 18 წლის ქართველი ფეხბურთელის ღირებულებად შარშან 175 ათას ევროს ასახელებდა, ახლა კი მის გრაფაში 600 ათასი ევრო წერია.

უფრო დაფასდა გიორგი ჭანტურიაც და 2 მილიონი ევროს ნაცვლად 2,5 მილიონს უწია. ამგვარად, "ვიტესის" ქართველმა ფორვარდმა მოსკოვის "სპარტაკის" შემტევ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის სტატუსი ჩამოართვა.

აღსანიშნავია გიორგი მაკარიძის "გაძვირებაც" - "ლე მანის" მეკარის ტრანსფერის მიახლოებით ღირებულებად 800 ათასი ევრო მიუთითეს.

სამწუხაროდ, ორწლიანი უთამაშებლობის შემდეგ 2 მილიონიდან 500 ათასამდე დაეცა ლევან ყენიას ფასი. თუმცა, იმედია, ლევანი დაკარგულს მოედანზეც აინაზღაურებს და ტრანსფერების შემფასებელთა გულებსაც მოიგებს.

1. გიორგი ჭანტურია 2 500 000

2. ჯანო ანანიძე 2 000 000

3. გიორგი მაკარიძე 800 000

4. ვალერი ყაზაიშვილი 600 000

5. ლევან ყენია 500 000

6-7.

ლევან მჭედლიძე 450 000

ნიკა კვეკვესკირი 450 000

8. თორნიკე ოქრიაშვილი 400 000

9-11.

სოლომონ კვერკველია 350 000

ლევან კაკუბავა 350 000

ჯაბა ჯიღაური 350 000

ახლა ეროვნულ ჩემპიონატზეც ვთქვათ: სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ფეხბურთელებს მთლიანად 11 მილიონ ევროდ აფასებდნენ, ახლა კი ქართულ კლუბებში პირველად თბილისის "დინამოს" მოთამაშეთა ღირებულებამ 10 მილიონს გადააჭარბა, მისი ფეხბურთელების საშუალო ფასი 412 ათასამდე გაიზარდა.

მ.რ. ს.ა. ს.ღ. მ.ს.ფ.

დინამო 27 24.7 11 125 000 412 037

ზესტაფონი 30 25.0 7 725 000 257 500

მეტალურგი 20 26.4 3 750 000 187 500

ტორპედო 26 24.0 3 125000 120 192

ვიტ ჯორჯია 22 21.7 1 900 000 86 364

სპარტაკი 25 23.0 1 800 000 72 000

გაგრა 22 18.3 1 700 000 77 273

დილა 33 23.7 1 650 000 50 000

ბაია 19 22.3 1 275 000 67 105

მერანი 20 24.4 1 150 000 57 500

კოლხეთი 22 24.8 1 100 000 50 000

სიონი 20 24.3 675 000 33 750

მ.რ. - მოთამაშეთა რაოდენობა; ს.ა. - საშუალო ასაკი; ს. ღ. - საერთო ღირებულება; მ.ს.ფ. - მოთამაშეთა საშუალო ფასი

ცხადია, "დინამოს" "დაფასება" გუნდში გიორგი მერებაშვილისა და გოგიტა გოგუას ჩარიცხვის დამსახურებაა - პირველის ფასი 1,5 მილიონია, მეორისა კი - 2 მილიონი. ესპანელი ანდრეუ გერაუს ფასი მხოლოდ 400 ათასია.

1. გოგიტა გოგუა 2 000 000

2. გიორგი მერებაშვილი 1 500 000

3-4.

გიორგი ლორია,

ჩისკო 800 000

5. მიკელ ალვარო 750 000

6. როინ კვასხვაძე 700 000

7. ნიკა გელაშვილი 600 000

8. შოთა გრიგალაშვილი 550 000

9. ჯაბა დვალი 500 000

10-11.

გიორგი რეხვიაშვილი 450 000

ნიკამ კვეკვესკირი 450 000

საინტერესო უნდა იყოს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მონაწილე ნაკრებების მოთამაშეთა ჯამური მაჩვენებლის გაცნობაც.

ხორვატია 144 500 000

საბერძნეთი 63 150 000

ისრაელი 49 700 000

საქართველო 24 975 000

ლატვია 13 300 000

მალტა 3 775 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს