საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრებას ქართველი მორაგბის გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" ლიდერობს. საპლეიოფო ხუთეულში კი ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პოა".

მე-16 ტურში "ალპელებმა" შინ დაამარცხეს ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი" 27:13.

დათუნაშვილი და ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და 54-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი და მენაბდიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

საკუთარ მოედანზე მოიგო "პომაც". ჩვენებურთა ამ გუნდს "ექსის" ძლევა გაუჭირდა, თუმცა მატჩის მიწურულს მისი წინააღმდეგობის გატეხვა მაინც შესძლო - 31:22. პეტრიაშვილს და ლოსაბერიძეს არ უთამაშიათ.

აუტსაიდერმა, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" სტუმრად წააგო "ოშთან" - 22:25. მარგველაშვილი 36-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილი მოედანზე 79-ე წუთიდან გამოჩნდა, ზიბზიბაძე განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ წააგო დაძაბულ ბრძოლაში "მონ დე მარსანთან" - 15:16. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავას არ უთამაშია.

II დივიზიონი

XVI ტური

ბეზიე-დაქსი 6:15, ალბი-ნარბონი 35:22, ოში-პერიგო 25:22. ლა როშელი-ოიონაქსი 26:16, პო-ექსი 31:22. გრენობლი-ორიაკი 27:13, ბურგუენი-კარკასონი 33:30, ტარბი-მონ დე მარსანი 15:16.

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 56 ქულა, 2. დაქსი - 50, 3. პო - 47, 4. მონ დე მარსანი - 47, 5. ლა როშელი - 46, 6. ალბი - 42, 7. კარკასონი - 42, 8. ბურგუენი - 39, 9. ექსი - 39, 10. ტარბი - 39, 11. ოიონაქსი - 37, 12. ოში - 35, 13. ორიაკი - 26, 14. ნარბონი - 20, 15. ბეზიე - 18, 16. პერიგო - 15.

XVII ტური

მონ დე მარსანი-ექსი, პერიგო-ლა როშელი, დაქსი-ოში, ალბი-ბეზიე, ორიაკი-ნარბონი, ოიონაქსი-ტარბი, კარკასონი-გრენობლი.

მე-10 ტურის მატჩებით განახლდა შეჯიბრება საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში. აქ ქართველ მორაგბეთა გუნდები ყველაზე უკეთ A ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც სატურნირო ცხრილში პირველი ოთხი ადგილი უკავიათ.

41 ქულით პირველ ადგილზე დავით ბოლღაშვილის "ლილია", რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "სტრასბური" -18:15. ლილელებს შვიდი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი, რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონი" 45:15.

სუთიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, მე-40 წუთზე ლელო გაიტანა, კობაური 48-ე წუთზე შეცვალეს, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თავიდან ბოლომდე ითამაშეს გიგაურმა და ხოჭოლავამ, გიორგაძე 56-ე წუთზე შეცვალეს, აშვეთია განაცხადში არ იყო.

მესამეადგილოსანმა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონმა" შინ მოუგო მეექვსეადგილოსან "ნევერს" - 17:15 და "მასის" ექვსი ქულით ჩამორჩება.

გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონმა", რომელიც "მონლუსონს" ერთი ქულით ჩამორჩება, შინ დაამარცხა შოთა მელიქიძის "მაკონი" 23:12.

A ჯგუფი

მასი-ბულონი 45:15, ლილი-სტრასბური 18:15, დიჟონი-მაკონი 23:12, მონლუსონი-ნევერი 17:15, ბულონი-ორლეანი 31:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლილი - 41 ქულა, 2. მასი - 34, 3. მონლუსონი - 28, 4. დიჟონი - 27, 5. ბობინი - 25, 6. ნევერი - 24, 7. მაკონი - 23, 8. სტრასბური - 16, 9. ორლეანი - 13, 10. ბულონი - 0.

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინს" აქვს, რომელიც 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის.

ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად დამარცხდა მეორეადგილოსან "მონტობანთან" - 13:20. ლაბაძე მე-40-ე წუთზე შეცვალეს, ბელქანიამ მოედანზე 20 წუთით მეტი დაჰყო, მაისურაძე განაცხადში არ იყო.

გიორგი კუთარაშვილი "შატორენარმა", რომელიც "ლა სეინს" ერთი ქულით ჩამორჩება, შინ გაანადგურა "პოკენი" 70:0. შატორენარელებს კვალში უდგას ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი", რომელმაც შინ "ნიმს" მოუგო - 33:17.

დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ", რომელიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, შინ წააგო "კასტანესთან" - 22:23.

B ჯგუფი

ნიცა-კასტანე 22:23, მონტობანი-ლა სეინი 20:13, ბურგ ან ბრესი-რომანი 29:21, სენტ ეტიენი-ნიმი 33:17, შატორენარი-პოკენი 70:0

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი - 38 ქულა, 2. მონტობანი - 34. 3. კასტანე - 30, 4. ლა სეინი - 27, 5. შატორენარი - 26, 6. სენტ ეტიენი - 23, 7. რომანი - 19, 8. ნიცა - 17. 9. ნიმი - 11, 10. პოკენი - 3.

კვლავ აუტსაიდერთა შორისაა მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენი", ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც 18 ქულით მე-8 ადგილზეა, შინ მოუგო ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ლავორს" - 20:14.

C ჯგუფი

მორლაა-კოლომიე 6:9, ვანი-აგეტმო 18:11, სენ მედარი-ლანჟონი 12:15, სენ ჟუნიენი-ლავორი 20:14, სენ ჟან დე ლუზი-სენ ნაზერი 26:22.

სატურნირო მდგომარეობა

1. კოლომიე - 42 ქულა, 2. ვანი - 26, 3. ლანჟონი - 25, 4. ლავორი - 23, 5. სენ ჟან დე ლუზი - 22, 6. აგეტმო - 20, 7. სენ მედარი - 19, 8. სენ ჟუნიენი - 18, 9. სენ ნაზერი - 18, 10. მორლაა - 16.

გაცილებით უკეთესად ასპარეზობს D ჯგუფში დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი", რომელიც 29 ქულით მესამე ადგილზეა და ერთი თამაში თადარიგში აქვს. ვალანსელებმა მე-10 ტურში სტუმრად მოუგეს მეშვიდე ადგილოსან "ოლორონს" 34:8.

ამ ჯგუფს "ტიროსი" ლიდერობს", რომელიც "ვალანს დაჟენს" რვა ქულით უსწრებს.

D ჯგუფი

ოლორონი-ვალანს დაჟენი 18:34. ბლანიაკი-ლურდი 35:28, ლანამეზანი-ლიმოჟი 16:22, ტიროსი-მოლეონი 41:12, მარმანდი-რიბერაკი 23:21

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 37 ქულა, 2. ლიმოჟი - 32, 3. ვალანს დაჟენი - 29, 4. ლურდი - 26, 5. ბლანიაკი - 26, 6. ლანამეზანი - 23, 7. ოლორონი - 22, 8. მარმანდი - 14, 9. მოლეონი - 9, 10. რიბერაკი - 8.

ფოტო:მარჯვნიდან მეორე გიორგი ჩხაიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

karlsoni
გამიხარდა სუთიაშვილის ლელო. გიგაურზე მაგრად მწყდება გული ასეთ სუსტ გუნდში რომაა, არადა ბევრად მეტს იმსახურებს:(
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი