საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" თავის საწვრთნელ "გაგრასთან" ამხანაგურად ითამაშა და მეტოქე 5:2 გაანადგურა
ზესტაფონი-გაგრა 5:2

გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (6), 1:1 ნ. ჯიშკარიანი (28), 2:1 წინამძღვრიშვილი (39), 3:1 მუჯირი (49), 4:1 დვალი (52), 4:2 ხოჯაშვილი (59), 5:2 დვალი (69)

ზესტაფონი: კვასხვაძე (46. მამალაძე) - თ. ღონღაძე (46. თორნიკე გრიგალაშვილი), თედო გრიგალაშვილი (46. მ. კობახიძე), გ. ონიანი (46. საჯაია), ბენაშვილი (34. ელიავა) - გ. ბერაია (46. გორგიაშვილი), შარიქაძე (46. ბაბუნაშვილი), რაჟამაშვილი (46. სამუშია), ჭანკოტაძე (46. აფციაური) - ფიფია (32. მუჯირი, 60. მენთეშაშვილი), წინამძღვრიშვილი (46. დვალი).

გაგრა: ბეგაშვილი (46. მაღრაძე) - ხუციძე (82. ზვიადაძე), ტყეშელაშვილი (81. კალანდაძე), კალანდაძე (70. ნარმანია), ჯგერენაია - ყურულაშვილი (46. ნადირაძე), ჯალიაშვილი (50. ხოჯაშვილი), სარდალიშვილი (41. კიკნაველიძე), ნ. ჯიშკარიანი (50. თ. ჯიშკარიანი) - ჯერემია, ჭკუასელი (46. კვანტალიანი).

გუშინ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო სპარინგი გაიმართა - "ზესტაფონმა" და "გაგრამ" წლის პირველი მატჩი ჩაატარეს, რომლის შედეგიც მოულოდნელი არ უნდა იყოს. "გაგრაში" განსაკუთრებული სიახლეები ჯერ არ არის და სანამ "ზესტაფონის" ამბებზე გეტყოდეთ, ორიოდე სიტყვით მატჩს შევეხოთ.

როგორც ოქმიდან ხედავთ, სტუმრებმა მასპინძლებს უფრო დიდი წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც მინიმალური სხვაობით წააგეს. შესვენების შემდეგ კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა და ბაზაზე მისულმა არცთუ მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა კარგი სანახაობა იხილა - "ზესტაფონმა" "გაგრას" შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით სძლია.

აღსანიშნავია, რომ ახალი კლუბის შემადგენლობაში დებიუტი გოლებით აღნიშნეს გორის "დილადან" გადაყვანილმა ნახევარმცველმა დავით რაჟამაშვილმა და იაპონური "სანფრეჩე ჰიროშიმას" ყოფილმა შუახაზელმა დავით მუჯირმა. ჯაბა დვალმა კი, რომელმაც დუბლის შესასრულებლად ერთი ტაიმი იკმარა, გუშინაც დაამტკიცა, რომ "ზესტაფონის" თავდასხმის ლიდერია.

ჭიაბრიშვილმა 23 ფეხბურთელი ათამაშა და ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკოსა და ზუგდიდის "ბაიადან" გადაყვანილი ლუკა გუგუჩიას გარდა, მოედანზე გასვლის საშუალება ყველა ახალწვეულს მიეცა. ოვონიკოკოს, როგორც იცით, სარეაბილიტაციო პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, რაჟამაშვილთან, მუჯირთან და გუგუჩიასთან ერთად კი დანარჩენ ახალწვეულებსაც შეგახსენებთ - ექსგაგრელი ლევან შარიქაძე, "ბაიას" ყოფილი წევრი გურამ სამუშია და "დინამოდან" დამატებული გოგა ბერაია.

აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ "ზესტაფონის" რიგებში ითამაშა ზურაბ მენთეშაშვილმა. მართალია, იგი უკვე ერთი წელია, რაც ფეროელთა წევრია, მაგრამ ტრავმების გამო საქართველოს ჩემპიონთა მაისურით ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია და აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველიც თავისუფლად შეგვიძლია, ახალწვეულთა კატეგორიაში გავიყვანოთ. მენთეშაშვილს "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს.

ბუნებრივია, გუშინ "ზესტაფონის" ძირითადი და სათადარიგო თერთმეტეულები აბსოლუტურად პირობითად იყო განაწილებული. შეცვლაზე არაერთი ისეთი ფეხბურთელი შევიდა, რომელიც აქამდეც ძირითადში თამაშობდა და დიდი ალბათობით, მომავალშიც ასე იქნება.

ოვონიკოკოსა და გუგუჩიას მსგავსად, "ზესტაფონის" რიგებში გუშინ არ უთამაშიათ ასევე გიორგი ხიდეშელს, შოთა გრიგალაშვილსა და კახა ალადაშვილს. ხიდეშელმა მძიმე ტრავმა ახლახან მოიშუშა და გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მისი დატვირთვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, გრიგალაშვილს სიცხე ჰქონდა და ვარჯიშს ახლაღა შეუდგა, ალადაშვილი კი, უბრალოდ, დაასვენეს.

"ზესტაფონის" შემადგენლობაში ითამაშა თედო გრიგალაშვილმა. იგი 18 წლისაა, პოზიციით ცენტრალური მცველია და იმერელთა შემადგენლობაში სინჯებზე იმყოფება. მისი საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

სამაგიეროდ, ჯერაც გაურკვეველია ნიკოლოზ გელაშვილის ამბავი. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ იგი "ზესტაფონში" აღარ ითამაშებს, არაერთი მოარული სატრანსფერო ხმის მიუხედავად კი კონტრაქტი ჯერ არავისთან გაუფორმებია. იმედია, ამ გაურკვევლობას წერტილი მალე დაესმება.

"გაგრას" შემადგენლობაში კი პირველად ითამაშეს მიხეილ სარდალიშვილმა და ნოდარ კიკნაველიძემ, რომლებიც "ზესტაფონის" ფეხბურთელები არიან და სათამაშო პრაქტიკის მიზნით სეზონის ბოლომდე ზვიად ჯელაძის გუნდში არიან განათხოვრებულნი.

"ზესტაფონი" ესპანურ შეკრებაზე გამგზავრებამდე კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს - 24 იანვარს მარტვილის "მერანს" შეხვდება, ამ სპარინგამდე ორი-სამი დღით ადრე კი "ზესტაფონი" ახალწვეულთა პრეზენტაციას მოაწყობს.

ესპანეთში ჭიაბრიშვილის გუნდი 27 იანვარს, გამთენიისას, თბილისი-სტამბოლი-მალაგას რეისით გაფრინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"