ხვალ ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის დაუპირისპირდება
შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ მეორედ ანა ტატიშვილმა (83) "დიდი სლემის" ტურნირის ერთი წრე გაიარა. გუშინ მელბურნში ჩვენმა თანამემამულემ პირველ წრეში "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი ეშლი ბარტი (670) დაამარცხა ორ სეტში და ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 წრეში გავიდა.

თამაში ნომერ 2 კორტზე შედგა, თავიდან უფრო გამოცდილი ქართველის (ანა 21 წლისაა) უპირატესობა აშკარა იყო, მეორე სეტში კი ნორჩმა ავსტრალიელმა (ეშლი 15 წლისაა) გაიბრძოლა - 6:2, 7:6 (4). პირველ სეტს ნახევარი საათიც არ დასჭირვებია, მეორეს კი - თითქმის საათი.

გაგიკვირდებათ და, ავსტრალიელს 7 ეისი დაუგროვდა, მაშინ, როცა ქართველს ერთიც არ ჩაუგდია. ბარტის ღონიერ მოწოდებებს, ტატიშვილმა ჭკვიანური თამაში დაუპირისპირა და 4-დან 4-ივე ბრეიქ-პოინტი გამოიყენა (5-დან 2 ავსტრალიელმა).

ანას მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკია, რომელიც, ბუნებრივია, ავსტრალიაშიც პირველ ნომრად არის განთესილი. მან ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვას (103) მოუგო - 6:2. 6:1.

ანამ ამ ერთი მოგებით 100 სარეიტინგო ქულა და, შესაბამისად, რეიტინგში შემდგომი წინსვლა დაიბევა და 33 ათასი დოლარი გაინაღდა.

გუშინ გამოქვეყნდა WTA-ის და ATP-ის ახალი რეიტინგ-ლისტები - ანა ტატიშვილი მიუახლოვდა კარიერის საუკეთესო ნიშნულს - 744 ქულით მსოფლიოს 83-ე ჩოგანია (ივლისში 82-ე იყო) და გუშინდელი წარმატების შემდეგ მეტი წინსვლა გარანტირებული აქვს.

სხვები: 179 (+1) მაკა ჩახნაშვილი - 359 ქულა; 268 (-1) სოფიო შაფათავა - 208; 326 (-1) ოქსანა კალაშნიკოვა - 150; 388 (+1) ეკა გორგოძე - 109; 430 (+1) სოფიო ქვაცაბაია - 89; 468 (-) თათია მიქაძე - 78; 817 (-) ნათია გეგია - 20; 1005 (+1) ანი გოგვაძე - 10; 1206 (+3) მაგდა ოქრუაშვილი - 3. ვაჟები: 1 246 (-) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 340 (-1) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 459 (-1) ალექსანდრე მეტრეველი - 2.

წვრილ-წვრილ ტურნირებზეც ვთქვათ: 21 წლის თემურ ძაგნიძე, რომელიც მოჭადრაკე ნანა ძაგნიძის ძმაა, ბელეკის (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში გამოდიოდა. მან პირველივე წრეში ბოსნიელ ისმარ გორჩიჩთან წააგო - 3:6, 1:6. იქვე, ქალთა შორის კვლავ განთესილი იქნება სოფიო ქვაცაბაია, რომელმაც წინა კვირის ტურნირი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა