ფინური ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გიორგი ხიდეშელმა ორი ქვეყნის საფეხბურთო დონე შეადარა
გიორგი ხიდეშელზე მოგახსენებთ, არა "ზესტაფონის" მცველზე, არამედ ცხინვალის "სპარტაკის", "ოლიმპისა" და "კოლხეთის" ყოფილ შემტევ ნახევარმცველზე.

იგი ერთი წლის წინ ფინეთში წავიდა, უმაღლესი ლიგის "იაროში" ჩაირიცხა, მერე კპვ-ში იჯარით გაუშვეს, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და სეზონისთვის მზადება ბოლნისის "სიონში" დაიწყო.

ხიდეშელის თქმით, "სიონთან" ურთიერთობა უკვე გაარკვია და კონტრაქტი ნახევარი წლით, ივნისამდე გააფორმა.

რატომ წამოვიდა 26 წლის შემტევი ფინეთიდან?

"თავიდან ვეიკაუსლიგის "იაროში" ვიყავი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ შევეწყვე. ფინელები ათლეტურ ფეხბურთს თამაშობენ, მათ სტილზე გადართვა კი გამიჭირდა, მერე მძიმე ტრავმა მივიღე და პირველი ლიგის კპვ-ში გამანათხოვრეს.

"იაროსთან" კონტრაქტი 2013 წელს მიმთავრდებოდა, მაგრამ საბოლოოდ კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით. მე თანხა არ მომითხოვია, გუნდს კი დარჩენა არ დაუძალებია.

ბოლნისელებთან უკვე შევთანხმდი. რადგან სხვა ვარიანტი არ მქონდა, "სიონში" თამაში ვამჯობინე. მოვემზადები და შევეცდები, ზაფხულში საუკეთესო ფორმაში ვიყო. მერე კი ვნახოთ", - ამბობს გიორგი.

მისი თქმით, ფინეთის ფეხებურთი ჩვენსას ბევრით არ უსწრებს:

"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტს ვიღებდი, სათამაშო დონეც არ არის განსაკუთრებული. ეგაა, რომ ინფრასტრუქტურით ახლოს ვერ მივალთ, ფიზიკური მოზადებითა და სათამაშო დისციპლინით კი ფინელები ჩვენს ფეხბურთელებს უდავოდ აღემატებიან. ეს არის მათი მთავარი ღირსება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
night, აბა რა! ერთადერთი ნიჭიერი და წარმატებული იარი ლიტმანენი ყავდათ, ეგ იყო და ეგ! ეგეც ეტყობა ქართველის გაკეთებული იყო "ლევად"...DDD
night
აზრი როგორი ინფასტრუქტურაც არ უნდა ჰქონდეთ ძალიან უნიწოები არიან ევროპაზე გინდ ესენი გამოსულან და გინდ სან მარინოს გუნდები..ინფრასტრუქტურით ახლოს ვერ მივალთ, ფიზიკური მოზადებითა და სათამაშო დისციპლინით კი ფინელები ჩვენს ფეხბურთელებს უდავოდ აღემატებიან. ეს არის მათი მთავარი ღირსება". და რა ჯანდაბად უნდათ უნიწოები ხოკეი ითამაშონ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა