ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი მეორე ეტაპისთვის მზადების პერიოდში პირველ საკონტროლო მატჩს "გაგრასთან" გამართავს
ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადება ცხინვალის "სპარტაკმა" 4 იანვარს თბილისის ახალ სტადიონზე, "ბენდელაზე" დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ზამთრის პაუზას სერიოზული ცვლილებებით შეხვდა: სხვადასხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას კობა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი, რევაზ ჯიქია, ბოიომო ფრიდოლინი, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი ციმაკურიძე, გაგა თბილიშვილი, გიორგი სეფიაშვილი, გიორგი ალავიძე, ნიკა დაუშვილი, ზვიად ქანთარია.

თუმცა, ცხინვალელთა გუნდში მატებაც არის: თბილისის "დინამოდან" გადმოყვანილ ოთხ ახალგაზრდა ფეხბურთელს (გიორგი ნადირაძე, მიხეილ ჯიშკარიანი, ლაშა ჩაფიძე, კონსტანტინე გაბაშვილი), სავარაუდოდ, სხვა ახალწვეულებიც დაემატებიან. ყოველ შემთხვევაში "სპარტაკის" ბოლო ვარჯიშებზე ხუთი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი 29 წლის სერგი ორბელაძეა.

გამოცდილ ფეხბურთელს დაცვაში ერთნაირი წარმატებით შეუძლია ცენტრშიც და ორივე ფლანგზე თამაში, სხვადასხვა დროს ასპარეზობდა თბილისის "ლოკომოტივში", "დინამოში", ბოლნისის "სიონსა" და აზერბაიჯანულ "სტანდარდში". მიმდინარე სეზონი კი რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო, თუმცა ჩემპიონატის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ "სპარტაკს" უბრუნდება 23 წლის ლევან ჭაფოძე, - წინა ჩემპიონატში ცხინვალელთა გუნდის შემადგენლობაში ყველა მატჩი რომ ჰქონდა ჩატარებული, თუმცა, ამ სეზონში "მერანში" ასპარეზობისას მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, "სპარტაკთან" ერთად ივარჯიშეს გიორგი ლოლაძემ და გიორგი გველესიანმა (ორივე - მცველი) და გურამ მიქაძემ (თავდამსხმელი). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ბელგიის ქვედა ლიგაში ასპარეზობდა.

ამ ხუთეულის "სპარტაკში" დარჩენა-არდარჩენის ამბავი, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი "სპარტაკი" მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს და დღეს პირველ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს "გაგრასთან" (მატჩი "ბენდელას" სტადიონზე 12 საათზე დაიწყება). ორი-სამი დღის შემდეგ კი გუნდი მოსამზადებელ შეკრებაზე ურეკში გაემგზავრება, რასაც "ბენდელას თასის" გათამაშებაში მონაწილეობაც მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სწორედ "სპარტაკია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო