ბუნდესლიგის აუტსაიდერმა "ფრაიბურგმა" ორი საინტერესო ტრანსფერი სრულყო
ბუნდესლიგის აუტსაიდერმა "ფრაიბურგმა" ორი საინტერესო ტრანსფერი სრულყო. გუნდმა, რომელსაც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხე ემუქრება და პირველი წრის შემდეგ ფაქტობრივად უპერსპექტივოა, დაცვა და თავდასხმა გააძლიერა.

ბრაისგაუელებმა სანკტ პეტერბურგის "ზენიტიდან" დანიელი მცველი მიქაელ ლუმბი სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს და მისი უპირატესი შესყიდვის უფლებაც მიიღეს. რაც შეეხება წინა ხაზს: "ფრაიმ" "კიოლნის" ფორვარდი სებასტიან ფრაისი გადაიბირა.

24 წლის ლუმბი "ფრაიბურგს" ესპანეთში შეუერთდა და "ხერესთან" ამხანაგურ მატჩში (3:1) გოლის გატანაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ბრაისგაუელთა ახალმა მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა ლუმბი "ვინტერტურთან" ტესტ-მატჩშიც ათამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი განაღდებული აქვს. ფრაისი კი, რომელსაც "კიოლნში" ბოლო დროს მუდმივად სათადარიგოთა სკამს ახეხინებდნენ, სრულფასოვანი ფრაიბურგელი გახდა. ტრანსფერის ღირებულება გასაიდუმლოებულია.

ფრაისის ტრანსფერის შემდეგ უფრო რეალური გახდა, რომ "ფრაიბურგი" მთავარმა გოლეადორმა პაპის დემბა სისემ (9 გოლი პირველ წრეში) დატოვოს. ახალი ინფორმაციით, ამ უკანასკნელს "სანდერლენდში" ეპატიჟებიან და ინგლისური კლუბი მზადაა, "ფრაიბურგს" 12 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაზეც ბრაისგაუელები უარს ვერ იტყვიან. სისეს არაერთხელ უთქვამს, რომ ინგლისში თამაშზე ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად