ბრაზილიელი პილოტი ბრუნო სენა 2012 წელს "უილიამსის" ღირსებას დაიცავს - ეს ინფორმაცია გუშინ ბრიტანულმა საჯინიბომ ოფიციალურად დაადასტურა

ბრაზილიელი პილოტი ბრუნო სენა 2012 წელს "უილიამსის" ღირსებას დაიცავს - ეს ინფორმაცია გუშინ ოფიციალურად დაადასტურა ბრიტანულმა საჯინიბომ.

სენა ახალი მანქანის საჭესთან პირველად 9 თებერვალს, ხერესში გასამართი ტესტებისას დაჯდება. როგორც იცით, წლევანდელ ჩემპიონატში ბრუნოს მეწყვილე ვენესუელელი პილოტი პასტორ მალდონადო იქნება.

"უილიამსმა" თავის საპრიზო პილოტად ამირჩია და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ამ გუნდს უდიდესი მემკვიდრეობა გააჩნია და იმედი მაქვს, რომ ჩემს სახელს ჩავწერ მის ისტორიაში. შემოწმების პროცესი მეტად ინტენსიური გამოვიდა. იმ დროის განმავლობაში, რაც ამ გუნდის ბაზაზე გავატარე, დავრწმუნდი, რომ აქ შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ. და გუნდს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ წელს უფრო მაღალ შედეგებს მიაღწიოს.

ძალიან საინტერესო იქნება იმ გუნდთან თანამშრომლობა, რომელშიც ჩემი ბიძა გამოდიოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აქ მრავალად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აირტონთან ერთად მუშაობდნენ. იმედი მაქვს, ძველი დროის გახსენების საბაბი გვექნება, თუმცა საკუთარი სიტყვის თქმასაც ვაპირებთ", - განაცხადა ბრუნო სენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა