ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს გამორჩეული შეხვედრა გაიმართა დეტროიტში, სადაც ადგილობრივი "რედ უინზი" "ბაფალოს" მასპინძლობდა. სამი შვედი ლეგიონერის წყალობით, "დეტროიტმა" პრაქტიკულად პირველ პერიოდში გაიფორმა გამარჯვება.

პირველ 20-წუთეულში ზედიზედ აიღეს რაიან მილერის კარი ზეტერბერგმა, ფრანცენმა და ლიდსტრიომმა. ამას მეორე პერიოდში კიდევ ორი გოლი მოჰყვა და "სეიბრზმა" მეკარე მილერი ენტორით შეცვალა. სტუმრებს შაიბა აღარ გაუშვიათ, მაგრამ ვერც თავად გაიტანეს, რაშიც დეტროიტელთა კარის დარაჯის, ჰოვარდის დიდი წვლილია - მან 27 დარტყმა მოიგერია და შათაუტი გააკეთა.

გამორჩეული კი ეს მატჩი ორი რამით იყო. ჯერ ერთი, "დეტროიტმა" ზედიზედ მე-15 საშინაო გამარჯვება მოიპოვა და ამით საკლუბო რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, სამი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში პაველ დაციუკმა და NHL-ში 700 ქულამდე აიყვანა თავისი მონაგარი.

"დეტროიტისთვის" გუშინ ერთადერთი ცუდი ამბავი ის იყო, რომ მოიგო "სენტ ლუისმა", რამაც "რედ უინგზს" პირველი ადგილი წაართვა დივიზიონში. "ბლუზმენებმა" რთულ მატჩში დაამარცხეს "დალასი" - ერთადერთი შაიბა მატჩის ბოლოს ოშიმ გაიტანა, რომელმაც ლამაზად მოატყუა პერონი. "სენტ ლუისი" ამ მოგებით დივიზიონისა და კონფერენციის ლიდერი გახდა, ლიგაში კი მეორე გუნდი გახლავთ.

"ბოსტონთან" ბულიტებით წაგების მიუხედავად, დივიზიონში ლიდერობა დაიბრუნა "ფლორიდამ". "დათვები" ორჯერ გავიდნენ წინ პატრის ბერჟერონის მონდომებით, მაგრამ "პანტერებმა" მაინც მიიყვანეს საქმე ბულიტების სერიამდე, სადაც "ბოსტონმა" კრეისის ზუსტი დარტყმით მოიგეს. სტენლის თასის მფლობელმა ერთ ქულამდე შეამცირა "რეინჯერსთან" ჩამორჩენა და ყველა ელოდება ამ გუნდების შეხვედრას, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ვიპინეგმა", რომელმაც სტუმრად "ოტავას" 2:0 მოუგო. "სენატორებმა" ამ სეზონში პირველად დატოვეს მოედანი გატანილი გოლის გარეშე, "ჯეტსმა" კი შეეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია და ოდნავ მიუახლოვდა პლეი ოფის ზონას - მერვე ადგილზე მყოფ "პიტსბურგს" ერთი ქულით ჩამორჩება. "ოტავა" კი კომფორტულად გრძნობს თავს მეხუთე პოზიციაზე.

"ბაფალოს" მსგავსად, გუშინ თავი შეირცხვინეს "კოლორადოს" ჰოკეისტებმა, რომლებიც "ფინიქსთან" 1:6 განადგურდნენ. კარიერაში საიუბილეი - მე-40 დუბლი შეასრულა შეინ დოუნმა. ასევე ორი გოლი გაიტანა გორდონმა. სწორედ ამ ორი ჰოკეისტის ზედიზედ ოთხი გოლის წყალობით ანგარიში გახდა 5:1 "ფინიქსის" სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, ფორვარდ ჟილბერ ბრიულის ორი ქულა. ეს ჰოკეისტი "ედმონტონმა" ტრანსფერზე დააყენა და ის ცოტა ხნის წინ აიყვანეს "კოიოტებმა". მატჩის გმირი კი მეკარე მაიკ სმიტი გახდა, რომელმაც კოლორადოელთა 38 დარტყმა მოიგერია. "ვინიპეგის" მსგავსად, "ფინიქსიც" ერთი ქულით არის დაშორებული პლეი ოფის ზონას.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ოტავა სენატორზის" მეკარე კრეიგ ანდერსონი დაასახელა. მან თავის გუნდს სამიდან სამ შეხვედრაში მოაგებინა. ის საშუალოდ მატჩში 0.98 შაიბას უშვებდა, მეტოქეთა დარტყმების 97 პროცენტს იგერიებდა და ერთი "შათაუტიც" ჩაიწერა აქტივში. სხვათა შორის ანდერსონი წინა კვირას მესამე ვარსკვლავი იყო.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ჩიკაგოს" ფორვარდი ვიქტორ სტალბერგი, რომლის ხუთმა გოლმა და ერთმა საგოლე პასმა "ბლეკჰოქსს" რვა შესაძლებლიდან შვიდი ქულა მოაპოვებინა. სტალბერგის ანგარიშზე 14 გოლი, 14 შედეგიანი პასი და 28 ქულა მოდის - სამივე მაჩვენებელი მისი პირადი კარიერის რეკორდია.

კვირის მესამე ვარსკვლავიც ფორვარდია - "პიტსბურგის" რუსი ლეგიონერი ევგენი მალკინი შვიდი ქულით (5+2) გასული შვიდი დღის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მალკინი ამჟამად 51 ქულით (21+30) ლიგის მეორე ბომბარდირია ჰენრიკ სედინის შემდეგ.

აილენდერსი-ნეშვილი 1:3

0:3, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 ს. კოსტიცინი-11 (ელისი-3), 0:2 ჰალიშჩუკი-10, 0:3 ლეგუანდი-13 (ერატი-20, კ. უილსონი-16), 1:3 ტავარესი-16 (მოულსონი-19, ოკსოპო-11).

ფინიქსი-კოლორადო 6:1

2:1, 2:0, 2:0

გოლები: 1:0 ბრული-1 (იენდლი-21, პიატი-7), 1:1 კობესიუ-6 (ე. ჯონსონი-17, მაკლემანი-5), 2:1 დოუნი-13 (იენდლი-22), 3:1 დოუნი-14 (სამერსი-1, რეი უიტნი-23), 4:1 ბ. გორდონი-4 (რეი უიტნი-24, მორისი-8), 5:1 ბ. გორდონი-5 (ვრბატა-16, სამერსი-2), 6:1 კლესლა-2 (ბრული-1, ჩიპჩურა-9).

ოტავა-ვინიპეგი 0:2

0:1, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 სლეიტერი-8 (ტორნბურნი-4), 0:2 ენსტრიომი-2 (უელვუდი-16, ლედი-7).

ფლორიდა-ბოსტონი 2:3 (ბ)

0:1, 2:1, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 პ. ბერჟერონი-13 (პულიო-8, სეგუინი-22), 1:1 გარისონი-12 (ვივერი-10, ბრედლი-5), 1:2 პ. ბერჟერონი-14 (სეგუინი-23), 2:2 მატიასი-8 (კოპეცკი-13, ვეისი-23).

ბულიტები გაიტანეს: ვეისი (ფლორიდა), პ. ბერჟერონი (ბოსტონი), კრეისი (ბოსტონი).

დეტროიტი-ბაფალო 5:0

3:0, 2:0, 0:0

გოლები: 1:0 ზეტერბერგი-9 (ჰუდლერი-16), 2:0 ფრანცენი-18 (დაციუკი-34, ბერტუცი-13), 3:0 ლიდსტრიომი-9 (ბერტუცი-14, დაციუკი-35), 4:0 ბერტუცი-9 (დაციუკი-36), 5:0 ჰელმი-5 (დ. მილერი-8, ქლირი-11).

სტ. ლუისი-დალასი 1:0

0:0, 0:0, 1:0

გოლი: 1:0 ოში-14 (პერონი-12, პიეტრანჯელო-14).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. რეინჯერსი* 43 28 11 4 60

2. ბოსტონი* 42 29 12 1 59

3. ფლორიდა* 44 21 14 9 51

4. ფილადელფია 43 26 13 4 56

5. ოტავა 47 25 16 6 56

6. ნიუ ჯერსი 44 25 17 2 52

7. ვაშინგტონი 43 24 17 2 50

8. პიტსბურგი 44 23 17 4 50

9. ტორონტო 44 22 17 5 49

10. ვინიპეგი 45 21 19 5 47

11. ბაფალო 45 19 21 5 43

12. მონრეალი 45 17 20 8 42

13. კაროლინა 47 16 24 7 39

14. აილენდერსი 43 16 21 6 38

15. ტამპა ბეი 44 17 23 4 38

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. სტ. ლუისი* 45 27 12 6 60

2. ვანკუვერი* 46 28 15 3 59

3. სან ხოსე* 42 25 12 5 55

4. ჩიკაგო 46 27 13 6 60

5. დეტროიტი 45 29 15 1 59

6. ნეშვილი 45 26 15 4 56

7. ლოს ანჯელესი 46 22 15 9 53

8. მინესოტა 45 22 16 7 51

9. კოლორადო 47 24 21 2 50

10. დალასი 44 24 19 1 49

11. ფინიქსი 46 21 18 7 49

12. კალგარი 46 21 20 5 47

13. ედმონტონი 44 17 23 4 38

14. ანაჰაიმი 44 15 22 7 37

15. კოლამბუსი 44 12 27 5 29

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

ჰენრიკ სედინი (ვან) 52 (11+41)

ევგენი მალკინი (პიტ) 51 (21+30)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 50 (30+20)

დანიელ სედინი (ვან) 49 (19+30)

კლოდ ჟირუ (ფილ) 49 (18+31)

პაველ დაციუკი (დეტ) 49 (13+36)

ფილ კესელი (ტორ) 48 (24+24)

მარიან ჰოსა (ჩიკ) 48 (17+31)

ჯეისონ სპეცა (ოტა) 47 (19+28)

ჯოფრი ლუპული (ტორ) 47 (19+28)

გოლები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 30

ჯეიმს ნილი (პიტ) 24

ფილ კესელი (ტორ) 24

ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 24

მარიან გაბორიკი (რეინ) 23

მილან მიხალეკი (ოტა) 23

რადიმ ვრბატა (ფინ) 22

ევგენი მალკინი (პიტ) 21

მეტ მოულსონი (აილ) 21

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 41

ერიკ კარლსონი (ოტა) 38

პაველ დაციუკი (დეტ) 36

კლოდ ჟირუ (ფილ) 31

მარიან ჰოსა (ჩიკ) 31

პი ეი პარენტო (აილ) 30

დანიელ სედინი (ვან) 30

ბრაიან კემპბელი (ფლო) 30

ევგენი მალკინი (პიტ) 30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"