ავსტრალიის ღია პირველობის მეორე დღეს ბრძოლაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მოქმედი ჩემპიონი ჩაება
ავსტრალიის ღია პირველობის მეორე დღეს ჩაება ბრძოლაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბს გუშინ იოლი გასეირნება გამოუვიდა 30 წლის იტალიელ პაოლო ლორენცის წინააღმდეგ.

თავიდან ჯოკოვიჩს გაუჭირდა ავსტრალიურ სიცხესთან ადაპტირება, რის გამოც მისმა მეტოქემ მოულოდნელი ბრეიკი გააკეთა და 2:1 დაწინაურდა. ამით აპენინელის წარმატებები დასრულდა - აქედან მოყოლებული ლორენციმ ვერც ერთი გეიმის აღება ვერ შეძლო. მხოლოდ ერთხელ, მეორე სეტის სტარტზე შეეძლო მან მეორე ბრეიკის გაკეთება, მაგრამ ნოვაკის ბოლო საჩუქარი - სამმაგი ბრეიკ-პოინტი ქარს გაატანა.

საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა ზედიზედ 17 გეიმი მოიგო და შეხვედრა საათსა და 32 წუთში დაასრულა. მან ეს შეხვედრა აშკარა ვარჯიშად აქცია და რამდენიმე სათამაშო ელემენტის დახვეწით იყო დაკავებული. მაგალითად, ხშირად გადიოდა ბადესთან და 26 ასეთი შემთხვევიდან 21 წარმატებული გამოდგა.

მცირე სასტარტო პრობლემებს წააწყდნენ სხვა ფავორიტები - ენდი მიურეი და ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომლებიც, ბადის მიხედვით მეოთხედფინალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ბრიტანელს უპირისპირდებოდა პერსპექტიული ამერიკელი, 19 წლის რაიან ჰარისონი, რომელიც შარშან ზაფხულში ტოპ-ასეულში შევიდა. პირველი სეტი რაიანმა ძალიან კარგ დონეზე ჩაატარა - შესანიშნავად ათამაშებდა ბურთს, უნარიანად უმკლავდებოდა ენდის შეტევებს და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. მაგრამ მეტის გაკეთება ჰარისონმა ვერ შეძლო. ის ოდნავ დაიღალა და თამაშის დონეს უკლო, მიურეიმ კი პირიქით, უკეთ მოქმედება დაიწყო და საბოლოოდ, ზედიზედ სამი სეტი აიღო.

ცონგას მატჩში მოვლენები სხვაგვარად ვითარდებოდა. მისი მეტოქე დენის ისტომინი ბოლომდე იბრძოდა მოგებისთვის. თანაც ორივე ჩოგბურთელი კარგ ფორმაში შეხვდა ტურნირს, რისი წყალობითაც მაყურებელმა ბევრი ლამაზი გათამაშება იხილა. პირველი სეტი ფრანგს დარჩა, მეორეში უზბეკმა ბრეიკი დაიბრუნა და საბოლოოდ, უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ თავისი გაიტანა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანის კლასმა - მან დამაჯერებლად აიღო მესამე პარტია, რასაც მეოთხე სეტში მოგება მოჰყვა.

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ ლეიტონ ჰიუიტისა და სედრიკ-მარსელ შტებეს შეხვედრას. ცაცია გერმანელი შარშან შესანიშნავად გამოდიოდა ჩელენჯერებზე, წლის ბოლოს კი ჩოგბურთის ისტორიაში ჩაწერა თავისი სახელი - სან პაულუში ჩელენჯერის სერიის პირველი შემაჯამებელი ჩემპიონატი მოიგო. მაგრამ ვეტერანმა ავსტრალიელმა, რომელმაც ტრავმების გამო დაკარგა ადგილი ტოპ-ასეულში, ძველი დრო გაიხსენა და გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, მეოთხე სეტში ჰიუიტმა პატარა სასწაული მოახდინა, როცა 2:5-დან შეძლო სეტისა და მატჩის მოგება.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას შტებემ სამჯერ აიღო სამედიცინო ტაიმ-აუტი. ლეიტონს კი მეორე წრეში ერთგვარი რეტრო-მატჩი ელის ამერიკელ ენდი როდიკთან.

პირველი დღისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკლები იყო ხუთსეტიანი მატჩების რაოდენობა. ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში სერბმა ვიქტორ ტროიცკიმ 0:2-დან გადაარჩინა ესპანელ ხუან-კარლოს ფერეროსთან მატჩი (სხვათა შორის წინა დღესაც ორი სეტის მოგების შემდეგ ასევე ესპანელი ჩოგბურთელი დამარცხდა - ფერნანდო ვერდასკომ წააგო ბერნარდ ტომიჩთან).

კიდევ ერთ ხუთსეტიან მატჩში წააგო რუსმა მიხაილ იუჟნიმ, რომელიც ყოფილ თანამემულესთან, ამჟამად ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ანდრეი გოლუბევთან დამარცხდა. პირველ წრეში ხუთი რუსი გამოეთიშა ბრძოლას. მართალია, ტურნირს შემორჩა ამ ქვეყნის სახელით მოასპარეზე ალექს ბოგომოლოვი, მაგრამ მას რუსულ ჩოგბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ამერიკაშია გაზრდილი და დაოსტატებული და სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა რუსეთის დროშის ქვეშ გამოსვლა.

კაცები

I წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:2, 6:0, 6:0; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-მატეო ვიოლა (იტა) 6:4, 6:2, 6:1; ტაცუმა იტო (იაპ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:3, 4:6, 6:3, 6:4; ნიკოლა მაუ (საფ)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 29) 7:5, 7:5, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან, 23)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:4, 6:0, 6:2; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:0, 6:0, 6:2; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-სებრიკ-მარსელ შტებე (გერ) 7:5, 6:4, 3:6, 7:5; ენდი როდიკი (აშშ, 15)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 6:4, 6:1; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 5:7, 7:6(12), 6:3, 6:4; ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა)-იურგენ ზოპი (ესტ) 6:3, 6:4, 6:4; ანდრეი გოლუბევი (ყაზ)-მიხაილ იუჟნი (რუს) 7:5, 6:7(4), 6:4, 4:6, 6:3; რიშარ გასკე (საფ, 17)-ანდრეას სეპი (იტა) 6:3, 3:6, 6:3, 6:1; ხუან-იგნასიო ჩელა (არგ, 27)-მაიკლ რასელი (აშშ) 7:6(3), 6:3, 6:4; პაბლო ანდუხარი (ესპ)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:1, 7:6(12), 6:0; რაიან სვიტინგი (აშშ)-მატიას ბახინგერი (გერ) 6:4, 6:4, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-რუი მაშადო (პორ) 6:1, 6:4, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-რაიან ჰარისონი (აშშ) 4:6, 6:3, 6:4, 6:2; ედუარდ როჟე ვასელენი (საფ)-ქსავიე მალისე (ბელ) 7:6(6) უარი; მიკაელ ლოდრა (საფ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 2:6, 6:1, 6:2, 6:2; ალექს ბოგომოლოვი (რუს, 32)-დანიელ ხიმენო-ტრავერო (ესპ) 6:3, 6:2, 6:4; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 19)-ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 4:6, 6:7(3), 6:2, 7:6(3), 6:2; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:4, 6:3, 6:0; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-დუდი სელა (ისრ) 7:6(5), 6:4, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 14)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 7:6(5), 6:3, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 12)-დანაი უდომჩოკე (ტაივ) 6:1, 3:6, 6:7(5), 6:3, 6:2; ჟულიან ბენეტო (საფ)-კაროლ ბეკი (საფ) 6:4, 6:2, 7:5; მეტიუ ებდენი (ავსტრა)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:3, 7:6(1), 6:2; კეი ნიშიკორი (იაპ, 24)-სტეფან რობერი (საფ) 6:1, 7:6(7), 6:0; მარსელ გრანოლერსი (ესპ, 26)-იესე ლევინი (აშშ) 6:0, 7:6(4), 5:7, 5:7, 6:3; ფრედერიკო ჟილი (პორ)-ივან დოდიგი (ხორ) 2:6, 6:1, 6:1, 4:1 უარი; რიკარდო მელო (ბრა)-რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპ) 6:4, 6:4, 7:5; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-დენის ისტომინი (უზბ) 6:4, 3:6, 6:2, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ