ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ სამანტა სტოსური შარშან, ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ იგივე შედეგს საკუთარ კედლებშიც მიაღწევდა
მეორე დღეს მოხდა ავსტრალიის ღიაზე ჯერჯერობით ყველაზე დიდი სენსაცია, რამაც ძალიან გააწბილა ავსტრალიური პუბლიკა. ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ სამანტა სტოსური შარშან, ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ იგივე შედეგს საკუთარ კედლებშიც მიაღწევდა.

ავსტრალიელ ჩოგბურთელებს უკვე დიდი ხანია არ მოუგიათ საკუთარი ქვეყნის ღია პირველობა. ქალებს შორის ბოლო მასპინძელი ტრიუმფატორი იყო კრის ო'ნილი, რომელმაც 1978 წელს მოიგო მთავარი პრიზი. კაცებს შორის ეს უიღბლო სერია ოდნავ უფრო შორიდან - 1976 წლიდან იწყება. აქ ბოლო ავსტრალიელი ჩემპიონი მარკ ედმონდსონი იყო.

როგორც ჩანს, ავსტრალიელებმა მინიმუმ ერთი წლით უნდა გადადონ ადგილობრივი ჩოგბურთელის ტრიუმფი, რადგან გუშინ სტოსურმა მოულოდნელად ორ სეტში წააგო რუმინელ სორანა კირსტეასთან - 6:7(2), 3:6. მასპინძლის დამარცხება უამრავი შეცდომის ბრალი იყო - სამანტას ჯამში 33 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.

საერთოდ, სტოსურს ყოველთვის უჭირდა ავსტრალიის ღიაზე თამაში და აქ მეოთხე რაუნდზე შორს არასოდეს გასულა. სულ მას "მელბურნ პარკის" კორტებზე ათჯერ აქვს ნათამაშები და სამჯერ გავარდა პირველი წრიდან.

სხვა ფავორიტებმა წარმატებით აიღეს სტარტი. ჩეხ პეტრა კვიტოვას მეტოქედ რუსი ვერა დუშევინა ჰყავდა, რომელმაც 2005 წელს მელბურნში მოულოდნელად მერვედფინალში გააღწია, მაგრამ მას შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირებზე თავი არაფრით გამოუჩენია.

მიუხედავად ამისა, მატჩის სტარტი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დუშევინამ პირველი ორი გეიმი მოიგო, რითაც მეტოქე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, მაგრამ კვიტოვამ მალე გამოასწორა თამაში და დარჩენილ გეიმებში რუსმა ჩოგბურთელმა ვერც ერთი (!) ქულა ვერ აიღო.

მეორე სეტის დასაწყისიც ჩეხი ჩოგბურთელის კარნახით დაიწყო. კვიტოვამ პირველივე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ დუშევინამ გაიბრძოლა, გეიმში ანგარიში გაათანაბრა და გეიმბოლიც მოიპოვა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო. პეტრამ მეოთხე ბრეიკ-პოინტი მეტოქის შეცდომის წყალობით გარდასახა მოგებულ ქულაში. რუსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ სეტში მან თითქმის ყველა გეიმში ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ პარტია მაინც 0:6 წააგო.

გუშინ, პრაქტიკულად ყველა რუს ფავორიტს გაუჭირდა - კუზნეცოვამ, ზვონარევამ და პეტროვამ თითო სეტი დაუთმეს მეტოქეებს. მხოლოდ მარია შარაპოვამ აჩვენა დამაჯერებელი თამაში. არადა, მისი თაყვანისმცემლები ოდნავი შიშით ელოდნენ მარიას შეხვედრას არგენტინელ ხისელა დულკოსთან, რადგან ყველას ახსოვდა 2009 წლის უიმბლდონი, როცა სამხრეთამერიკელმა რუსი ბრძოლას პირველი წრიდან გამოთიშა. ამჯერად, შარაპოვას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მარია ძლიერად და დამაჯერებლად მოქმედებდა და მხოლოდ ერთი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის.

გუშინდელი სათამაშო დღე ამერიკელმა ფავორიტმა სერენა უილიამსმა დაასრულა. შარშან მას მელბურნში ტრავმის გამო არ უთამაშია, მანამდე კი, 2009 და 2010 წლებში მელბურნში ტიტული მოიპოვა, ასე რომ, ავსტრიელ ტამირა პაჩეკთან შეხვედრას 14-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა.

უმცროს უილიამსს 46-ჯერ უთამაშია "დიდი სლემის" ტურნირებზე და არასოდეს დამარცხებულა პირველ წრეში. სერენამ გააგრძელა ეს სერია, თანაც ძალიან იოლად გააკეთა ეს. გარკვეულ დრომდე ავსტრიელი ინარჩუნებდა თანაბარ ანგარიშს, მაგრამ პირველი სეტის ბოლოს ამერიკელმა მოუმატა და ასე საჭირო ბრეიკი გააკეთა.

ასევე პირველ ბრეიკამდე იყო ბრძოლა მეორე სეტში. სერენამ მეხუთე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება, რასაც ზედიზედ ოთხი ეისი დაუმატა და საბოლოოდ გატეხა პაჩეკის წინააღმდეგობა. სულ მალე უილიამსმა ოფიციალურად გაიფორმა მეორე წრეში გასვლა. ამერიკელმა აქტიურად ითამაშა და 34 "ვინერსი" დააფიქსირა, თუმცა ასევე ბევრი ჰქონდა (26) უნებლიე შეცდომა.

ქალები

I წრე

ვერა ზვონარევა (რუს, 7)-ალექსანდრ დულგერუ (რუმ) 7:6(4), 6:7(5), 6:3; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ევგენია როდინა (რუს) 6:3, 6:1; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ) 6:0, 2:6, 6:0; კაია კანეპი (ესტ, 25)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 17)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:3, 6:1; გრეტა არნი (უნგ)-რებეკა მარინო (კან) 6:4, 6:2; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-ირინა ბრემონი (საფ) 6:0, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 12)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:3, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ, 14)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 6:2, 4:6, 6:4; შაარ პეერი (ისრ)-იზაბელა ჰოლანდი (ავსტრა) 6:2, 6:0; სლოუნ სტივენსი (აშშ)-სილვია სოლერი (ესპ) 6:4, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 18)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:3, 3:6, 6:0; ანჟელიკ კერბერი (გერ, 30)-ბოიანა ბობულიჩი (ავსტრა) 6:1, 6:3; სტეფანი დუბუა (კან)-ელენა ვესნინა (რუს) 6:4, 1:6, 6:4; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-მენდი მინელა (ლუქ) 6:1, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 4)-ხისელა დულკო (არგ) 6:0, 6:1; სორანა კირსტეა (რუმ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 6) 7:6(2), 6:3; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ელისონ რისკე (აშშ) 6:4, 1:6, 6:2; სარა ერანი (იტა)-ვალერია სავინიხი (რუს) 6:2, 6:1; ნადია პეტროვა (რუს, 29)-ანდრეა ჰავაჩკოვა (ჩეხ) 6:3, 3:6, 6:0; რობერტა ვინჩი (იტა, 23)-ალექსანდრა კადანტუ (რუმ) 6:0, 6:1; ჟიე ჟენგი (ჩინ)-მედისონ კეისი (აშშ) 6:2, 6:1; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ანა ჩაკვეტაძე (რუს) 6:2, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-ვირჟინ რაზანო (საფ) 7:5, 6:0; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 15)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 7:6(5), 6:1; ვანია კინგი (აშშ)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 7:6(3), 6:3; მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ)-კრისტინა ბაროისი (გერ) 6:3, 7:6(13); ანა ივანოვიჩი (სერ, 21)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:0, 6:3; მარია კირილენკო (რუს, 27)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:4, 6:2; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:3; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-ირინა-კამელინა ბეგუ (რუმ) 6:1, 7:5; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-ვერა დუშევინა (რუს) 6:2, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად