თეიმურაზ ჯუღელს ერთი მოგებაღა აშორებს იანვრის ბაშოზე დადებითი ბალანსის და შესაბამისად, წინსვლის დასაბევებლად
თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ერთი მოგებაღა აშორებს იანვრის ბაშოზე დადებითი ბალანსის და შესაბამისად, წინსვლის დასაბევებლად.

გუშინ ელიტის ყველაზე მძიმეწონიანმა სუმოისტმა ოს არანს მოუგო. ტოკიოში თბილისურ-ვლადიკავკაზური დაპირისპირება ბევრს აინტერესებდა, თუმცა უფრო თანაბარ ბრძოლას ელოდნენ - ქართველი მარჯვენა ხელით ყელში სწვდა მეტოქეს (ნოდოვა) და ორ-სამ წამში გაიყვანა მრგვალი დოჰიოდან. მიზნის მიღწევა გაგამარუს დღესვე შეუძლია, თუკი ბრაზილიელ კაისეის დაამარცხებს.

სამწუხაროდ, ელიტის მეორე ჩვენებურმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) წააგო. ქართველმა გადაწყვიტა მიოგირიუსთან სასტარტო დაჯახება თავიდან აეცილებინა, მაგრამ ვერ შეძლო მისი მავაშის ხელში ჩაგდება. ამის მერე ინიციატივა სულ მიოგირიუს ჰქონდა, ბოლოს კი სუკუინაგეს ილეთით ძირს დააგდო ტოჩინოშინი. ლევანს 6-4 ბალანსი აქვს და დღეს მონღოლური სუმოს ერთ-ერთ პიონერ კიოკუტენჰოს ხვდება.

გუშინ ბაშოს ორი მესამედი მიილია და ერთი ღირშესანიშნავი ამბავიც მოხდა - პირველად წააგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. მან მონღოლურ დერბიში წერო-დრაკონ კაკურიუსთან წაიფორხილა. კაკურიუ აქამდე 20-ჯერ შეხვედრია ჰაკუჰოს, ბევრიც უბრძოლია, თუმცა ყველა შეხვედრა წაეგო. მისმა მონდომებამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო. ბაშოს კი 10-0 ბალანსით თავში ერთპიროვნულად ესტონელი ბარუტო მოექცა.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ (ლევან ცაგურია) გამოასწორა ბალანსი - 5-5.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ჰაკუჰო (იორიკირი), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ბარუტო-ტოიონოშიმა (უვატენაგე), კოტოოშუ-კიტატაიკი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (იორიკირი), ამინიშიკი-ვაკაკოიუ (ოშიდაში), მიაბიამა-ტაკეკაძე (ოკურიდაში), ოკინოუმი-გოეიდო (შიტატენაგე), კიოკუტენჰო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ჰომაშო-იოშიკაძე (ოშიდაში), მიოგირიუ-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), გაგამარუ-არანი (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-ჰოკუტოკუნი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ბარუტო (ოძეკი)

9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი).

8-2: კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8), ჩიონოკუნი (მ 13)... 7-3: გაგამარუ (მ 10)... 6-4: ტოჩინოშინი (მ 9).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ-ჰომაშო, კოტოოშუ-კაკურიუ, ტოიონოშიმა-ტაკეკაძე, მიაბიამა-ამინიშიკი, ოკინოუმი-ვაკაკოიუ, გოეიდო-კიტატაიკი, მიოგირიუ-ტაკაიასუ, ტოჩინოვაკა-აოიამა, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო, გაგამარუ-კაისეი. ძურიო: კოკაი-ოივატო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად