იტალიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში პირველ შეხვედრას 4 თებერვალს, პარიზში საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს
"ჩვენ გვყავს შერკინების მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე კონკურენცია გაუწიონ ნებისმიერი ძალის მეტოქეს. მაგრამ, საკმაოდ დიდი დისბალანსია მათსა და უკანახაზელებს შორის. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, ეს განსხვავება შევამციროთ და გუნდი უფრო დაბალანსებული გავხადოთ. მორაგბეებს მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ, რათა ხელით, რაც შეიძლება მეტად იბურთაონ".

ეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელების სიტყვები არ გეგონოთ. ასე საკუთარი გუნდი ჟაკ ბრუნელმა დაახასიათა. ფრანგული "პერპინიანის" ყოფილი თავკაცი ორი თვის წინ იტალიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.

"იტალიის ნაკრებმა სამხრეთაფრიკელი მწვრთნელის, ნიკ მალეტის ხელმღვანელობით სერიოზული პროგრესი განიცადა. "სკუადრა აძურა" კონკურენტუნარიანი გუნდი გახდა და ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზეც შესანიშნავად ითამაშა.

ახლა დროა, გუნდის თამაშის მანერაში ცვლილებები შევიტანოთ. რადიკალურად არაფერს შევცვლით, მოკლე დროში ეს შეუძლებელიცაა, თუმცა ვეცდებით, რომ იტალიის ნაკრების თამაში უფრ საინტერესო, მრავალფეროვანი გავხადოთ, რაც მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის." - თქვა ჟაკ ბრუნელმა.

იტალიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში პირველ შეხვედრას 4 თებერვალს, პარიზში საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს. ბრუნელმა უკვე დაასახელა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც ოთხი დებიუტანტი შეიყვანა, ესენია: ალბერტო დე მარკი, ლუკა მორისი, გოვანი ვენდიტი და 18 წლის ვუნდერკინდი ანჯელო ესპოზიტო.

"სკუადრა აძურას" გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ისეთი სახელოვნი მორაგბეები სალვატორე პერუჯინი, კარლოს დელ ფავა, მირკო ბერგამასკო და გონსალო გარსია რომ არინ.

იტალიის ნაკრბი

შერკინება: სერჯო პარისე, მაურო ბერგამასკო (ორივე-სტად ფრანსე), ანდრეა ლო ჩიჩერო (მეტრო რასინგი), მარტინ კასტროჯოვანი (ლესტერი), რობერტ ბარბიერი, ლორენცო ჩიტადინი, პაულ დერბიშირი, ლეონარდო ჯილარდინი, ანტონიო პავანელო, კორნელიუს ფან ზილი, ალესანდრი ძანი (ყველა-ბენეტონი), მარკო ბორტოლამი, ტომაზო დაპიკე, ალბერტო დე მარკი, სიმონე ფავარო, ქუენტინ გელდენჰაუზი (ყველა-აირონი).

უკანა ხაზი: გონსალო კანალე (კლერმონი), ტომაზო ბენვენუტი, კრის ბარტონი, ედუარდო გორი, ლუკ მაკლინი, ფაბიო სემენცატო, ალბერტო სგარბი (ყველა-ბენეტონი), ლუჩანო ორკუერა, ანდრეა მასი, ანტონიო ტონიოლატი, ჯიოვანი ვენდიტი, რობერტო კუარტაროლი (ყველა-აირონი) ლუკა მორისი (პარმა), ანჟელო ესპოზიტო (ტრევიზანი).

ექვსი ერი

4 თებერვალი

საფრანგეთი-იტალია

11 თებერვალი

იტალია-ინგლისი

25 თებერვალი

ირლანდია-იტალია

10 მარტი

უელსი-იტალია

17 მარტი

იტალია-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა