იგორ სურკისმა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კიდევ ერთხელ ახსენა
"სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე.

ჟურნალისტის კითხვა ასეთი იყო: დეკემბერში თქვით, რომ ნებისმიერს დაენაძლევებოდით, რომ თარგამაძე "პორტუში" არ გადავიდოდა. ვინმეს თუ დაენაძლევეთ?

"არავინ დამნაძლევებია, თუმცა, როგორც ხედავთ, არ შევმცდარვარ, ამიტომ ამ საკითხის განხილვას აზრი აღარ აქვს. მოთამაშემ საკუთარი გზა აირჩია და კონტრაქტი "შახტართან" გააფორმა.

თუმცა ახლა იმის დამტკიცება მოუწევს, რომ "ილიჩივეცის" ძირითადში მოხვედრას იმსახურებს. რაც შეეხება "დინამოს", მზად ვარ, გავიმეორო - თარგამაძის მიმართ ინტერესი არ გვქონია", - თქვა სურკისმა.

კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა ეს ფრაზა იმდენჯერ გაიმეორა, რომ ბუნებრივად იბადება კითხვა, ეს კაცი თარგამაძის არჩევანზე ამდენს რატომ ლაპარაკობს? ვინც არ გაინტერესებს, მასზე დასმულ კითხვას ან აირიდებ, ანაც მოკლედ უპასუხებ.

სანამ სურკისი იძაბება, თარგამაძე მარიუპოლში გაემგზავრა და "ილიჩივეცთან" ერთად იალტურ შეკრებაზე გაემგზავრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის