გუშინ სასტუმრო "თორში" ნიკო პატარქალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და თბილისში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის გამართვაზე ილაპარაკა. დიეგო მარადონას ჩამოყვანის შემდეგ, პატარქალიშვილი თვით პელეს ჩამოყვანასაც აპირებს...

გუშინ სასტუმრო "თორში" ნიკო პატარქალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და თბილისში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის გამართვაზე ილაპარაკა. დიეგო მარადონას ჩამოყვანის შემდეგ, პატარქალიშვილი თვით პელეს ჩამოყვანასაც აპირებს.

ჩანაფიქრის თანახმად, "თბილისობის" დღეებში ეროვნული სტადიონი 21-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს - ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს მონაწილეობით. ბატონმა ნიკომ სამხრეთამერიკულ ფედერაციებს დაელაპარაკა და თანხმობაც მიიღო...

გასაოცარია მოლაპარაკების შედეგები - სამივე დასახელებული ნაკრები და პელე ჩამოსვლაზე თანახმანი არიან, მაგრამ ჯერ საქართველოში ვერ გამოინახა ის სახსრები, ამ საშური და სასურველი მასშტაბის ტურნირს (და ღონისძიებებს) რომ ვუმასპინძლოთ. ტვინის ჭყლეტვა არ სჭირდება, რომ ტურნირი საქართველოს სახელისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ორგანიზატორებს შეშფოთება ეტყობათ - საქმეში პროგრესი ჯერ არ ჩანს...

პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა (პატარქალიშვილი, რომა რცხილაძე, რევაზ ჭანიშვილი, ლინა გელაშვილი, ოთარ მიქელაძე და ბესო ციბაძე) მედიას გულისტკივილი გაუზიარეს.

ნიკო პატარქალიშვილი: "ტურნირში მონაწილეობაზე სამივე სამხრეთამერიკული ფედერაციისგან თანხმობა მიღებულია. ეს ოთხთა ტურნირის გამართვის წინაპირობაა. თავად პელეც თანახმაა, რომ ტურნირი "პელეს თასის" სახელით გავმართოთ და თბილისში გვესტუმრება. ჩანაფიქრის მიხედვით, ეს ყველაფერი, "თბილისობას" უნდა დავამთხვიოთ და ეროვნულ სტადიონზე მოვაწყოთ ბრაზილიური, არგენტინული და ურუგვაული სამზარეულოები, ამ ქვეყნიდან მოვიწვიოთ მოცეკვავეები და მომღერლები, რაც დღესასწაულს მეტ ელფერს შესძენს. საორგანიცაიო ჯგუფის წევრებმა უკვე იმუშავეს და საზეიმო გახსნის სცენარიც შედგენილია. სექტემბრიდან ამ პროექტზე მთელი დატვირთვით ვიმუშავებთ... მთავარი პრობლემა კი ფინანსებია. ღონისძიებები პრეზიდენტის პატრონაჟით უნდა ჩატარდეს, რადგან მსგავსი დონისა და მასშტაბის ტურნირი საქართველოში დღემდე არ გამართულა. აქ საუბარია არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ, ამ სამი ქვეყნის ბიზნესმენთა ჩამოყვანასა და სოფლის მეურნეობაში პარტნიორული კავშირების დამყარებაზე, რაც საქართველოს ძალიან წაადგება. თავისთავად ცხადია, ფეხბურთის გარდა, ხალხს სტადიონზე სამხრეთამერიკელი მომღერლები, მოცეკვავეები და სამზარეულო მიიზიდავს. მეორეც - კარგი საერთაშორისო გამოხმაურების შემთხვევაში, ტურნირი და პელეს ვიზიტი საქართველოს სახელს აუცილებლად წაადგება. ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული სტადიონის დირექცია მხარდაჭერას გვპირდებიან. თუმცა ვიმეორებ - ამ მასშტაბისთვის პრეზიდენტის პატრონაჟია აუცილებელი. პროექტის თაობაზე საქართველოს პირველ პირს წერილი მესამედ გავუგზავნე, მაგრამ ვიცი, რომ ბატონ მიხეილამდე არ მისულა. ამიტომ, შესაბამის სამსახურებს ვთხოვ, პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდონ. შევხვდი "ვისოლის" ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელსაც პროექტი ძალიან მოეწონა, მაგრამ პასუხი დღემდე არ უთქვამს. არადა, სამხრეთამერიკელები საბოლოო დასტურს ითხოვენ, წამოყენებულ პირობებზე პასუხი მათ 12 სექტემბრამდე უნდა გავცეთ, თორემ ჩამოსვლაზე უარს იტყვიან".

რომა რცხილაძე: "ყველამ ვიცით, რომ ზაფხულში მთელი ყურადღება აჭარაზე იყო გადატანილი. საზღვაო სეზონი დასრულდა და იმედია, ახლა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვისაც მოიცლიან. თუ არა და, ვშიშობ, იგივე არ განმეორდეს, რაც მარადონას ჩამოსვლისას მოხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია