გორის ”დილაში” განათხოვრებული 27 წლის დინამოელი დაკარგულის დაბრუნებაზე ფიქრობს
თბილისის ”დინამომ" შოთა კაშია გორის ”დილაში" იჯარით გაუშვა. ”დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტრავმებმა გააწვალა, თბილისელთა მთავარი მწვრთნელი ალექს გარსიაც დიდად არ ენდობოდა და სათამაშო ფორმის აღსადგენად იძულებული გახდა, ”დინამოდან" დროებით წასვლას დასთანხმებოდა.

”იჯარა მაისამდე გაფორმდა. უთამაშებლად გაჩერებას აზრი არ ჰქონდა, ფეხბურთელი სკამზე ჯდომით ვერც გაიზარდება და ვერც გამოჩნდება. სამწუხაროდ, ბოლო დროს ”დინამოში" თამაში აღარ მიწევდა, ასე რომ, ”დილაში" თამაში მიჯობდა და ეს გარსიამაც მირჩია", - ამბობს კაშია.

27 წლის ფეხბურთელის კარიერა ტრავმებმა არია:

”ზედიზედ ორჯერ გავიკეთე მენისკის ოპერაცია, ამის შემდეგ კი ფორმის აღდგენა ძნელი გამოდგა, ორი სეზონი ჩამივარდა და ამან ძალიან უკან დამწია. ამბობენ, ტრავმის შემდეგ ბევრ ფეხბურთელს შიში უჩნდება და ორთაბრძოლებს ერიდებაო. ჩემს შემთხვევაში ასე არ არის, არანაირი შიში არ დამჩემდა".

საქართველოში ყოველთვის ასე იყო: ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბიდან, თბილისის ”დინამოდან" თუნდაც ამბიციურ, მაგრამ ნაკლებად სახელიან კლუბში გადასვლის შემდეგ ბევრ ფეხბურთელს სპორტული მოტივაცია გაუქრა. შოთა გვეთანხმება, რომ ასე მართლაც მომხდარა.

”... მაგრამ მე სტიმულის ნაკლებობას არ ვუჩივი. ყველაზე რთული ეს იყო: ”დინამოში" ბავშვობიდან ვირიცხები, 27 წლის ვარ და აქედან 12 წელი ამ გუნდში ვთამაშობდი და უცებ ყველაფერი შეიცვალა, ტრავმამ დამამუხრუჭა, რასაც ძალიან განვიცდიდი.

რა თქმა უნდა, გაიჯარებაც ძალიან განვიცადე. მაგრამ რას ვიზამ, დაკარგულის დაბრუნებაზე უნდა ვიფიქრო. თან ახლა ის დრო აღარ არის, როდესაც მხოლოდ თბილისის ”დინამოში" თამაში იყო სტიმული. ჩემი ახალი გუნდიც ამბიციურია და აქ მოხვედრაზე ბევრი მოთამაშე ფიქრობს.

”დილა" თასის ნახევარფინალშია და ვეცდებით, ფინალშიც გავიდეთ, თასი მოვიგოთ და საუკეთესო რვა გუნდშიც მოვხვდეთ. გორში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება და, ჩემი აზრით, ამ მიზნების შესრულება შესაძლებელია", - გვითხრა კაშიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა