კახა ცხადაძე ორიოდე დღით საქართველოში სულის მოსათქმელად ჩამოვიდა. ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელისთვის ზაფხული ისეც საკმაოდ ცხელი გამოდგა - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ინტერმა" პოლონეთის ჩემპიონ "ლეხთან" წააგო...

კახა ცხადაძე ორიოდე დღით საქართველოში სულის მოსათქმელად ჩამოვიდა. ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელისთვის ზაფხული ისეც საკმაოდ ცხელი გამოდგა - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ინტერმა" პოლონეთის ჩემპიონ "ლეხთან" წააგო - ცხადაძის ბიჭებმა შინ 0:1 წააგეს, გასვლაზე კი მოიგეს იმავე ანგარიშით, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

"ინტერი" ჩვენს ყურადღებას ქართველთა სიმრავლით იქცევს. ცხადაძის ასისტენტ გიორგი ჩიხრაძის გარდა, გუნდში არიან გიორგი ლომაია, დავით ოდიკაძე, ვალერი აბრამიძე და ილია კანდელაკი. თავად მწვრთნელის ვაჟიც, ბაჩანა ცხადაძეც, "ინტერს" ეკუთვნის, მაგრამ ზაქათალის "სიმურგში" გაანათხოვრეს...

- უკვე წელიწადია "ინტერს" ავარჯიშებთ. რა შეიცვალა ამ პერიოდში?

- ძალიან ბევრი რამ. გუნდი თანამედროვე ფეხბურთს შეეჩვია და შედეგად, აზერბაიჯანის ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ახალი პირველობაც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო ტურში "ნეფთჩიმ" გვაჯობა და 0:2 წავაგეთ, რადგან ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშე დაშავებული იყო. სხვათა შორის, აზერბაიჯანში ისეთი რამეს ვაწყდები, არსად მინახავს: ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი კანდიდატებს მთელი კვირა, დღეში ორჯერ ავარჯიშებს და თამაშებზე ნაკრების სამი წევრი გამოფიტულ-გადაქანცულები გვიბრუნდება. ჩვენებიდან მჟავანაძეა დამტვრეული, კანდელაკს ხელი მოტყდა, მაგრამ დაგვჭირდა და ათი დღის უვარჯიშებელი დავაყენეთ.

- პოლონეთის ჩემპიონთან მოგება შეგეძლოთ?

- ვფიქრობ, შეგვეძლო. განმეორებითი შეხვედრა მოვიგეთ კიდეც, მაგრამ პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა - შტატიანმა პენალტისტებმა ვერ გაიტანეს. სხვათა შორის, ეს პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც აზერბაიჯანელებმა პოლონეთში მოიგეს. ადრე ნაკრებმა 0:8 წააგო, ერთ-ერთმა კლუბმა 0:6 და ამის შემდეგ ჩვენი გამარჯვება სპეციალისტებს გაუკვირდათ. სხვათა შორის, ბაქოშიც მოსაგები გვქონდა, მაგრამ მაგარი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მატჩი რომ გავარჩიე, ბიჭებს კონკრეტული მაგალითებით ვუთხარი, რომ პოლონეთში მოგება შეგვეძლო. ფეხბურთში მთავარი გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაა. თუკი გამარჯვება გონებაში არ ჩაიბეჭდე, მოედანზე ვერაფერს გახდები. ბიჭებმა ეს დაიჯერეს და კარგი ფეხბურთი აჩვენეს, მეორე ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. მხოლოდ დასაწყისში გაგვიჭირდა, როდესაც გიორგი ლომაიამ სამი ძალიან მაგარი ბურთი აიღო. პოლონელებმა დაწერეს, ასეთ ორგანიზებულ და დისციპლინირებულ გუნდს აზერბაიჯანიდან არ ველოდითო. სტადიონზე ფოგთსიც იყო და მატჩის შემდეგ მადლობა გადაგვიხადა. ერთადერთი, "ინტერის" კარგი თამაშის დანახვა ინტერნეტგაზეთ "აზერისპორტს" არ სურს. ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა მახსენდება, კრიტიკას ბევრჯერ გავუღიზიანებივარ, მაგრამ რასაც ეს გაზეთი წერს, ყოველგვარ საზღვარს სცილდება. პირდაპირ ვამბობ, რომ ბევრი სხვასავით, მათ "ინტერი" ფულს არ უხდის და ამის გამო გადაგვეკიდნენ. აზერბაიჯანში ბევრი მეგობარი შევიძინე, თბილი და მეგობრული ხალხია, ქართველები ძალიან უყვართ, ეს გაზეთი კი არა მხოლოდ ჩემზე წერს ტყუილებს, ჩვენს ერებს შორის შუღლს აღვივებს. ქართველი ნიჭით ბევრს სჯობია და რა ვქნა, არ ავიყვანო? ქართულ მედიას ვთხოვ, ამ გაზეთის ინფორმაციას ნუ ენდობით, ისინი გამიზნულად იტყუებიან, რაც მათ წარმომადგენლებს სახალხოდ ვუთხარი. არ სიამოვნებთ, ცხადაძე-ჩიხრაძემ და ქართველებმა ჩემპიონობა რომ მოიპოვეს და მე რა ვქნა?!

- აზერბაიჯანული კლუბების ზღაპრულ ბიუჯეტებზე ბევრს ლაპარაკობენ. ეს რეალობას შეეფერება თუ გაზვიადებული წარმოდგენაა?

- "ნეფთჩიმ" წელს ტრანსფერებში 6 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთისა და უკრაინის ბევრ გუნდსაც შეშურდება - მარტო მპენზაში 800 ათასი გადაიხადეს. ტრანსფერებში "ნეფთჩის" "ბაქი" და "გაბალაც" არ ჩამოირჩნენ, 6 და 5,5 მილიონი დოლარი დახარჯეს. აზერბაიჯანში სერიოზული ფულიი ტრიალებს და გუნდებიც ძლიერდებიან. სხვათა შორის, მპენზამ ჩემთან ცოტა ხანი ითამაშა და ფიზიკურად კარგად არ იყო, მაგრამ ერთი-ორჯერ კლასი გამოავლინა. "ინტერსაც" ძალიან კარგი პირობები აქვს, თუმცა, მოთამაშეების შესაძენად ამხელა თანხა არ გვქონია. მოედანი და ეკიპირება პრობლემა არაა, მედიკამენტებით მომარაგება და ვიტამინიზაცია მაღალ დონეზე გვაქვს და კარგი ექიმი გვყავს. ტრანსფერებზე მეტს იმიტომ ვერ ვხარჯავთ, რომ "ინტერის" მეპატრონე ახალ სტადიონს აშენებს და ბიუჯეტის დიდი ნაწილი მას ხმარდება. თუმცა, ფულის მიუხედავად, აზერბაიჯანის ბევრ სტადიონზე საფარის პროლემაა, რადგან საფარის მოვლა ყველამ არ იცის. და მაინც, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საფეხბურთო ნიჭით საქართველო ყველასგან გამორჩეული ქვეყანაა, სამწუხაროდ, ჩვენ ფული არ გვაქვს.

- თქვენს ხელქვეითებს ნაკრებში აღარ უხმობენ. საინტერესოა, ვინ როგორ ფორმაშია?

- სამწუხაროა, რომ ლომაიამ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, არადა, გიორგი ასეთ ფორმაში ნაკრებში ყოფნის დროსაც არ ყოფილა. მან პოლონეთში ისეთ დონეზე ითამაშა, ყველა აღტაცებული დარჩა. ოდიკაძე გასულ სეზონში არასტაბილური იყო, რადგან მოუმზადებელი გადმოვიდა და 90 წუთს ვერ თამაშობდა. წელს ბევრად უკეთ გამოიყურება, მთელ მატჩს თავისუფლად ატარებს და "ლეხთან" ორივე მატჩშიც ძალიან მომეწონა. კანდელაკი გვიან დაგვემატა, მაგრამ პოლონელებთან მაგრად ითამაშა. სამწუხაროდ, ხელი მოტყდა და გარკვეული დრო გაუცდა. დამტვრეულია მჟავანაძე, აბრამიძე კი ფორმას მალე აღიდგენს. ჩემი ვაჟი, ბაჩანა "სიმურგში" გავანათხოვრეთ და მეუბნებიან, რომ ცუდად არ გამოიყურება, ოთხ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...