"არსენალის" გულშემატკივარსა და ტიერი ანრის შორის მომხდარ მცირე ინციდენტს "დეილი მეილის" მესვეტე მარტინ სამუელი გამოეხმაურა
"სუონსისთან" 21-ე ტურში წაგების შემდეგ "არსენალის" გულშემატკივარსა და ტიერი ანრის შორის მომხდარ მცირე ინციდენტზე უკვე მოგითხრეთ.

"ლიბერთი სთედიუმის" ტრიბუნებზე მოკალათებულმა ფანმა მასთან მიახლოებულ "მეთოფეებს" უხეშად მიმართა და წაგების გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც ვეტერანის (ანრი 34 წლისაა) განრისხება და არანორმატიული ლექსიკის გამოყენება მოჰყვა, რის გამოც მეორე დღეს ბოდიშის მოხდა მოუწია. ამ მოვლენას "დეილი მეილის" მესვეტე მარტინ სამუელი გამოეხმაურა. აი, რა დაწერა მან:

"ტიერი ანრიმ ლონდონი 2007 წელს დატოვა, რადგან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობდა. რა მოტივიც არ უნდა ჰქონოდა, მან ახალი კლუბი მოძებნა, "არსენალს" არჩია და წავიდა. აი, ეს არის მთავარი, რაც ანრის "არსენალის" იმ გულშემატკივრებისგან გამოარჩევს, რომლებიც გუნდს უელსში თან გაჰყვნენ. მათთვის "არსენალი" ყოველთვის დარჩება საუკეთესო კლუბად.

ვერანაირი ფინანსური მოტივი თუ გუნდის წარუმატებლობა ვერ აიძულებს მათ განუდგნენ საკუთარ რწმენას. დიახ, როცა იმედგაცრუებულები არიან გულშემატკივრებს ხანდახან ზედმეტი მოსდით, ხანდახან თავსაც გაბეზრებენ და ათასგვარ სისულელესაც ყვირიან ტრიბუნებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი მათი გულებიდან მოდის და ლოგიკურია, რომ მათი ტექსტები არ არის ისეთი "დაწმენდილი", როგორიც ანრის. ფრანგის ლექციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ტრიბუნებზე, გულშემატკივრებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ.

არა აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის ის, "ემირიტსის" საკულტო ფიგურისგან თუ არა. ტიერი ანრის არ აქვს უფლება მოითხოვოს ლოიალურობა იმათგან, ვისი ფრჩხილის ფასიც თავად სულ არ არის.

ამ ადამიანებს არ მიუტოვებიათ გუნდი ორი უტიტულო სეზონის შემდეგ. ყველა მოხარულია, რომ ანრი თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ დაუბრუნდა ინგლისურ ფეხბურთს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის უფრო მეტი, ვიდრე მგზავრი, რომელსაც რეისიდან რეისამდე დრო აქვს და ამიტომ შემოიხედა დასათვალიერებლად. მისი მთავარი სამუშაო ამერიკაშია. ის ამ გუნდში პირველი ყვავილების ამოსვლასაც არ დაელოდება, ისინი კი, ვინც მან ასე გალანძღა, დარჩებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის