"ნიუკასლმა" ბუნდესლიგური "ფრაიბურგიდან" სენეგალელი პაპის დემბა სისეს ტრანსფერი ორშაბათს გვიან საღამოს დაადასტურა
"ნიუკასლმა" ბუნდესლიგური "ფრაიბურგიდან" სენეგალელი პაპის დემბა სისეს ტრანსფერი ორშაბათს გვიან საღამოს დაადასტურა.

ფეხბურთელი ნისლიან ალბიონს სწორედ სისხამ დილას ეწვია, გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჩრდილოინგლისურ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სისე სენეგალის ნაკრების მოსამზადებელ შეკრებას იმავე დღეს დაუბრუნდა. რა დაჯდა ტრანსფერი, ამ თემაზე მხარეები დუმილს ამჯობინებენ.

"დეილი მეილი" ვარაუდობს, რომ "კაჭკაჭებს" ფეხბურთელში მინიმუმ 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ. გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ნაკრებში მისმა პარტნიორმა დემბა ბამ. პაპის დემბამ ბრაისგაუელთა შემადგენლობაში 2.5 წელიწადი გაატარა. ამ პერიოდში მან 65 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. სენეგალელი მე-9 ნომრით ითამაშებს.

სწორედ ამ ნომრით თამაშობდნენ თავის დროზე "სენტ ჯეიმს პარკზე" ალან შირერი და ენდი კეროლი. ფეხბურთელმა მცირე კომენტარი კლუბის ვებგვერდს მისცა: "მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იქნება "ნიუკასლში" გამოსვლა. დებიუტს მოუთმენლად დაველოდები. ვეცდები, მწვრთნელების და გულშემატკივრების ნდობა ბოლომდე გავამართლო. იმედი მაქვს, გულშემატკივრებს ოდესმე მიეცემათ ჩემით სიამაყის საფუძველი. კარგად მესმის, რამხელა პასუხიმგებლობაა "ნიუკასლში" 9 ნომრით თამაში. სწორედ ამიტომ კლუბის ისტორიის პატივისცემა მმართებს".

ფერგის ახალი კონტრაქტი

გოალ.ქომ-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სერ ალექს ფერგიუსონს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. რა ხანგრძლივობის იქნება ახალი ხელშეკრულება უცნობია. "ეშმაკები" უბერებელ შოტლანდიელს ანაზღაურებას უზრდიან. 70 წლის სპეციალისტი წელიწადში 6,5 მილიონ ფუნტს მიიღებს, ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემთხვევაში კი ბონუსის სახით დამატებით 1 მილიონს დაიმსახურებს. თუკი ფერგი ამ პირობებს დათანხმდება, ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელი გახდება. ამჟამად სერ ალექსი წელიწადში 4,5 მილიონს შოულობს. ყველაზე მაღალი ხელფასი კუნძულზე "არსენალის" დამრიგებელ არსენ ვენგერს აქვს - წელიწადში 6 მილიონი ფუნტი.

კარაგერი: ჩემი როლი შეიცვალა

"ლივერპულის" ვიცე-კაპიტნის ჯეიმი კარაგერის თქმით, მას ესმის, რომ გაუჭირდება ოდესმე კიდევ იყოს მშობლიური კლუბის წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ აღიარებს, რომ ეს ობიექტური გარემოებების გამო ხდება და ეს როლი არ აშინებს. აი, რას ამბობს ის: "ჩემი კონკურენტები შკრტელი და აგერი მშვენივრად ირჯებიან. პირადად თამაში ყოველთვის მინდა და ვიცი, რომ მწვრთნელი ჩემგან სხვას არც არაფერს ელის, მაგრამ ჩემი როლი შეიცვალა. ვალდებული ვარ, მწვრთნელის არჩევანსა და თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემს ადგილას თამაშობენ, პატივი ვცე. განვლილი წლების განმავლობაში კლუბმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

სწორედ ამიტომ არ ვაპირებ წუწუნს და ვინმესთან ჩხუბს. ვალდებული ვარ, პროფესიონალი ვიყო და ჩემს შანსს დაველოდო. მით უფრო, რომ უკვე აღარ ვარ იმ კონდიციაში, რომ ყველა მატჩი თავიდან ბოლომდე ვითამაშო".

არსენალის პლუს-მინუსი

22 იანვარს პრემიერლიგის 22-ე ტურში "ემირიტსზე" ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. სამწუხაროა, მაგრამ "მეთოფეებს" შეიძლება ტიერი ანრი დააკლდეთ, რომელმაც ოთხშაბათის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. რამდენად სერიოზულია ფრანგი ვეტერანის დაზიანება, ჯერჯერობით, უცნობია.

სამაგიეროდ მასპინძლებს ორი წამყვანი ფეხბურთელის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ესენი არიან ტომას ვერმაელენი და მიკელ არტეტა. ბელგიელსაც და ესპანელსაც სხვადასხვა სიმძიმის მუხლის ტრავმები აწუხებდათ, თუმცა სრული დატვირთვით ვარჯიშს უკვე შეუდგნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა