რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კონკურენტებზე, რბილად რომ ვთქვათ, აგდებით ილაპარაკეს
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები, მწვრთნელი და ხელმძღვანელები ბუნდესლიგის მეორე წრეს ერთობ თავდაჯერებულები რომ ხვდებიან, ამაზე უკვე არაერთხელ დავწერეთ. გერმანიის ჩემპიონატის განახლებამდე ორი დღით ადრე (ხვალ, მიუნხენური კლუბი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სტუმრობს), რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კონკურენტებზე, რბილად რომ ვთქვათ, აგდებით ილაპარაკეს.

რუმენიგემ "ბაიერნის" უმთავრესი კონკურენტისკენ, დორტმუნდის "ბორუსიასკენ" გაისროლა: "დღეს ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ "დორტმუნდი" ნელ-ნელა "ბაიერნის" დონეს უახლოვდება და რომ ჩვენ "ბორუსიასი" უნდა გვეშინოდეს. პირდაპირ ვიტყვი: "დორტმუნდის" ოდნავადაც არ გვეშინია! ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კლუბმა მართლაც განიცადა პროგრესი, მაგრამ გადახედეთ, როგორი შედეგები აჩვენა ევროტურნირებზე და "ბაიერნის" დონესთან მიახლოვებაზე მერე ვილაპარაკოთ."

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს "დორტმუნდი" ევროპა ლიგაში თამაშობდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა, 2011-ში კი, გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაში სცადა ბედი, მაგრამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მეტიც, BVB ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

ტონი კროოსი კი ხვალინდელ მატჩს გამოეხმაურა: "მომკალით და "გლადბახს" სერიოზულ კონკურენტად ვერ აღვიქვამ. პარასკევს აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვიგებთ კიდეც. საერთოდაც, ლიდერობას ბოლო ტურამდე არ დავთმობთ. ჩვენი მიზანი მეორე წრის პირველივე შეხვედრაში ხმაურიანი გამარჯვების მოპოვებაა, რათა ყველამ გაიგოს, რომ წელს გერმანიის ჩემპიონი აუცილებლად "ბაიერნი" გახდება!" - აცხადებს 22 წლის ნახევარმცველი "შპორტ ბილდითვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ "ბაიერნი" დორტმუნდს სამი ქულით უსწრებს, ხვალინდელ მეტოქე "გლადბახს" კი - ოთხით. თუმცა მიუნხენელებს არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ სეზონში მათ პირველი მარცხი სწორედ "გლადბახთან" იგემეს - პირველ ტურში "ალიანს არენაზე" 0:1 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ წინა სეზონში "ბაიერნმა" მიონხენგლადბახში ასევე ვერ მოიგო - 3:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე