კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გახდა, რომელიც "ჰიტმა" 27 ქულის სხვაობით მოიგო
გუშინდელ სათამაშო დღეს, ცენტრალური შეხვედრა უდავოდ "მაიამისა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება იყო. თითქმის ყველა ვარაუდობდა, რომ ფლორიდელები არ დაუშვებდნენ ზედიზედ მესამე წაგებას, შესაბამისად, "სპურსი" უბრალოდ განწირული იყო, მითუმეტეს, რომ გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს ამ სეზონში სტუმრად მატჩი არ წაუგიათ.

ამ მატჩში გადამწყვეტი გახდა მესამე მეოთხედი, რომელიც "ჰიტის" კალათბურთელებმა 27 ქულის სხვაობით მოიგეს. მასპინძლები საკუთარი ერთ-ერთი ლიდერის დუეინ უეიდის გარეშე თამაშობდნენ, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო ზედიზედ მეოთხე მატჩი გამოტოვა.

პროგნოზების მიუხედავად, ინიციატივა პირველი წუთებიდან სწორედ სტუმრებმა მოიპოვეს. "სპურსი" უშეცდომოდ მოქმედებდა შეტევაში - პირველი 15 ტყორცნიდან "მაიამის" კალათში 12 ბურთი ჩავარდა. უნაკლოდ თამაშობდა ტონი პარკერი, რომელმაც პირველ ტაიმში 16 ქულა ჰქონდა აქტივში. დიდი შესვენებისთვის სტუმრების 14-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა. "მაიამიში" არც ისე აქტიური იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელიც კრის ბოშმა დაჩრდილა - ის პირველი ტაიმის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.

მაგრამ "სან ანტონიომ" მთლიანად ჩააგდო მესამე მეოთხედი - 12 წუთში მხოლოდ 12 ქულა დააგროვა, იმ დროს, როცა მასპინძლებმა შეტევაში ფანტასტიკური მაჩვენებელი დააფიქსირეს - 39 ქულა.

პრაქტიკულად ყველა ბურთს აგდებდა ლებრონ ჯეიმსი - ცხრიდან შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში. "მაიამი" მატჩში პირველად წინ მესამე მეოთხედის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე გავიდა. ეს 18:0 (!) გაქცევის წყალობით მოხდა, ჯეიმსმა კი ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო.

ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები უკვე 13 ქულას იგებდნენ. "სპურსი" ამ დარტყმისგან ვეღარ გამოვიდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ჩიკაგომ" "მემფისთან" დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ "ფინიქსთან" საკუთარ მოედანზე შეძლო რეაბილიტირება. მართალია, "ბულზი" ამჯერედაც თავისი ლიდერის დერიკ როუზის გარეშე თამაშობდა, მაგრამ კარლოს ბუზერის აქტიურობაც საკმარისი აღმოჩნდა გასამარჯვებლად. ფორვარდმა 31 ქულით სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა, ამასთან 26 ქულა მან პირველა ტაიმში დააგროვა. სწორედ მატჩის ეს ნაწილი აღმოჩნდა გადამწყვეტი - დიდი შესვენებისთვის "ჩიკაგომ" 20-ქულიან უპირატესობას მიაღწია, რომლის ლიკვიდირება "ფინიქსმა" ვერ შეძლო.

არასტაბილურია NBA-ის ახალი ფავორიტი "კლიპერსი". ამ გუნდმა ზედიზედ ორ მატჩში მოახერხა "მაიამისა" და "ლეიკერსის" დამარცხება, მაგრამ ამას მოჰყვა 29 ქულით "იუტასთან" წაგება. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კალიფორნიელებს აკლდათ კრის პოლი და მო უილიამსი.

"იუტა" კი აღარ ხუმრობს. გუნდი, რომელსაც სეზონის წინ აუთსაიდერის როლი ჰქონდა მინიჭებული, შთამბეჭდავ შედეგებს აღწევს. "ჯაზმენებმა" ისე მოუგეს დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ მისცეს წინ გასვლის საშუალება. სტარტზევე "ჯაზმა" 13:2 გაქცევა განახორციელა და ამის შემდეგ მხოლოდ ზრდიდა ორნიშნა უპირატესობას. "კლიპერსის" განადგურებაში მასპინძლების რეზერვისტებმაც დაიდეს წილი, რომლებმაც ბოლო მეოთხედში 18:4 გაქცევა მოაწყვეს.

ისე კი, "კლიპერსის" წაგებაში გასაკვირი არაფერი იყო: ამ გუნდს სოლტ-ლეიკ-სიტიში 2003 წლის შემდეგ არ მოუგია და ამ ქალაქში ბოლო 45 მატჩიდან 43 (!) წააგო.

კლივლენდი-გ. სტეიტი 95:105

26:26, 24:29, 29:26, 16:24

კ: ჯეიმისონი (19+5 მოხსნა), ირვინგი (18+8 მოხსნა+5 პასი), ერდენი (14), კაპსი (11+6 მოხსნა), ვარეჟაო (10+13 მოხსნა).

გ-ს: ლი (29+9 მოხსნა), რობინსონი (17+10 პასი), რაში (14+5 მოხსნა), ტომპსონი (14), ელისი (10+3 ჩაჭრა), რაიტი (10), ბიედრინში (2 +11 მოხსნა).

მაიამი-სან ანტონიო 120:98

26:35, 23:28, 39:12, 32:23

მ: ჯეიმსი (33+5 მოხსნა+10 პასი), ბოში (30+8 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), მილერი (18), ჩელმერსი (13).

ს-ა: გრინი (20), პარკერი (18), ბლეირი (13+6 მოხსნა), ლეონარდი (12+6 მოხსნა), ნილი (12).

ჰიუსტონი-დეტროიტი 97:80

28:20, 19:20, 22:19, 28:21

ჰ: დალემბერი (14+12 მოხსნა), სკოლა (14+5 მოხსნა), ლოური (13+5 მოხსნა+5 პასი), პატერსონი (12), დრაგიჩი (11+5 პასი), მარტინი (11).

დ: პრინსი (20), გორდონი (18+3 ჩაჭრა), სტაკი (16), ნაიტი (15+3 ჩაჭრა), მონრო (4+11 მოხსნა+6 პასი).

იუტა-კლიპერსი 108:79

29:17, 23:24, 26:18, 30:20

ი: მილსეპი (20+6 მოხსნა), მაილსი (19+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰარისი (13), ბრუკსი (11+6 მოხსნა), კანტერი (10+5 მოხსნა), ჯეფერსონი (10+13 მოხსნა).

კ: ბატლერი (14), ფორტსონი (13), ფოიე (11), ბილაპსი (10+6 პასი), გრიფინი (10+11 მოხსნა).

ორლანდო-შარლოტი 96:89

17:24, 30:26, 20:17, 29:22

ო: ჰოვარდი (25+17 მოხსნა+4 დაფარება), ნელსონი (17), თურქოგლუ (15+5 მოხსნა), ანდერსონი (13+3 ჩაჭრა), უაფერი (13).

შ: ჰენდერსონი (22), უოკერი (15+6 პასი), ოგუსტინი (13+5 პასი+4 ჩაჭრა), ბიიომბო (11+10 მოხსნა).

ჩიკაგო-ფინიქსი 118:97

39:31, 28:16, 29:21, 22:29

ჩ: ბუზერი (31+6 მოხსნა), უოტსონი (23+5 პასი), დენგი (15+6 მოხსნა), ნოა (13+12 მოხსნა), ჰემილტონი (11+6 პასი), აშიქი (11).

ფ: ნეში (25+9 პასი), ლოპესი (16+6 მოხსნა), გორტატი (14+15 მოხსნა).

მილუოკი-დენვერი 95:105

21:26, 23:37, 23:22, 28:20

მ: ჯენინგსი (30+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰარისი (14+8 მოხსნა), ლური (11), დელფინო (10+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ილიასოვა (9+11 მოხსნა).

დ: ბრიუერი (22), ჰარინგტონი (16+5 მოხსნა), ნენე (14+9 მოხსნა), გალინარი (14+5 მოხსნა), აფლალო (11), ლოუსონი (11+5 მოხსნა+9 პასი), მილერი (8+11 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს