ესპანურ შეკრებაზე ალექს გარსიას გუნდმა მესამე საკონტროლო მატჩში "ტერასა" 5:3 დაამარცხა
დინამო-ტერასა 5:3

1:0 გურული (15. ჩისკოს პასით), 2:0 ძარია (34. მერებაშვილის პასით), 2:1, (?) 2:2 (?), 3:2 იაგუე (62), 4:2 იაგუე (68. ალვაროს პასით), 4:3 (?), 5:3 კახელიშვილი (86. კოშკაძის პასით)

დინამო: სეფიაშვილი (46. ზარქუა) - ლომიძე (74. ჩივაძე), კვეკვესკირი (74. რობერტინიო), ხმალაძე, თომაშვილი (7. ოდიკაძე, 46. ალვარო) - გერაუ (65. პაპავა), მერებაშვილი (46. კოშკაძე), ძარია - კოტო (46. კახელიშვილი), გურული (46. ჯიღაური), ჩისკო (46. იაგუე).

ესპანურ შეკრებაზე "დინამომ" მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მესამედაც გაიმარჯვა - ალექს გარსიას გუნდმა ამჯერად "ტერასა" დაამარცხა. როგორც ოქმიდან ხედავთ, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა თამაში ძირითადად ქართველთა უპირატესობით წარიმართა.

გარსიამ ამჯერადაც ბევრ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და გიორგი ლორიას შემდეგ საქმეში კიდევ ორი მეკარე ნახა. "დინამოს" ამ მატჩში ლევან ხმალაძემ უკაპიტნა, შეხვედრის დებიუტში კი გულვერდ თომაშვილი ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქნა.

"დინამოს" ვებგვერდის ცნობით, ჩვენებმა გოლები ასე გაიტანეს:

1:0 - სანდრო გურულმა ჩისკოს გადაცემა მიიღო და ესპანელთა კარი ერთი შეხებით დალაშქრა;

2:0 - გიორგი მერებაშვილი რამდენიმე მეურვეს გასცდა და ირაკლი ძარიას "დინამოს" მაისურით პირველი გოლი გაატანინა;

3:2 - ალბერტ იაგუე მეტოქის მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა;

4:2 - "დინამოს" ესპანელმა ფორვარდმა დუბლი თანამემამულე მიკელ ალვაროს გადაცემით შეასრულა;

5:3 - ალექსანდრე კოშკაძემ გიორგი კახელიშვილი მოძებნა, რომელმაც ესპანელი მცველი ჩამოიტოვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zesta
დინამოს ეს მინუსი აქ რო სუსტ გუნდებთან მართავს სპარინგს და ასე ვერ დაინახავს ტრენერი რა შეუძლია სინამდვილეში გუნდს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა