ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 36 წლის დევიდ ბექჰემმა "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 36 წლის დევიდ ბექჰემმა "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იუწყება ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ფეხბურთელის წინა ხელშეკრულებას ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა.

მას შემდეგ ფეხბურთელს "პარი სენ-ჟერმენთან" ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ, დიდწილად ოჯახური მიზეზების გამო, მან ევროპაში დაბრუნებაზე უარი თქვა და ამერიკაში დარჩა. ამრიგად, ბექზი კარიერის დასრულებას სწორედ "ანგელოზთა ქალაქში" გეგმავს.

"ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მოგეხსენებათ, უამრავი წინადადება მქონდა მთელი მსოფლიოდან, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჯერ კიდევ მინდა ამერიკაში ცხოვრება, თამაში "გალაქსიში" და ტიტულების ამ კლუბში მოგება. ჩემი თვალით ვხედავ, რა პოპულარულია ფეხბურთი შტატებში და ეს პოპულარობა თანდათან იზრდება. ჩემი ოჯახი წარმოუდგენლად ბედნიერია ამ ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ აქ რამდენიმე წელიწადი დიდი სიამოვნებით დავრჩებით", - განაცხადა ბექჰემმა.

შეგახსენებთ, რომ დევისი "გალაქსიში" 2007 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა, სადაც 4 წელიწადი გაატარა. ორჯერ, 2009 და 2010 წლებში იჯარის წესით ის "მილანშიც" გამოდიოდა. "როსონერიში" ფეხბურთელმა 27 შეხვედრაში სულ 2 გოლის გატანა მოახერხა.

ამჟამინდელ კლუბში კი მას 82 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 12 გოლია. 2011 წლის ნოემბერში დევიდმა "გალაქსიში" MLS-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა