"ინტერთან" წაგებული დერბის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ სათასო პაექრობისთვის თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა
"ინტერთან" წაგებული დერბის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ სათასო პაექრობისთვის თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა.

განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურებოდა შეტევის ხაზი, სადაც ვეტერან ფილიპო ინძაგის ახალგაზრდა სტეფან ელ შაარავი შეუწყვილდა.

პრესაში ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაციები პიპოს გასხვისების და "პატარა ფარაონის" განათხოვრების შესახებ, ამიტომ, ორივე მოტივირებული იყო მწვრთნელისთვის შესაძლებლობები დაემტკიცებინათ. ამიტომ იყო, რომ 38 წლის ინძაგიმ იმაზე მეტი ირბინა მინდორზე, ვიდრე დერბიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ალეშანდრე პატომ ერთად. მოკლედ, სუპერპიპომაც და ელ შაარავიმაც ძალიან მოინდომეს და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

განსაკუთრებით ეს ელ შაარავიზე ითქმის, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი გახლდათ; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტეფანმა ულამაზესი გოლით გახსნა ანგარიში - მატჩის 24-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "პატარა ფარაონმა" ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთი ახედა მოედანს და უძლიერესი დარტყმით "ნოვარას" კიპერი უშანსოდ დატოვა, 1:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად, მომენტებიც სტუმართა კართან მეტი შეიქმნა. თუმცა, შეხვედრის 88-ე წუთზე "მილანის" კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რადოვანოვიჩის უძლიერეს დარტყმას კი მარკო ამელიამ ვერაფერი მოუხერხა, 1:1.

ამ დროისთვის მოედანზე ალეშანდრე პატო იყო გამოსული, რომელიც მასიმილიანო ალეგრიმ ფილიპო ინძაგის ჩაანაცვლა. ანუ, შეტევაში ელ შაარავი-პატოს ტანდემი მოქმედებდა და სწორედ მათ კომბინაციას მოჰყვა "მილანის" მეორე და გამარჯვების გოლი - მე-100 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ელ შაარავიმ პატოს შესანიშნავი პასი გაუკეთა და ბრაზილიელი კიპერთან ერთი-ერთზე გაიყვანა, ალეშანდრემ თავზე გადაუგდო ბურთი "ნოვარას" მეკარეს და ცარიელი კარი დალაშქრა, 2:1.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა "მილანში" დაბრუნებულმა ალექსანდერ მერკელმაც მიიღო და მთლიანობაში, მანაც სააკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საგულისხმოა, რომ "მილანი", "ნოვარას" სერია A-ს მომდევნო ტურშიც შეხვდება და ამჯერად, გასვლაზე მოუწევს ასპარეზობა. ნამატჩევს, ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:

"მერკელის და ელ შაარავის თამაში ძალიან მომეწონა და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მათ დიდი სათამაშო დრო მიეცემათ. ისე კი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პაექრობა 120 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ასეთ რთულ გრაფიკში, მომქანცველი სათასო პაექრობა ჩემს გეგმებში არ ჯდებოდა. ამასთან, პატომ იგრძნო ფეხში ტკივილები და სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. იმედია, სერიოზული არაფერია და მომდევნო მატჩში მონაწილეობას მიიღებს. რაც იყო, იყო - მთავარია, "ნოვარა" დავამარცხეთ და თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავედით".

მილანი-ნოვარა 1:1 დ.დ. 2:1

გოლები: 1:0 ელ შაარავი (24), 1:1 რადოვანოვიჩი (88), 2:1 პატო (100).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად