"ნაპოლისა" და "იუვენტუსს" ყოფილი ფეხბურთელი "კორიერე დელო სპორტსთან" საინტერესო საკითხებზე საუბრობს
ჩირო ფერარას წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, იტალიის ეროვნული ნაკრების, "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც მწვრთნელობას მიჰყო ხელი და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.

ერთი ხანობა, თვით "იუვეს" მთავარი მწვრთნელი იყო, დღეს კი იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს უდგას სათავეში და შედეგებიც საკმაოდ კარგი აქვს. "აძურინის" მესაჭე პრესასთან ურთიერთობით თავს იშვიათად იწუხებს და რადგან "კორიერე დელო სპორტს" საკმაოდ ვრცლად ესაუბრა, გადავწყვიტეთ მისი ნააზრევი თქვენამდე მოგვეტანა. მით უმეტეს, ფერარა საკმაოდ საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

მეტი სითამამე...

რა არის იტალიური გუნდების მთავარი პრობლემა? - გეტყვით, ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ საკითხს ჩემი ინტერესებიდან ვუყურებ. ვფიქრობ, რომ სერია A-ს გუნდებმა მეტი სითამამე უნდა გამოიჩინონ და ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ძირითადი შემადგენლობისკენ გზა გაუხსნან.

შეხედეთ "ბარსელონას", მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, სადაც ძირითად ბირთვს კლუბის აღზრდილები შეადგენენ - რა ხდება ამ მხრივ ჩვენთან? - ახალგაზრდებს სხვადასხვა გუნდებში ანათხოვრებენ და უყურადღებოდ ტოვებენ, აქცენტი კი ლეგიონერების დამატებაზე კეთდება.

იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში წამყვანი ადგილები სერია B-ს გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებს უკავიათ; შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც ისინი: ალესანდრო კრეშენცი, რომელიც "რომას" საკუთრებაა და "ბარიში" ასპარეზობს; "ინტერის" აღზრდილი ჯულიო დონატი, რომელიც დღეს "პადოვას" ღირსებას იცავს; ფაუსტო როსი "იუვეს" საკუთრება, რომელიც "ვიჩენცაში" საოცრად კარგად ასპარეზობს; ლორენცო ინსინიე "ნაპოლიდან" "პესკარაში" განათხოვრებული და ჩირო იმობილე, რომელიც იმავე "პესკარაში" ბრწყინავს, ოღონდ "იუვენტუსს" ეკუთვნის. კიდევ ბევრი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეიძლება და სამწუხაროდ, მათ მიმართ სერია A-ს გუნდები ნაკლებ ინტერესს იჩენენ.

არადა, ცოტა მეტი სითამამე და ამით, იტალიური კლუბებიც მოიგებენ და ჩვენი ქვეყნის ნაკრებებიც, იქნება ეს ახალგაზრდული, თუ ეროვნული.

სერია A

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, სერია B-ს შეხვედრებს უფრო ხშირად ვესწრები, მაგრამ რა თქმა უნდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებასაც ყურადღებით ვადევნებ თვალს. პირადად ჩემში ყველაზე დიდ სიმპატიებს ორი გუნდი იმსახურებს: "რომა" და "ნაპოლი".

ლუის ენრიკე ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს და უკვე ჩანს ის გუნდი, რომელიც მომავალში მწვერვალებს დაიპყრობს. მე ასე მგონია და იმედია, რომ არ ვცდები. როგორც უკვე აღვნიშნე, ენრიკე ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა და ეს ყველაზე მეტად მომწონს - მან ფაქტობრივად დაგვიბრუნა ფაბიო ბორინი, რომელიც "ჩელსიში" სულ ტყუილად ცდებოდა. მოკლედ, "რომას" განსაკუთრებულად ვაკვირდები და ამ გუნდს ვგულშემატკივრობ კიდეც.

რაც შეეხება "ნაპოლის", აქ ის მიზანმიმართული მუშაობა მხიბლავს, რომლის წყალობითაც გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს.

დარწმუნებული ვარ, პროცესი გაგრძელდება და ნეაპოლური გუნდი ევროპული ფეხბურთის გრანდად იქცევა.

"ნაპოლის" წარმატება განსაკუთრებულად მსიამოვნებს, რადგან წლების განმავლობაში ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი ვიყავი.

იუვენტუსი

რიგ საკითხებში, ანტონიო კონტეს გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს ბადებს, მაგრამ მთლიანობაში, კლუბში მიმდინარე პროცესებით და გუნდის ზრდის ტემპებით მაინც კმაყოფილი ვარ. მაინც რაში არ ვეთანხმები კონტეს? - მაგალითად, იმაში, რომ სებასტიან ჯოვინკო დღემდე "პარმას" თავდამსხმელია, "იუვენტუსს" კი შეტევაში 10-11 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაგან ნახევარი აბსოლუტურად გამოუსადეგარია. თუმცა, ეს ყველაფერი თავად კონტეს გადასაწყვეტია და ისე არ გამიგოთ, რომ ანტონიოს ვაკრიტიკებდე. მთავარი შედეგია, შედეგი კი ტურინულ გრანდს ძალიან კარგი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა