გააგრძელა წაუგებელი გამოსვლა მოსკოვის ცსკა-მ, რომელიც E ჯგუფში თამაშობს, რუსეთის ჩემპიონმა ევროლიგაზე ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო
განახლდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირის - ევროლიგის გათამაშება. პირველ დღეს გაიმართა მეორე ჯგუფური ეტაპის (TOP16) საწყისი ტურის სამი შეხვედრა.

გააგრძელა წაუგებელი გამოსვლა მოსკოვის ცსკა-მ, რომელიც E ჯგუფში თამაშობს. არმიელები პირეოსში სტუმრობდნენ ბერძნულ გრანდს "ოლიმპიაკოსს".

პირველი მეოთხედი მინიმალური ანგარიშით სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე მეოთხედში ინიციატივა "ოლიმპიაკოსმა" მოიპოვა და დიდი შესვენებისთვის ოთხი ქულით გაიჭრა წინ.

მეორე ტაიმშიც გარკვეული ხანი გრძელდებოდა თანაბარი თამაში, მაგრამ თანდათან გამოიკვეთა ცსკა-ს უპირატესობა. მესამე მეოთხედში სტუმრები რვა ქულით გაიქცნენ და ბოლო 10-წუთეულის წინ ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ამას დასკვნით მეოთხედში კიდევ ოთხი ქულა დაუტოვეს და 86:78 გაიმარჯვეს.

ცსკას რიგებში ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო სერბი ცენტრი ნენად კრსტიჩი, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. რუსეთის ჩემპიონმა ევროლიგაზე ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო.

მოიგო მეორე რუსულმა კლუბმაც. ყაზანის უნიქსი "ფენერბაჰჩეს" მასპინძლობდა და ძალიან ახლოს იყო დამარცხებასთან. რუსებმა კატასტროფულად ითამაშეს მეორე მეოთხედში - ეს 12 წუთი 9:23 წააგეს და დიდი შესვენებისთვის მათი ჩამორჩენა 17 ქულას შეადგენდა.

თითქოს ფენებრაჰჩეს მშვიდად უნდა მიეყვანა მატჩი გამარჯვებამდე, მაგრამ უნიქსმა პატარა სასწაული მოახდინა. მასპინძლებმა მესამე მეოთხედში დაუბრუნეს ინტრიგა მატჩს, როცა ჩამორჩენას 14 ქულა ჩამოაკლეს. მართალია, ბოლო მეოთხედის წინ "ფენერბაჰჩე" სამ ქულას იგებდა, მაგრამ ფსიქოლოგიურაად გატეხილი იყო. ამით კარგად ისარგებლა უნიქსმა და ბოლო მეოთხედში საბოლოო დარტყმა მიაყენა მეტოქეს.

23:15 მეოთხე მეოთხედში და 76:71 მთლიანად მატჩში - ასეთი იყო ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში.

F ჯგუფში "მონტეპასკიმ" "ბილბაო" მიიღო და მხოლოდ პირველ მეოთხედში შეექმნა პრობლემები. ესპანელებმა 18:14 მოიგეს საწყისი 12 წუთი. მაგრამ ანალოგიური ანგარიშით დასრულდა მეორე მეოთხედი, ოღონდ იტალიელთა სასარგებლოდ და დიდი შესვენებისთვის თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.

მეორე ტაიმმა კი მონტეპასკის სრული უპირატესობით ჩაიარა. მესამე და მეოთხე მეოთხედები მასპინძლებმა ერთნაირი სხვაობით - 7 ქულით მოიგეს, რამაც მათ 14 ქულით გამარჯვება მოუტანა.

მასპინძელთა რიგებში ორი კალათბურთელის გამორჩევა შეიძლება: ამერიკელებმა მაკალებმა და ანდერსონმა 18-18 ქულა დააგროვეს. "ბილბაოს" რიგებში ბერძენი ვასილიადისი იყო ყველაზე შედეგიანი 16 ქულით.

E ჯგუფი

ოლიმპიაკოსი-ცსკა 78:86

21:22, 23:18, 14:22, 20:24

ო: გეჩევიჩუსი (14), ანტიჩი (13), ჰეინსი (13+6 მოხსნა), სპანულისი (11).

ც: კრსტიჩი (18), ხრიაპა (16+7 მოხსნა), შიშკაუსკასი (12), კირილენკო (11), გორდონი (10).

F ჯგუფი

მონტეპასკი-ბილბაო 81:67

14:18, 18:14, 24:17, 25:18

მ: მაკალები (18), ანდერსენი (18+7 მოხსნა).

ბ: ვასილიადისი (16), ბანიჩი (11), გრიმაუ (10).

G ჯგუფი

უნიქსი-ფენერბაჰჩე 76:71

15:18, 9:23, 29:15, 23:15

უ: ვერემეენკო (17+11 მოხსნა), დომერკანტი (16), ლაიდეი (16), სამოილენკო (16+10 პასი).

ფ: ბოგდანოვიჩი (24), ონანი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"