ზაფხულის სატრანსფერო სეზონი დაიხურა, ევროპაში ასობით ფეხბურთელმა გამოიცვალა კლუბი. საინტერესოა, თუ რომელმა კლუბებმა იმუშავეს ყველაზე ნაყოფიერად...

ტოპ სამეული: ვილია, სილვა, მილნერი

ზაფხულის სატრანსფერო სეზონი დაიხურა, ევროპაში ასობით ფეხბურთელმა გამოიცვალა კლუბი. საინტერესოა, თუ რომელმა კლუბებმა იმუშავეს ყველაზე ნაყოფიერად ბაზარზე. პრინციპში, ეს უფრო დროდადრო გამოჩნდება, იმის მიხედვით, როგორ გაამართლებენ ახალწვეულები. ახლა კი შეგვიძლია მოგითხროთ, რომელმა გუნდებმა დახარჯეს მეტი თანხები ტრანსფერებში და ვინ იშოვნა ყველაზე მეტი ფული.

ყველაზე მეტი პრემიერლიგურმა "მანჩესტერ სიტიმ" დახარჯა, რომელმაც დავიდ სილვა, ალექსანდარ კოლაროვი, იაია ტურე, მარიო ბალოტელი და სხვები შეიძინა. ჯამში 40 წლის არაბ შეიხ მანსურს 145,5 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწია, ეს კი სეზონის რეკორდია. სხვათა შორის, "სიტიმ" რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა კიდეც (რობინიო, სტივენ აირლენდი და სხვები), რის წყალობითაც 36 მილიონი ევრო იშოვნა.

მეორე ადგილზე შარშანდელი სატრანსფერო საგიჟეთის მომწყობი "რეალია". ერთი წლის წინათ "სამეფო კლუბმა" მხოლოდ კრიშტიანო რონალდოში გადაიხადა 96 მილიონი ევრო. წლეულს ჯამში დახარჯა ამაზე ნაკლები, თუმცა მეორე ადგილზე მაინც გავიდა, ანხელ დი მარიას, მესუთ იოზილს, სამი ხადირას და სხვების სანაცვლოდ "რეალმა" ჯამში 81 მილიონი ევრო დახარჯა. აი, შემოსავლით კი მადრიდულ გრანდს არაფერი შემოსვლია "მანჩესტერ სიტისგან" განსხვავებით. ჯერჯერობით კიდევ არ არის ცნობილი ვიგულისხმოთ თუ არა რაფაელ ვან დერ ვაარტის ტრანსფერი (9,7 მილიონი ევრო) შემოსავლებში, რადგან ამ ტრანსფერის ბედი ჰაერშია გამოკიდებული.

ტოპ სამეულში კიდევ ერთი ესპანური კლუბია - "ბარსელონა", რომელსაც ეკუთვნის ამ სატრანსფერო სეზონის აბსოლუტური რეკორდი - დავიდ ვილიას სანაცვლოდ კატალონიურმა გრანდმა "ვალენსიას" 40 მილიონი ევრო გადაუხადა. საერთო ჯამში კი "ბარსელონას" ეს ზაფხული 71,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. "ბარსელონამ" დმიტრო ჩიგრინსკის, იაია ტურეს და სხვების გაყიდვით ჯამში 45 მილიონი ევრო შემოუვიდა. ამიტომაც ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკის წყალობით "ბარსამ" სულ 26 მილიონი დოლარი გაიღო და გუნდიც აშკარად გააძლიერა.

სეზონის 10 მხარჯველ კლუბში 2-2 წარმომადგენელი ჰყავს ინგლისს, იტალიას, ესპანეთსა და... რუსეთს, თითო გერმანიას და საფრანგეთს. მარაქაში რუსების გარევა უკვე აღარავის უკვირს, უბრალოდ, წლეულს ყაზანის "რუბინმა" და სანკტ პეტერბურგის "ზენიტმა" ნამეტანი შეძლეს - 43-43 მილიონი ევრო დახარჯეს! სხვათა შორის, სტატისტიკაში ყველანაირი ხარჯია მითითებული, არა მხოლოდ რომელიმე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, არამედ ის თანხა, რისი გადახდაც გუნდს რეალურად უწევს.

ეს სტატისტიკა არ იქნებოდა სრული, რომ არ შემოგვეთავაზებინა თქვენთვის იმ კლუბების სია, რომელთაც ყველაზე მეტად ისარგებლეს ფინანსური თვალსაზრისით. სარფიანად გამყიდველთა სიას სათავეში "ვალენსია" უდგას - "ღამურებმა" გუნდიდან დავიდ ვილია, დავიდ სილვა, კარლოს მარჩენა, ნიკოლა ჟიგიჩი და სხვები გაუშვეს და ჯამში 84 მილიონი ევრო მიიღეს. ესპანური კლუბისთვის სამწუხაროდ, შემოსული თანხების დიდი ნაწილი კრედიტების დაფარვაში წავიდა. მეორე ადგილზეა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ინტერი", რომელსაც ამ ზაფხულს ფეხბურთელთა გაყიდვით 53 მილიონი ევრო შეუვიდა, მესამეზეა ლისაბონის "ბენფიკა" - 50 მილიონი.

ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი, როგორც აღვნიშნეთ, დავიდ ვილიას "ბარსელონაში" გადასვლაა - 40 მილიონი ევრო. შემდეგ მოდის დავიდ სილვას ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიში" - 32 მილიონი, მესამეზე კი ჯეიმს მილნერის გადასვლაა "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტიში", თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ რომ 30 მილიონ ევროში საპირისპირო მიმართულებით წასული სტივენ აირლენდის ტრანსფერიც იგულისხმება (9,7 მლნ. ევრო).

ზაფხული-2010

10 ყველაზე მხარჯველი კლუბი

1. მანჩესტერ სიტი ინგლისი 145,5 მლნ. ევრო

2. რეალი ესპანეთი 81

3. ბარსელონა ესპანეთი 71,5

4. იუვენტუსი იტალია 56,5

5. რუბინი რუსეთი 43,1

6. ზენიტი რუსეთი 43

7. ჯენოა იტალია 41,4

8. ვოლფსბურგი გერმანია 38,9

9. ჩელსი ინგლისი 38

10. მარსელი საფრანგეთი 37,5

5 ყველაზე შემოსავლიანი კლუბი ტრანსფერებიდან

1. ვალენსია ესპანეთი 84 მლნ. ევრო

2. ინტერი იტალია 53

3. ბენფიკა პორტუგალია 50

4. ბარსელონა ესპანეთი 45

5. ლივერპული ინგლისი 38

ყველაზე ძვირი ფეხბურთელები

1. დავიდ ვილია ვალენსია-ბარსელონა 40 მლნ ევრო

2. დავიდ სილვა ვალენსია-სიტი 32

3. ჯეიმს მილნერი ასტონ ვილა-სიტი 30

4. მარიო ბალოტელი ინტერი-სიტი 28

5. ანხელ დი მარია ბენფიკა-რეალი 25

ფოტო: შეიხ მანსურს ყველაზე მეტი თანხის გაღება მოუწია

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა