NBA: "დალასმა" ლოსანჯელესურ კლუბებთან ბოლო წამებზე დასანანი წაგებების შემდეგ, "იუტასთან" შეძლო გამარჯვების შენარჩუნება
"დალასმა" ლოსანჯელესურ კლუბებთან ბოლო წამებზე დასანანი წაგებების შემდეგ, სოლტ-ლეიკ-სიტიში შეძლო გამარჯვების შენარჩუნება, არადა, აქამდე "იუტას" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა.

დაძაბული გრაფიკისა და ლიგაში ყველაზე "ხანდაზმული" შემადგენლობის მიუხედავად, "დალასმა" შესანიშნავად დაიწყო და ახალგაზრდა მეტოქეს სოლიდური ტემპი შესთავაზა. მასპინძელი აყვა თამაშის რითმს, მაგრამ "ჯაზს" მომენტების რეალიზაციის პროცენტი (33.1) არ უვარგოდა.

"მავერიქსის" ანალოგიური მაჩვენებელი პირველ მეოთხედში 52 პროცენტი იყო. მასპინძლებს დაცვაც არ უვარგოდათ და მეორე მეოთხედის შუაში "დალასმა" 20:8 გაქცევა მოაწყო, დიდ შესვენებისთვის კი გასახდელში 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

"დიდი შესვენებისთვის" მასპინძლებმა სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი და უნარიანად პასუხობდნენ "დალასის" "ჩხვლეტებს". "მეორეწლიანმა" გორდონ ჰეივორდმა ორ წუთში თავისი გუნდის 10:0 გაქცევას შეუწყო ხელი და მოედანზე სიტუაცია გათანაბრდა. "დალასმა" აშკარად უკლო თამაშს. სტუმრებმა მხოლოდ 12 ქულა დააგროვეს მესამე მეოთხედში და ახლა მათ ჰქონდათ ტყორცნების რეალიზაციის 31 პროცენტი. სროლა არ მისდიოდა დირკ ნოვიცკის, ძალიან სუსტად შევიდა თამაშში ჯეისონ ტერი. ბოლო მეოთხედისთვის მასპინძლებმა ორი ქულით წინ გასვლა მოახერხეს.

მაგრამ მეტის გაკეთება "იუტამ" ვერ შეძლო. "დალასის" გეგმებში არ შედიოდა ზედიზედ მესამე მატჩის ბოლო წამებზე წაგება. ამიტომაც როდრიგ ბობუამ თავის თავზე აიღო თამაში და გაარღვია "ჯაზმენთა" დაცვა. ფრანგი მცველი, რომელმაც ბოლო მეოთხედში 10 ქულა დააგროვა, ნებისმიერი სიტუაციიდან უტევდა, თანაც დაცვასაც არ ივიწყებდა - ორი დაფარება გააკეთა. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე მასპინძლებმა ისევ გამოძებნეს საკუთარ თავში ძალები და გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ კვლავ გადამწყვეტ მომენტში ჯეისონ ტერიმ იყოჩაღა, როცა რიგითი სამქულიანი მოათავსა კალათში. მას წამოეხმარა მატჩის მთავარი გმირი შონ მერიონი და საქმე გაკეთებული იყო.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში "ჰიუსტონმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მიაღწია - ოვერტაიმში მოუგო "ნიუ ორლეანს". "რაკეტებმა" თავად შეიქმნეს პრობლემები მეოთხე მეოთხედში, რომელშიც მხოლოდ შვიდი ქულა დააგროვეს. "ნიუ ორლეანი" თითქმის მთელი მატჩი მდევრის როლში იყო და საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე 10 ქულას აგებდა.

სტუმრებს სამი წუთი ეყოთ 8:0 გაქცევის მოსაწყობად და შემდეგ თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად, სადაც უკვე თავად დაწინაურდნენ ხუთი ქულით. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თავისი სიტყვა თქვა სამუელ ლადემბერმა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა მეტოქის ფარზე და პარტნიორების შეცდომები გამოასწორა. ცენტრმა წუთნახევარში ხუთი ქულა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. "ჰორნეტსმა" მატჩის ხელმეორედ გადარჩენა ვერ შეძლო და ბოლო 13 მატჩში მეთერმეტედ დამარცხდა.

ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 90:88 (ო)

32:27, 26:22, 17:14, 7:19, 8:6

ჰ: მარტინი (32+8 მოხსნა), ლი (17+3 ჩაჭრა), დალემბერი (15+17 მოხსნა), სკოლა (13).

ნ-ო: სმიტი (17+5 მოხსნა+3 დაფარება), ჯეკი (15+5 მოხსნა+7 პასი), ბელინელი (15), ოკაფორი (8+12 მოხსნა).

იუტა-დალასი 91:94

22:25, 28:34, 21:12, 20:23

ი: ჯეფერსონი (22+9 მოხსნა), მაილზი (17), მილსეპი (16+12 მოხსნა), ბურქსი (10).

დ: მერიონი (22+7 მოხსნა), ბობუა (17), ნოვიცკი (12+5 მოხსნა), ოდომი (11), ტერი (10), კიდი (2+5 მოხსნა+11 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა