ექიმებმა დეტალურად გამოიკვლიეს ყველაფერი და დადგინდა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს მინიმუმ 3-4 კვირით მოუწევს უქმობა
გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ "მილანი"-"ნოვარას" სათასო პაექრობაში ალეშანდრე პატო ფეხის ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც სამედიციონო შემოწმების ჩატარება გახდა საჭირო.

ექიმებმა დეტალურად გამოიკვლიეს ყველაფერი და დადგინდა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს მინიმუმ 3-4 კვირით მოუწევს უქმობა. ერთი სიტყვით, პატო ისევ დაშავდა და ისევ გამოტოვებს პრინციპულ პაექრობებს. ამ ამბავმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ძალიან დაამწუხრა:

"სამწუხაროა, რომ პატო ისევ დაშავდა და დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს. მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება იმისთვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს და ამის საშუალება არ ეძლევა. არც კი ვიცი რა ვთქვა, იმედია, ერთხელ და სამუდამოდ მოიშუშებს ტრავმას და საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს".

გალიანის განწყობა სრულიად გასაგებია, მით უმეტეს, სულ ახლახანს მილანელებმა კოლოსალურ თანხაზე თქვეს უარი და ბრაზილიელი ფორვარდი ფრანგულ პსჟ-ში არ გაუშვეს - იქნებ სულ ტყუილად, ალეშანდრე სეზონის დიდ ნაწილს მაინც ლაზარეთში ატარებს...

ამასობაში, მილანურ დერბიში მარცხზე კომენტარი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და იქვე, კიდევ ერთხელ დასძინა, რომ კარიერის ბოლომდე "მილანში" სურს ასპარეზობა:

"დერბიში მარცხმა ძალიან გამაბრაზა, მაგრამ რას ვიზამთ, შრომა ჩვეულ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. მით უმეტეს, წინ მეორე დერბია და რევანშის საშუალება აუცილებლად გვექნება. ვფიქრობ, რომ მეტოქემ უფრო პრაგმატულად ითამაშა, "ინტერი" შედეგზე იყო ორიენტირებული და ეს დაუფასდა კიდეც. არ მინდა რანიერის გუნდს გარჯა დავუკარგო, მაგრამ განვლილმა დერბიმ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს. დიახ, "მილანი" იტალიაში სწორედაც რომ საუკეთესოა და ჩემიო აზრით, მალე ევროპაშიც არ გვეყოლება ბადალი. მსურს კარიერა სწორედ "როსონერიში" დავასრულო და გუნდთან ერთად კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"