კოტე ტუღუშის შეგირდებმა მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ფინალში შსს დამაჯერებლად, 99:83 დაამარცხეს
20 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი

არმია-შსს 99:83

25:18, 30:10, 27:26, 17:29

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

კომისარი: რ. ხომერიკი.

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ნოდარ ქორქიამ გამარჯვებული გუნდის კაპიტან ზვიად ბაბიაშვილს თასი საზეიმო ვითარებაში გადასცა. მართალია, მემორიალში გამარჯვება ჩემპიონატის მოგებას ვერ გაუტოლდება, მაგრამ შეჯიბრება მართლაც საინტერესო გამოდგა და არმიელებმაც შესაბამისად გაიხარეს.

მიხეილ ქორქია ფორვარდი იყო, ზურაბ საკანდელიძე - უკანახაზელი. ამიტომ, ტურნირის დაარსების დღიდან სახელდება ამ ამპლუების საუკეთესო მოთამაშეები. მემორიალის #1 ფორვარდი ჯერემი რიჩარდსონი გახდა, ხოლო უკანახაზელი - ბენჟამინ ვუდსაიდი. ორივე "არმიას" წარმომადგენელია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან კოტე ტუღუშის შეგირდებმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარეს, ჯგუფშიც ორივე მატჩი მოიგეს და ფინალშიც დამაჯერებლად იმარჯვეს.

გადახედეთ მატჩის სტატისტიკას: დიდი სხვაობა დაფიქსირდა როგორც ანგარიშში (99:83), ასევე მოხსნებში (54:31). საყურადღებოა ისიც, რომ შსს-ს კალათბურთელები მეტოქის ფარიდან ასხლეტილ ბურთს მხოლოდ 5-ჯერ დაეუფლნენ. მოხსნებში დაფიქსირებული 23-იანი სხვაობა თვალნათლივ მიუთითებს ფარქვეშ არმიელთა უპირატესობაზე.

შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი სწორედ ეს იყო. თავად განსაჯეთ: სამწამიანი ზონიდან "არმიამ" ორჯერ მეტი ქულა მოაგროვა - 48 (შსს-მ 24).

ხაზი უნდა გაესვას არმიელთა დაცვის სიმწყობრესაც. შსს-ს რიგებში ძლიერი ინდივიდუალისტები თამაშობენ, რომელთა შეჩერება ბევრ ქართულ გუნდს უჭირს. პირველ მეოთხედში "არმიამ" სათანადოდ დალაგება ვერ შეძლო, თუმცა მეორე ათწუთეულში ევროპული დონის დაცვა დააყენა და მეოთხედი 30:10 მოიგო. ამის შემდეგ შსს-ს კალათბურთელებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ არათუ თამაშის შემოტრიალება, სხვაობის შემცირებაც ვერ მოახერხეს...

...ან როგორ უნდა შეემცირებინათ, როცა არმიელები სნაიპერის სიზუსტით ისროდნენ. ორქულიანები - 51.7 პროცენტით, სამქულიანები - 47.1 პროცენტიანით. ვუდსაიდი და რიჩარდსონი შემთხვევით როდი დასახელდნენ საუკეთესოებად: პირველმა 22 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მეორემ - 21 ქულა და 9 მოხსნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნელ-ნელა იხსნება ჯერემი რიჩარდსონი, რომელსაც უდაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

- ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. დიდებულ ატმოსფეროში მოგვიწია თამაშმა. გულშემატკივრებმა დამატებითი ენერგია შეგვმატეს. გუნდთან ერთად პირველი ჯილდო მოვიგე. იმედი მაქვს, ასევე წარმატებით განვაგრძობთ, - აღნიშნა საუკეთესო უკანახაზელმა ბენჟამინ ვუდსაიდმა.

არაფერი გვითქვამს უილიამ ტომასზე. მართალია, 20 ქულას ვერ ასცდა (16), მაგრამ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სასარგებლო იყო. უმთავრესად სწორედ მისი დამსახურებაა შსს-ს კალათბურთელებს სამწამიანი ზონიან ბურთის ჩაგდება რომ უჭირდათ.

მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლის ავტორი შსს-ელი რობო კრეპსი იყო - 22 ქულა, 10 პასი. ლარი ბლერის (მანაც 22 ჩააგდო) ჩამოსვლის შემდეგ კრეპსის ქულათა რაოდენობამ იკლო, თუმცა ამჯერად რობომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა. როცა გახსნაზე ვლაპარაკობთ, ჯეფრი მაკქემონიც უნდა ვახსენოთ, რომელმაც გუშინ 16 ქულას მოუყარა თავი.

რა თქმა უნდა, კმაყოფილი იყო "არმიას" თავკაცი კოტე ტუღუში:

- ძლიერი მეტოქე გვყავდა. შსს-მ ეს წინა მატჩებშიც დაამტკიცა, მაგრამ ფინალს სათანადოდ მობილიზებულები შევხვდით და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. აღსანიშნავია, დაცვაში დამაჯერებელ თამაში, რამაც გამარჯვება განაპირობა. ქორქია-საკანდელიძის მემორიალი "არმიას" მოგებული არ ჰქონდა და მოხარული ვარ, რომ თასი ჩვენ დაგვრჩა. ვულოცავ ყველა გულშემატკივარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა