ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველთა თურქული ტურნირები

ქართველთა თურქული ტურნირები

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები თურქული ტურნირებისთვის ემზადებიან
საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები ამჟამად სომხეთში არიან, სადაც მაღალმთიან კურორტ წახკაძორში საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გადიან.

ისინი თბილისში 25 იანვარს ბრუნდებიან, ბერძენ-რომაელები კი ორ დღეში თურქეთში მიფრინავენ - 28-29 იანვარს სტამბოლში ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" სერიის პირველ ტურნირში იჭიდავებენ. ნაკრების ხელმძღვანელობას იქ სათადარიგო შემადგენლობა მიჰყავს, ძირითადებს კი ასვენებს - საბაზო შეკრებიდან პირდაპირ შეჯიბრებაში ჩართვა არც გამართლებული იქნებოდა და თან ლიდერებს წინ სალიცენზიო ტურნირები ელოდებათ.

ზურაბ მაჭარაშვილი, გოდერძი დავითაძე (ორივე - 55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), უჩა შავაძე, მამუკა ხოზრევანიძე (ორივე - 66), გოგა აფრიამაშვილი, შმაგი გულიაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე, მათე სოფაძე, ჯონი მინაძე (სამივე - 84), ირაკლი ქაჯაია, მიხეილ ქაჯაია, ამირან ზარნაძე (96) და რევაზ ჭელიძე (120) - აი, ასეთი გუნდით გამოვალთ "ოქროს დიდ პრიზზე".

როგორც ვხედავთ, შემადგენლობა ძირითადად ახალგაზრდულია, თუმცა უკლებლივ ყველა მათგანი საქართველოს ბოლო პირველობის მედალოსანია. თუმცა სხვათაგან ერთს გამოვარჩევთ - გულიაშვილს, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა დიდ სპორტს. მას ერთ-ერთ შეკრებაზე აპენდიციტი გაუსკდა და სპორტი კი არა, სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ, თუმცა მაინც დროულად მიუსწრეს და ოპერაციაც გაუკეთეს, ოღონდ ამან ლამის ორი წელიწადი დააკარგინა. იმედია, ის ისევ აღიდგენს ადრინდელ ფორმას და კვლავ ანგარიშგასაწევ ფალავნად დარჩება წონაში.

თურქეთშივე ცოტა მოგვიანებით, ოღონდ ანკარაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც მიემგზავრებიან - ისინი 10-12 თებერვალს იაშარ დოგუს სახელობის მემორიალში იასპარეზებენ. მწვრთნელებს იქაც გადახალისებული გუნდი მიჰყავთ და შანსს ძირითადად სათადარიგოებს აძლევენ.

ტრისტან ჩირგაძე (55), მურთაზ კვესაძე, გიორგი ბალიაშვილი, ბექა ლომთაძე (სამივე - 60), გიორგი ცუცქირიძე, შალვა მუზიაშვილი (ორივე - 66), გიორგი მარსაგიშვილი (74), მარად ზოიძე (84), დავით ქერაშვილი, მამუკა კორძაია (ორივე - 96), ლევან სეთურიძე (120) - ასეთია "თავისუფალთა" მწვრთნელების არჩევანი. ეს შემადგენლობა არაა ბერძენ-რომაელებივით მთლად ახალგაზრდული, თუმცა ლიდერები აქაც ისვენებენ, მონაწილეებს კი აქაც მთლიანად ქვეყნის ბოლო პირველობის მედალოსნები შეადგენენ.

რაც შეეხება უახლოეს საშინაო შეჯიბრებას, ესაა 25-26 იანვარს სპორტკომპლექს "არენაში" გასამართი ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატი. ამით ახალგაზრდული ნაკრები ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას, თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივ თაობათა ცვლის, ნაწილობრივ კი უფროსთა ნაკრებში მივლენილი საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციის გამო ტურნირს ბევრი ლიდერი დააკლდება და საკადრო ცვლილებებიც ბლომად მოხდება.

რაც შეეხება ახალგაზრდა "თავისუფალთა" საქართველოს ჩემპიონატს, ის ბერძენ-რომაელთაგან ზუსტად ერთ თვეში - თებერვლის იმავე რიცხვებში ჩატარდება, ოღონდ - ბათუმში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა