კლუბიდან ხუთი თვის წინ წასული ალექსეი გოიხმანი ახლა ალაპარაკდა და ჩვენთვის საინტერესო ამბები გაიხსენა
ალექსეი გოიხმანი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პრეზიდენტობიდან შარშან, აგვისტოში გადადგა. თითქმის ხუთი თვის შემდეგ კი, როდესაც ვნებები დაცხრა, გოიხმანი ალაპარაკდა და ჩვენთვის საინტერესო ამბები გაიხსენა.

როგორც ცნობილია, ქართველი მოთამაშეები "ვოლგას" შვიდი თვის ხელფასების გადაუხდელობას ედავებიან. თურმე ყველაფრის თავი და თავი "გაზპრომი" ყოფილა.

"ჩვენი სპონსორი "გაზპრომი" იყო. მაგრამ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთ მონსტრთან მუშაობა ადვილია, ძალიან ცდება. "გაზპრომთან" ხელშეკრულებამ გამახარა, მაგრამ ის მხოლოდ მარტის ბოლოს გაფორმდა.

არავის უკითხავს, მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორ არსებობდა კლუბი, ვინ იხდიდა გადასახადებს, როგორ ვყიდულობდით მოთამაშეებს... "გაზპრომის" მოსვლისას კრედიტორების დავალიანებამ 125 მილიონ რუბლს მიაღწია. მაგრამ დაიწყეს უარყოფა, რომ დავალიანება არ არსებობდა. თუმცა, მადლობა ღმერთს, ამის დამტკიცება საბუღალტრო საბუთებით შეიძლება", - ამბობს გოიხმანი.

"ვოლგას" ყოფილმა პრეზიდენტმა "სოვეტსკი სპორტთან" ოთარ მარცვალაძეზეც ილაპარაკა:

"ამბობენ, რომ მარცვალაძის "კრასნოდარში" გაშვებით ფული ვიშოვე. ამას წერტილი უნდა დავუსვა და საამისოდ გეტყვით, როგორ გადმოვიყვანე ოთარი.

"ვოლგას" ყოფილი მწვრთნელი პობეგალოვი მის ტრანსფერს ეწინააღმდეგებოდა. მე მაინც დავარწმუნე, რომ საჭირო მოთამაშე იყო და დაიწყო "ანჟისთან" უმძიმესი მოლაპარაკება. დაღესტნელები თავდაპირველად 600 ათას დოლარს ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ მაშინ ამხელა თანხის გადახდა არ შეგვეძლო და შევთანხმდით: მახაჩყალელებს იჯარაში 50 000 დოლარს ჩავურიცხავდით და თუ ფეხბურთელის გამოსყიდვას გადავწყვეტდით, კიდევ 550 ათასს მიიღებდნენ.

როდესაც პრემიერლიგაში გადავედით, "ვოლგამ" ამ უფლებით ისარგებლა. ამ საცოდავი 50 ათასით ნაყიდმა ფეხბურთელმა პირველ ლიგაში 21 გოლი გაიტანა და, ფაქტობრივად, გუნდი ელიტარულ დივიზიონში გადაიყვანა.

როდესაც ტრანსფერი გამოვისყიდეთ, მარცვალაძემ პირადი მოთხოვნები წამოაყენა, კმაყოფილი ვარ გუნდის დამოკიდებულებით, მაგრამ ხელფასი არ მაკმაყოფილებსო და მოითხოვა ხელშეკრულებაში ჩაწერილიყო პუნქტი: 600 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში გუნდს დატოვებდა. მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილე, რადგან სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. ვიცოდი მისი პოტენციალი, შეეძლო ორჯერ მეტი სარგებლობის მოტანა, რაც დადასტურდა კიდეც.

როდესაც შუა სეზონში "კრასნოდარში" მიიწვიეს, ორჯერ მეტი გადაგვიხადეს. ოთარისა მესმოდა, მას ოჯახი ჰყავს შესანახი და ბრალდება, რომ მე მის ტრანსფერზე ბიზნესი ავაწყვე და მილიონი დოლარი გავაკეთე, უსაფუძვლოა. "კრასნოდარს" მოვთხოვე არა 600 ათასი, არამედ მილიონი დოლარი და ეს თანხა მთლიანად კლუბის საჭიროებას მოხმარდა".

"ვოლგას" ყოფილი პრეზიდენტი პესიმისტურად აფასებს გუნდის შანსებს და მიიჩნევს, რომ პრემიერლიგაში დარჩენის შანსი არ გააჩნია:

"ვფიქრობ, "ვოლგა" პრემიერლიგაში ვერ დარჩება, ეს ობიექტური რეალობაა. მთავარ მწვრთნელ დმიტრი ჩერიშევს ვკითხე, როგორ მუშაობდა, როგორ მიმდინარეობდა სელექცია და იცით, რა მიპასუხა? ეს მოთამაშეები მე არ მომიწვევიაო. ამის შემდეგ რაზე უნდა ვილაპარაკო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა