"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ახალდაწყებული სეზონის ბოლომდე...

"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ახალდაწყებული სეზონის ბოლომდე, ანუ, 2011 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ არავინ იცის გააფორმებს თუ არა 59 წლის ჰოლანდიელი ახალ ხელშეკრულებას. ფაქტი ისაა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები არიან და ალბათ ახალ კონტრაქტსაც მალე შესთავაზებენ, მაგრამ თვითონ სპეციალისტს ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და არ იცის, დარჩება თუ არა მიუნხენში. სამაგიეროდ, მან იცის, ვინ უნდა დანიშნოს "ბაიერნმა" მთავარ მწვრთნელად იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი რეკორდმაისტერიდან წასვლას გადაწყვეტს.

"თუ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, მაგრამ თუ ეს არ გავაკეთე, "ბაიერნის" შეფებს ვურჩევ, მთავარ მწვრთნელად ჩემი ასისტენტი ანდრის იონკერი დანიშნონ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, "ბაიერნში" ჩემს ფილოსოფიას იდეალურად გააგრძელებს. გერმანიის ნაკრებში იურგენ კლინსმანის ასისტენტის, იოახიმ ლიოვის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ ხომ გაამართლა? იონკერიც გაამართლებს," - განუცხადა ვან გაალმა "შპორტ ბილდს".

მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, იოახიმ ლიოვის მერე გერმანიის ნაკრები სწორედ ვან გაალს ჩააბარონ. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა იოგის კონტრაქტი 2012 წლამდე გაუგრძელა და ბუნდესგუნდს ახალი მწვრთნელი მინიმუმ ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით არ ეყოლება, მაგრამ ვან გაალი ღიად აცხადებს, რომ 2012 წელს მზად იქნება, ბუნდესმწვრთნელი გახდეს.

"გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა თქვა, რომ ურჩევნია, ნაკრები გერმანელ მწვრთნელს ჩააბაროს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ყოველთვის არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც გერმანელები არ არიან და არსებულ კანდიდატებს აჯობებენ," - ამბობს ლუისი.

"ბაიერნში" გატარებულ ერთ წელს ვან გაალი დადებითად აფასებს: "ვფიქრობ, მე ყველაზე იაფი სპეციალისტი ვარ იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც "ბაიერნს" ადრე წვრთნიდნენ. ყველგან ასე ვიყავი. სადაც მიმუშავია, ყველგან მილიონებს იხდიდნენ, ფული კი ჩემთვის მთავარი არსად ყოფილა. მაგალითად, რაც ამსტერდამის "აიაქსმა" ჩემთვის საკმაოდ დაბალი ხელფასის დანიშვნით დაზოგა, ჰოლანდიურ გრანდს იმ ფულით ახალი სტადიონის აშენება შეეძლო. "ბარსელონაში" დღეს აღლუმი ჩავის და ინიესტას მიჰყავთ – ეს ფეხბურთელები მე აღმოვაჩინე და გავზარდე. "ალკმაარმა" კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით 15 მილიონი იშოვა."

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა