ისტორიაში მეორედ, სუმოს უპირველეს ტიტულს ევროპელს - 27 წლის ესტონელს გადასცემენ
ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ სუმოს უპირველესი ტიტული ევროპელმა მოიგო - კვირას იმპერატორის თასს ოძეკი ბარუტოს გადასცემენ, 27 წლის ესტონელ კაიდო ჰიოველსონს. მისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა კარიერაში 46-ე ბაშო - 13 დღეა ბარუტო ვერავინ წააქცია ტოკიოს დოჰიოზე, დარჩენილ ორ ორთაბრძოლაში კი ამას აზრიც აღარა აქვს, ბალტიელს ვერავინ დაეწევა.

სხვათა შორის, დღეს ბარუტო ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს ხვდება, სწორედ იმას, ვინც ევროპელთაგან პირველმა მოიგო იმპერატორის თასი.

მეორე ადგილზე 10-3 ბალანსით ერთბაშად 6 რიკიშია. სასიხარულოა, რომ დიდ ჩემპიონსა და სამ ოძეკისთან ერთად სიაში გაგამარუა (თეიმურაზ ჯუღელი). გაგამარუმ მე-10 გამარჯვება 183-კილოიან ფუჯიაზუმასთან მოიპოვა, ერთი-ორჯერ ლაზათიანად ჰკრა ხელი, შემდეგ კი დროულად გამოეცალა მას.

თუკი დარჩენილ ორ ორთაბრძოლასაც მოიგებს, ჩვენებურ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება. შეგახსენებთ, რომ ახლა გაგამარუ მე-10 მაეგაშირაა.

გუშინ დადებითი ბალანსი დაიბევა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე). ჩვენებურმა გადამწყვეტი, მე-8 მოგება ჩიონოკუნისთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.

სამწუხაროდ, ძურიოს დივიზიონში დამარცხდა კოკაი (ლევან ცაგურია) და კვლავ უარყოფითი ბალანსი გაუხდა - 6-7. "შავ ზღვას" ორივე დარჩენილი მატჩის მოგება სჭირდება.

XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კოტოოშუ-ჰაკუჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-მიაბიამა (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ბარუტო-კოტოშოგიკუ (შიტატენაგე), კაკურიუ-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-გოეიდო (უვატედაშინაგე), ვაკაკოიუ-ტაკაიასუ (ოშიდაში), ოკინოუმი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-კიტატაიკი (იორიკირი), ჰომაშო-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ტოჩინოშინი-ჩიონოკუნი (იორიკირი), გაგამარუ-ფუჯიაზუმა (ჰატაკიკომი). ძურიო: ბუშუიამა-კოკაი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

13-0: ბარუტო (ოძეკი).

10-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8), გაგამარუ (მ 10)... 8-5: ტოჩინოშინი (მ 9).

XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, ბარუტო-კოტოოშუ, ტოიონოშიმა-ამინიშიკი, კაკურიუ-ტაკაიასუ, კიტატაიკი-ვაკაკოიუ, მიაბიამა-ოკინოუმი, ტაკეკაძე-გოეიდო, ტოჩინოვაკა-ტაკანოიამა, ჰომაშო-აოიამა, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-ნიონოუმი. ძურიო: კოკაი-მასურაუმი.

ფოტოზე: ესტონელის საჩემპიონო გდება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა